კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 გურამ ბაღდოშვილი: უფრო იაფი ჯდება, დამლაგებელი მყავდეს სახლში, ვიდრე ცოლი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი რამდენიმე წელია, საქართველოში დამკვიდრდა და წარმატებულ ევროპულ კარიერას სამშობლოში ყოფნა არჩია, სარესტორნო ბიზნესში, ბუნებრივია, ძალიან აქტიურადაა ჩართული და პარალელურად, ფერმერობითაც დაკავდა.
– სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული კარიერის შემდეგ საქართველოში დამკვიდრება რატომ გადაწყვიტეთ?
გურამ ბაღდოშვილი: პირველ რიგში, სისხლი ყივის და ამას წინ ვერ დაუდგები. მე ყველა ქვეყანაში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩემს პროფესიონალიზმში. საქართველოში კი დავბრუნდი იმიტომ, რომ ქართველ მზარეულებს პოპულარიზაცია სჭირდებოდათ. ჩემმა გადაცემამ ამ საქმეში გარკვეული როლი ითამაშა. უფრო მეტი გასტრონომიული კულტურა გაჩნდა. თან, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ქართველ სტუმარს გავუმასპინძლდე, ვიდრე სხვა ქვეყნისას. ეს ცოტა პატრიოტიზმია. მე პოპულარიზაცია და ადამიანების სიყვარული არსად მაკლია, მაგრამ, როცა შენსას უყვარხარ, უფრო მნიშვნელოვანია. ევროპის არცერთ ქვეყანაში არ დამიდგამენ ძეგლს, არც საქართველოში და არც ვარ ღირსი, მაგრამ აქ შემიძლია, ჩემი წვლილი შევიტანო ამ სფეროში და წლების შემდეგ თქვან, რომ იყო მზარეული, რომელმაც პატარა ევოლუცია მოახდინა და თუ დღეს საქართველო განთქმულია, მისი დამსახურებაცააო. ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე სხვა ქვეყანაში ზედმეტი ათასი ევროს შოვნა. თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ ევროპაში გატარებული 25 წლის, ჩემს განვითარებაში ამ წლებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
– ძალიან პატარა წახვედით სხვა ქვეყანაში, გახდით ზიდანის, კრიშტიანუ რონალდუს, ტოპ-მომღერლებისა თუ „ჰოლივუდის“ ვარსკვლავების ფავორიტი შეფი. რის ფასად?
– ძალიან მარტივია, გახდე პოპულარული საკუთარ ქვეყანაში. მორალური მხარდაჭერა გაცილებით მაღალია. გახდე პოპულარული ევროპაში, თან იმ ქვეყნიდან, რომელიც საერთოდ არაა ცნობილი, ძალიან რთულია. იტალიელ და ფრანგ შეფს ყველგან მარტივად იღებენ, აღმერთებენ. მე ძალიან ძვირი დამიჯდა ამის მიღწევა. ოცი წელი უმეგობროდ, უდედოდ, უმამოდ, და-ძმის გარეშე. არა – ქართული სიმღერა, ჰავა, ღვინო. მე ყოველმხრივ ობოლი დავრჩი და აუცილებლად უნდა მიმეღწია პოპულარობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ნიჭით რომ იბადები და პატარაობიდანვე დამოუკიდებული ხარ. არასდროს მჭირდებოდა დედიკოს მიერ ლოგინში მოტანილი საჭმელი, მე ეს ფუფუნება ღრმა ბავშვობაში შემიწყდა. სანათესაო წრე დავკარგე. დამეღუპა მამა, ბებია, დედა მყავდა, მაგრამ არ იყო იმ ხასიათის ადამიანი, რომელიც შვილებს ეგრე „აბაირამებდა“. ხუთი შვილის დედა იყო.
 ჩემთვის შეიძლება, ყველაზე დაბალბიუჯეტიანი სტუმარი უფრო საყვარელი იყოს, ვიდრე მაღალბიუჯეტიანი. ყველასთან მის ენაზე უნდა ისაუბრო.  ტოპ-ფეხბურთელებთან და „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებთან მეგობრობისას, ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანი არაა მათი მიღწევები. ამის გამო არ არიან ისინი ჩემი მეგობრები. 90-იანებში რომ დავტოვე საქართველო, მაშინდელი ქართული შოუ-ბიზნესი გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელი და მთელი წრე ჩემი სამეგობრო იყო. ამიტომ ნებისმიერ ცნობილ ადამიანთან დამეგობრება ჩემთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც სამზარეულოში ჩემი საქმის კეთება. თუმცა, არასდროს მივისწარფვი ვიღაცების გაცნობისა და დამეგობრებისკენ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ნატურალურად ხდება.
რაც შეეხება უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევას, აუცილებელია შრომა და თავმდაბლობა. ბევრი რამ უნდა შესწირო ამას. ადამიანი სამყაროს უნდა გაეთიშო და ისე უნდა მიაღწიო წარმატებას. ბევრი ენისა და კულტურის შესწავლა, ყველა ადამიანთან საერთო ენის პოვნაა საჭირო. არაა ადვილი, ზოგჯერ წარმატებას საკუთარ ქვეყანაში ვერ აღწევ და წარმოიდგინეთ, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ამის გაკეთება დიდი შრომის დამსახურებაა. მე ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანი ვიყავი და არა უბრალოდ მზარეული. ბევრი ინტერესი მაქვს, ბევრ ენას ვფლობ. პატარაობიდან ვიცოდი, რომ რომელიმე პროფესიის რიგით მუშაკად არ დავრჩებოდი. ვარსკვლავობაზე არ მიფიქრია, ეს ყველაფერი თავისით მოვიდა, ადამიანებმა დაინახეს, რომ ეს ყველაფერი მარტო შევძელი, უფულოდ, ჩემი განათლებით და ზუსტად ამიტომ ვითვლები საქართველოს საუკეთესო შეფად.
– პილიტიკაში მართლა აპირებთ წასვლას?
– დღეს და ხვალ არა, მაგრამ გამორიცხული არაა. ადამიანი, რომელმაც 25 წელი ევროპაში გაატარა და ევროპული მენტალიტეტითაა გაზრდილი, უფრო მარტივად შექმნის საკუთარი ქვეყნის მომავალს, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ ბიზნესსა და ფულზე ფიქრობს. ჩემთვის პოლიტიკა კაბინეტი და ხელის მოწერა არაა, ეს ჩემი ქვეყნის წარმატებაა და პირველ რიგში, გლეხის აღორძინება და ადამიანებისთვის შრომის სიყვარულის სწავლება. შავი „ჯიპით“ სიარული და დაცვა არაა ჩემთვის საინტერესო. პოლიტიკას მე ვხედავ პოლიტიკის გარეშე. ძალიან რთული ფილოსოფიაა, მაგრამ შეგიძლიათ, ძალიან მარტივად ჩაწვდეთ. თუ იარსებებს რომელიმე პარტია, რომელიც ასეთი შეხედულებებით მიმიზიდავს, სიამოვნებით დავუდგები გვერდით და ხელში დავიჭერ ნამგალსაც, თოხსაც და უროსაც, თუ საჭირო იქნება. ამით გვარიშვილობას არ ვკარგავ. სოფლის მეურნეობის განვითარება, ტურიზმი და ხელოვნება – ამ სამ დარგში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს და  შემიძლია, სწორად განვითარების მიმართულებაც მივცე.
– ჯერ არაო, მაგრამ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა. ბევრს ეს პასუხისმგებლობა აშინებს.
– მე შიში არ მაქვს. რასაც ხელს ვკიდებ, ასი პროცენტით ბრწყინვალე შედეგამდე მიმყავს. თუ საქმეში დარწმუნებული არ ვარ, არ ვაკეთებ. ასჯერ კი არა, ათასჯერ ვზომავ გაჭრამდე. თუ რომელიმე დეპარტამენტს მოვკიდე ხელი, ვიმეორებ, აუცილებლად ბრწყინვალე შედეგამდე მივიყვან. მე ძალიან ნეიტრალური ადამიანი ვარ და შორს ვდგავარ პოლიტიკისგან. შეიძლება, პოლიტიკაში ამოვყო თავი, მაგრამ მე პოლიტიკური ენა არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ რვა ენაზე ვსაუბრობ. საერთოდ, სიმართლე რომ გითხრათ, მონარქიის მომხრე ვარ. არასრულ მონარქიას ვგულისხმობ. პირველ რიგში, პატარა ქვეყანას ამშვენებს იმ გვარის სიყვარული და პატივისცემა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ბრძოლის შედეგად რაღაც სიდიდემდე მიიყვანა. თან, ტურისტებისთვისაც ძალიან მიმზიდველი იქნებოდა სამეფო კარი და მეფისა და დედოფლის ტიტული, პომპეზური „პარადები“. მე მარტო მზარეული კი არა, სერიოზული მარკეტოლოგიც ვარ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ შეიძლება, შეიფუთოს.
– გადავიდეთ პირად ცხოვრებაზე, რაც ბევრს აინტერესებს. რა ხდება?
– შეფ-გურამი არის თავისუფალი ადამიანი, რომელსაც პირად ცხოვრებაში ვერავინ ეტყვის: წადი, მოდი, სად იყავი? ეს მინდა, ის არ მინდა, ეს გააკეთე, ის არა. ამას გურამი უკვე ვეღარ ეგუება. აქედან გამომდინარე, გურამი თავისუფალი ბიჭია, როგორც მგელი, მდინარე და არწივი. ჩემი ფრონტი ძალიან დაკავებულია საქმით და მართალი რომ გითხრათ, „ლავსთორების“ არ მჯერა. სიყვარული და მსგავსი ზღაპრები წინა საუკუნის ისტორიებია. იმიტომ, რომ იმ დროს თავისუფლად ვერ იცხოვრებდი და გჭირდებოდა ვიღაც, ვინც მხარს დაგიჭერდა ან საცვლებს გაგირეცხავდა. მე ეს არ მიჭირს. სრულიად კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით და ძალიან გამიჭირდება, ვინმემ რომ ზედმეტი კითხვა დამისვას. უფრო იაფი ჯდება, დამლაგებელი მყავდეს სახლში, ვიდრე ცოლი.
– არ გყვარებიათ ისე, რომ მოვალეობების გამო კი არა, სიყვარულის გამო მოგდომებოდათ ოჯახური ურთიერთობა?
– ოჯახური ურთიერთობა ბევრჯერ მქონია, საქართველოშიც და ევროპაშიც, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ვიღაცასთან კონტრაქტი უნდა დავდო. ხელის მოწერა და ქორწილი ოფიციალური კონტრაქტია, რომელიც ჩემთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. მორწმუნე ვარ, მაგრამ არა ფანატიკოსი და ჯვრისწერა აუცილებელი არ მგონია. ვიღაცასთან ხელს არ მოვაწერ მარტო იმიტომ, რომ მასთან ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შემეძლოს. ეს საერთოდ არ არის საჭირო. როცა ადამიანს ვიცნობ და ურთიერთობას ვამყარებთ, ჩვენ-ჩვენ სახლებში ვცხოვრობთ და გვაქვს მეგობრულზე ცოტა მეტი ურთიერთობა. შეიძლება, იმიტომაც, რომ ტრავმაც მაქვს – ახალგაზრდობაში ჩემი პირველი შეყვარებული სხვას გაჰყვა და, ალბათ, სიყვარული, როგორც განსაკუთრებული გრძნობა, დაიკარგა, შეიძლება, დავბლოკე კიდეც და მივეჩვიე თავისუფალ ცხოვრებას. არც ვფიქრობ, რომ მე აუცილებლად უნდა მყავდეს შეყვარებული, იმისთვის, რომ კონტაქტი დავამყარო სხვა ადამიანთან. ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცის საფასურად ხდება, ნაკლები მეგობარი გყავს, დაბადების დღეზე ვერ მიდიხარ, ქორწილში ვერ მიდიხარ, ვერ ისვენებ ვერც ზამთარში და ვერც ზაფხულში, ძალიან არასტაბილური ცხოვრება გაქვს – ეს ჩემი გზაა. წარმატებას რომ მიაღწიო, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა დაბლოკო. მე საკუთარი განვითარება დავაყენე პირველ ადგილას და პირადიც, რაღაც თვალსაზრისით, ამას შეეწირა. ძალიან პატარა ასაკში მივიღე გადაწყვეტილება ავტონომიაზე, ავიღე თოხი ხელში და ჩემი ბილიკი თვითონ გავიკვლიე.
– არაერთხელ გამიგია ჭორები, რომ შვილს ელოდებით ან გყავთ.
– შვილები კარგია, მაგრამ ჯერ ადრეა. ჯერ იმდენი უნდა ვიშოვო, შვილები რომ მეყოლება, ყველას თავისი ჰქონდეს. არ მინდა, ჩემმა შვილებმა 15 და 13 წლის ასაკში იმუშაონ. მინდა, ბავშვობა ჰქონდეთ. მარტო იმისთვის, რომ შვილი გყავდეს, ოჯახი არ უნდა შექმნა და სხვა ადამიანის ცხოვრება არ უნდა დაანგრიო. არიან ადამიანები, რომლებიც შვილს „აკეთებენ“ და არა – აჩენენ და არ აინტერესებთ ურთიერთობების დამყარება. იმიტომ, რომ შვილი მყავდეს, ვერავის ვატკენ გულს, ცხოვრებას არ დავუნგრევ. როცა ამის დრო დადგება, ოჯახი აუცილებელი სულაც არაა, დღეს ძალიან ბევრი ალტერნატიული გზა არსებობს, თავისუფლად შეგიძლია, გყავდეს იმდენი შვილი, რამდენიც გაგიხარდება.

скачать dle 11.3