კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ მოხვდა ბავშვთა სახლში ეკა ტყემალაძე და რატომ შეწყვიტა მან 16 წლის ასაკში ხატვა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  რთული ბავშვობისა და შემდგომი ცხოვრების მიუხედავად, საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დაუკარგავს და იმისთვის, რომ წარმატებული ყოფილიყო დაუღალავად შრომობდა. საუბარი თვითნასწავლ მხატვარზე, ეკა ტყემალაძეზეა, რომელიც უკრაინის ბავშვთა თავშესაფრიდან საქართველოში გააშვილეს. ხელოვნებისკენ ბავშვობიდან ისწრაფვოდა და ხატვის სურვილი ყოველთვის ჰქონდა, თუმცა 16 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო და მის შემოქმედებაში დიდი პაუზა დადგა. წლების განმავლობაში უამრავი სირთულის გადალახვის შემდეგ, ფუნჯი კვლავ აიღო ხელში და დღეს მის ნახატებს არა ერთი „მკითხველი“ ჰყავს. მისი, როგორც მხატვრის დებიუტი კი ისრაელს უკავშირდება.  
  ეკა ტყემალაძე:  1983 წელს  უკრაინაში, ქალაქ ოდესაში დავიბადე. დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობდი. დედას ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, რომ ჩვენთვის მოევლო. ამ მიზეზით სახელმწიფომ დახმარების ხელი კი არ გაუწოდა, შვილები გამოსტაცა. მე და ჩემი ძმა სხვადასხვა ბავშვთა სახლში მოვხვდით, რომელიც ჩემზე სამი წლით დიდი იყო. ზუსტად არ ვიცი, იქ რა დრო დაჰყო, მაგრამ თავშესაფარს ვერ შეეგუა და გამოიქცა. სახლში არავინ დახვდა: არც დედა, არც მე, არც არავინ ჰყავდა, ვისთანაც თავს შეაფარებდა, ამიტომ ქუჩაში დაიწყო ცხოვრება. მე კი, ბავშვთა სახლში ერთი წელი დავყავი, შემდეგ საქართველოდან ჩამოსულმა ქალბატონმა მიშვილა და  საქართველოში ჩამომიყვანა. ჩემს ახალ ოჯახს მხოლოდ ერთი ქალბატონი ხელმძღვანელობდა, რომელმაც გამზარდა და მომცა ის, რისი საშუალებაც ჰქონდა.  რა თქმა უნდა, მაშინვე ვერა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევიყვარე დედა და ჩემი პატარა სახლი. ვისწავლე ქართული ენა და ბაღშიც დავიწყე სიარული. დავდიოდი სკოლაში, მუსიკაზე, ცეკვაზე... სკოლის პერიოდში ქართული კარგად არ ვიცოდი და გაკვეთილზე ნახევარზე მეტს ვერ ვიგებდი. სკოლის დამთავრების  შემდეგ, დედის ხათრით, კოლეჯში ჩავაბარე კბილის ტექნიკოსის პროფესიაზე. დედას მოსწონდა ეს პროფესია და თვლიდა, რომ ყოველთვის გამომადგებოდა. სამწუხაროდ, შეცდა, რადგან ბავშვობიდან სულ ვხატავდი და ხელოვნებისკენ ვისწრაფვოდი.
– რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნება თქვენი ნამუშევრები და როდის დაიწყეთ სისტემატურად ხატვა?
–  თვითნასწავლი ვარ და ჩემი სტილი მაქვს – ჟანრი ცოტა გაურკვეველია, ასე პირდაპირ სახელი არ აქვს. ვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ, მომწონს ან განვიცდი. თუ მუზა არ მეწვევა, ვერ ვხატავ, ასე რომ, ყოველდღე და დიდი სიხშირით არ გამომდის ხატვა. გარემოზეც არის დამოკიდებული, თუ მშვიდად ვგრძნობ თავს და კომფორტულად, მაშინ ჩემი თავი მხოლოდ, ხელოვნებისკენაა მიმართული და თუ გარემო მძიმეა – იშვიათად ვხატავ. ბავშვობაში მომწონდა ბუნების, ყვავილების და ნატურმორტების ხატვა. ჩემით ვიგონებდი სიუჟეტს, წინ არ მქონდა ვაზაში ჩაწყობილი ყვავილები და ისე არ ვხატავდი, წარმოვიდგენდი სურათს და  ვხატავდი. 16 წლისამ მუშაობა დავიწყე, მერე ის, მერე ეს... და შევწყვიტე ხატვა. აღარ მეცალა ამისთვის, მაგრამ ჩემს ქვეცნობიერში მცხოვრები ხმა სულ ჩამძახოდა, რომ უნდა მეხატა, მაგრამ ვინ უსმენდა... 2012 წელს ისრაელში წავედი საცხოვრებლად. ძალიან ბევრს ვმუშაობდი – კვირაში 6 დღეს დილიდან საღამომდე და საკუთარი თავისთვის არასდროს მქონდა დრო, მხოლოდ მუშაობა და მუშაობა. ერთ დღეს ამ ყველაფერმა ძალიან გამაბრაზა, ვიფიქრე, რისთვის ვარსებობ, თუ საკუთარ თავს და ჩემს სურვილებს დრო არ დავუთმე-მეთქი და გავიქეცი მაღაზიაში, ვიყიდე ყველა აღჭურვილობა, რაც სახატავად გამომადგებოდა და იმ დღესვე დავხატე მზის ჩასვლა. მერე ყოველ დასვენების დღეს ვხატავდი და ისე გამიტაცა ამ პროცესმა, რომ ვეღარ ვჩერდებოდი. ბოლოს დავხატე „სპაგეტი“ და „დაბადება“  – ორივე  შავ-თეთრი ნახატი იყო.  ორივე მათგანი სოციალურ ქსელში დავდე. მეორე დღეს მივიღე წერილი კურატორისგან, რომელმაც ისრაელში ჯგუფურ გამოფენაზე მიმიწვია. ვერასოდეს  წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე გამოფენაზე მიმიწვევდნენ ან  ჩემი ნახატებით სადმე  წარვსდგებოდი. ჩემი კარიერა ისრაელიდან დაიწყო, გამოფენები მქონდა: ისრაელში, გერმანიაში, ამერიკაში, იტალიაში, საქართველოში... წარმატება შრომით მოდის, ამიტომ ბევრი შრომაა საჭირო.
– რთული პერიოდი...
– პატარა რომ ვიყავი, თუ რაღაცაზე გული მწყდებოდა ან ვინმე მაბრაზებდა, ვცდილობდი, გულში მემღერა. აი, ვიღაცას ცუდი სიტყვა რომ ეთქვა, შემეძლო პასუხი არც გამეცა, რადგან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი და  თუ პასუხს ვერ ვცემდი, ვერიდებოდი სიტუაციას და მერე ჩემთვის გულში ვმღეროდი ხოლმე. ეს დიდობაშიც გამომადგა, ყველა პრობლემას, ტკივილს ვბლოკავდი. ვიღებდი ტკივილს, მაგრამ ვუშვებდი კიდეც. პრობლემას და ტკივილს თავისებური დახვედრა უნდა:  შეხვდი, იტირე და გაუშვი. ასეთია ცხოვრება და ყოველდღიურობა, თუ გინდა, რომ გადარჩე,  უნდა იბრძოლო, როცა იბრძვი მაშინ გამარჯვებული ხარ. ყველაზე რთული მომენტი ჩემს ცხოვრებაში მოძალადე ქმარი იყო. არ მინდა დეტალებზე საუბარი, მაგრამ ყოველდღე ჩემს თავში გეგმებს ვხაზავდი, როგორ უნდა გამოვქცეულიყავი მისგან. იმ პერიოდში, ალბათ, პირველად შემეცოდა ჩემი თავი, რომ ასე დაუმსახურებლად ვიღაცა აბუჩად მიგდებდა.
– რაც წარსულში დარჩა, მიგაჩნიათ, რომ არ გაგიმართლათ?
– ვფიქრობ, გამიმართლა ცხოვრებაში. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც მქონდა, ამ ყველაფერმა გამაძლიერა და საკუთარი თავი უფრო შემაყვარა. არავის აღარ მივცემ უფლებას, დამამციროს ან ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენოს! ერთხელ ვიბადები, ვცხოვრობ და მინდა, ეს წლები ჩემს სიცოცხლესა და ცხოვრებას დავუთმო, ჩემს მეს! სიყვარულს რაც შეეხება,  მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება ყოველთვის ის, ვინც შემიყვარდება. ყველამ უნდა მოიცილოს ის ლაქა, რომელიც მოსაცილებელია. არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან და ოჯახს არ ანგრევენ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ „ოჯახი“ ჰქვია.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ გამზრდელ დედასთან და თუ გიცდიათ ძმის ან ბიოლოგიური დედის პოვნა?
– მე და დედა უკვე 30 წელია, ერთად ვართ. მომიწია სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება და ძალიან მიჭირდა დედის გარეშე დიდხანს ყოფნა, მაგრამ იმ პერიოდში სხვა გზა არ მქონდა. არასდროს დამიტოვებია უყურადღებოდ, იმიტომ არა, რომ ვალდებული ვიყავი, უბრალოდ, შიგნიდან ჩემი ემოციური მდგომარეობა არ მასვენებდა. ყოველდღე ვფიქრობდი მასზე და ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი, რომ არ ეგრძნო მარტოობა და უჩემობა. ოდესაში ხუთჯერ ვიყავი. ვცადე მშობლების და ძმის მოძებნა. პოლიციის დახმარებით ვიპოვე ჩემი ძმის საფლავი, რომელიც თურმე, ქუჩაში ცხოვრობდა. მის ქვაზე ეწერა: უცნობი მამაკაცის საფლავი. მთელი ჩემი სანათესაო ვნახე 25 წლის შემდეგ, თუმცა, სამწუხაროდ, დედა და მამა ვერ ვიპოვე.

скачать dle 11.3