კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 გიორგი გურგულია: მორალურად მიუღებელია კაცისთვის ცოლი, რომელიც პოლიციაში რეკავს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსახიობმა გიორგი გურგულიამ გათავისუფლების შემდეგ გადაწყვიტა, კაცთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია შექმნას.
  გიორგი გურგულია: ციხეები გადავსებულია მამაკაცებით, რომლებიც ოჯახური კონფლიქტების გამო სხედან. ყველგან ყველას იცავენ: ქალებს, ბავშვებს, ცხოველებს, ტყეებს და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ, არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მამაკაცების უფლებებს დაიცავს. ის, რაც ევროპიდან გადმოიღეს – მაშინვე პოლიციაში დარეკეთ ოჯახური კონფლიქტის დროსო. დიდი შანსია, რომ ასე ბევრი ქართული ოჯახი დაინგრეს. იქ მითითებაა, რომ პირდაპირ მამაკაცი გაამტყუნონ. მართალიც რომ იყოს, ასე მოიქეცითო. თითქოს ევროპის წინაშე გეგმა აქვთ შესასრულებელი. არ არსებობს ოჯახი, რომელშიც კონფლიქტი არ ხდება. ყველას ციხეში გამოკეტვა, მგონი, არასწორია.
– ზოგადად, კამათზე არა, ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი. გაზვიადებული გგონიათ თუ ფიქრობთ, რომ ესეც შეიძლება, სამართალდამცველების ჩარევის გარეშე მოგვარდეს?
– ფიზიკურ ძალადობას სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს და ალბათ, ადამიანი მანიაკი უნდა იყოს, რომ შვილსა თუ ცოლზე სისტემატურად ძალადობდეს. პატარა შეხლა-შემოხლაზე ადგე და ადამიანები ციხეში გამოკეტო, არასწორი მგონია. სტატისტიკურად, კანონის გამკაცრების შემდეგ მკვლელობების რაოდენობამ მოიმატა. ადამიანს რომ ეუბნები, პოლიციაში დავრეკავო, ეს ქართველისთვის სხვა რამეს ნიშნავს, მეტ აგრესიას იწვევს, მორალურად მიუღებელია კაცისთვის ცოლი, რომელიც პოლიციაში რეკავს. იქ უკვე ყველაფერი ინგრევა.
– რა უნდა ქნას ქალმა, რომელზეც სისტემატურად არა, მაგრამ ერთხელ ან ორჯერ იძალადეს?
– ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში პოლიცია უნდა ჩაერიოს, მაგრამ არა დაჭერით. რამდენიმე თვით შეიძლება, განრიდება მისცენ, ამას სჭირდება ფსიქოლოგები. უნდა არსებობდეს სოციალური სამსახური, რომელიც ოჯახურ კონფლიქტებზე იმუშავებს და მე ზუსტად ამის გაკეთება მინდა. კონფლიქტები ხომ სოციალური პრობლემების გამო იწყება?! ქალს თუ აქვს მაღაზიებში წასასვლელი და საყიდლების ფული, კონფლიქტი არ ხდება (იცინის). პოლიციელები მეუბნებიან, არაა იმ დონის კონფლიქტი, რომ ჩაგსვათო, მაგრამ არასამთავრობოების ეშინიათ. ქალმა რომ დააბრალოს კაცს ნებისმიერი რამ, პირდაპირ იჭერენ. ხომ შეიძლება, გამწარებულზე იცრუოს?
– ასე მოხდა თქვენს შემთხვევაშიც?
– სამი დღე გავატარე საპატიმროში. ერთი გოგო პანდემიის დროს დაუახლოვდა ჩემს მეუღლეს, მანამდე შვილების გამო კონფლიქტი ჰქონდათ. მე ჩავერიე მაშინ, ვუთხარი შენს შვილს მიხედე-მეთქი და გაბრაზდა. მერე ჩემი მეუღლისთვის უთქვამს, თითქოს მე მასზე ვთქვი, ნერვიულიაო და ამის გამო მე და ჩემს მეუღლეს კონფლიქტი მოგვივიდა. ის გოგო, ცოტა ხნით ადრე მე დამემუქრა, ნახე რა გიყოო. მერე ჩემს ცოლს დაუმეგობრდა და ჩვენს კონფლიქტს ელოდა, რომ ესარგებლა. ამ გოგოს ტელეფონით იყო დარეკილი პოლიციაში. მე მეუღლეს ტელეფონი გამოვართვი და მითხრა, დამიბრუნე, თორემ გიჩივლებო და ეს სასაცილოდაც არ მეყო. მეორე დღეს მივცემდი, მაგრამ არ მეგონა, თუ პოლიციაში დარეკავდა. დაურეკავს იმ გოგოს ტელეფონით, ის თან ადვოკატია და ისეთი რაღაცები ჩაადებინა ჩვენებაში, რომ დარწმუნებული იყო, დამიჭერდნენ. ეს გოგო პოლიტიკურადაც ვერ მიტანდა. ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ მე მაგათი მტერი ვარ და ეს გოგოც მათი მხარდამჭრია.
– მეუღლემ ფიზიკური ძალადობა დაგდოთ ბრალად?
– ოდესღაც, ხუთი წლის წინ ბავშვის თანდასწრებით ხელით შემეხოო. სასამართლოდან იმიტომ გამომიშვეს, რომ ორი გამოძახება იყო და არცერთი ფიზიკური ძალადობა. ადრეც ჰყავდა პოლიცია გამოძახებული.  ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო.
– მაშინ უკვე დაშორებულები იყავით?
– დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ მივდიოდი და როცა შვილი მთხოვდა, ვრჩებოდი. ახლა ზღვაზეც ერთად ვიყავით. ამ კონფლიქტამდე სამი დღე ჩემთან ცხოვრობდნენ. გაშორებულები კი ვართ, მაგრამ ადამიანი რომ მოვა, სახლიდან ხომ არ გააგდებ?! ახლა ძალიან ნანობს, მაგრამ ვიღაცები აღიზიანებენ, რატომ თქვი ასეო. განცხადება დაწერილი აქვს, არ მინდოდა, ჩემი მეუღლე დაეკავებინათ, უბრალოდ, მინდოდა, პოლიცია ჩარეულიყო. მინდა, რომ კონფლიქტი მეგობრულად მოვაგვაროთ, ჩემს შვილს მამა ძალიან უყვარსო. საჩივრის გამოტანაც უნდოდა, მაგრამ თუ გამოიტან, მაშინ შენ დაგიჭერთო და ამ მიდგომის გამო ბევრი არასწორი რამ ხდება.
– არაერთხელ იყავით დაქორწინებული, ამჯერადაც დაგენგრათ ოჯახი, რა არის ხოლმე მიზეზი?
– ჩემი ცხოვრების სტილი. ყველა ცოლმა უნდა იცოდეს, რომ ხელოვანი ადამიანი ცხრიდან ექვსამდე არ მუშაობს და მერე სახლში არ ჯდება. არ ვარ სტანდარტული მეუღლე, მუდმივად მეგობრებთან ერთად ვარ. პროფესიის გამო შეიძლება, ქვეყნიდანაც ხშირად გავიდე. სანამ ცოლად გამომყვებიან, მანამდეც ხომ შეუძლიათ თქვან, რომ ეს არ მოსწონთ, ყველა ცდილობს, მერე გადამაკეთოს, რაც არ ხდება. სანამ შვილი გვეყოლება, ჩემთან ერთად დადიან მეგობრებთან, მერე მათი ცხოვრება იცვლება, სახლში უწევთ ჯდომა და ჰგონიათ, რომ მე სულ დროსტარებაში ვარ, არადა მეგობართან ერთად შეიძლება, ჭადრაკს ვთამაშობდე. ანუ, მე უარი უნდა ვთქვა იმაზე, რაც მიყვარს. დაახლოებით, ათი წელია, უმუშევარი ვარ და მეგობრები მინახავენ, ფოკუსებით ვცხოვრობ. ცოლს რომ შვილისთვის რაღაცის ყიდვა უნდა, მერე უკვე კონფლიქტი იწყება. ისიც არ უნდოდა, რომ ჩემს შვილს, რომელიც წინა ქორწინებიდან მყავს, ჩვენთან ეცხოვრა, დედამისთან იყოსო. ავადმყოფი დედა მყავს და ლარისა მასაც ვერ ეგუება და არის მთელი ამბავი. ამიტომ, ჩემთან ცხოვრება არ უნდოდა და ზოგჯერ მის სახლში ვრჩებოდი, მაგრამ დიდი ხნით დედასაც ვერ ვტოვებდი და მერე ისევ აქ მოვდიოდი. ეს ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება, ასე რომ, თუ სახელმწიფოს კონფლიქტების აღმოფხვრა უნდა, სოციალურად დაეხმაროს ოჯახებს.
– ცხოვრებაში რა არ გამოგიცდიათ და ვისთან არ დაგილაგებიათ ურთიერთობა. ქალებთან რატომ არ გამოდის?
– მე ვთვლი, რომ გამომდის. ყველასთან, ვისთანაც ოჯახი მქონდა, დღეს მეგობრული ურთიერთობა მაქვს, შვილებს ვზრდით. ყურადღებიანი მამა ვარ, ყველაზე მეტად შვილები მიყვარს. მათ გამო ბევრ რამეს ვითმენ. კაცებიც ხომ ბევრს ითმენენ, მაგალითად, მუდმივ ჩხუბს. ლარისა არ არის მარტივი ადამიანი, ცვალებადი ხასიათი აქვს. ხშირია კონფლიქტი, ეჭვიანობდა. ბოლო ორ მეუღლესთან დიდი ასაკობრივი სხვაობა მქონდა და ესეც იყო მიზეზი. ახალგაზრდა მეუღლეს ხშირად გართობა უნდა, ამ დროს შენ არ გინდა. მაგრამ ის, რომ მე ქალი გავლახო, წარმოუდგენელია. ხშირად აქეთ ქალი დამსხმია თავს და მომიგერიებია. ქალმა იცის პორჭყნა და დანითაც კი დამმუქრებია გამწარებული, მაგრამ ხომ არ წავალ და ვუჩივლებ (იცინის). მამაკაცი ხშირად არც არის დამნაშავე, დამიჯერეთ. ესენი რასაც ლაპარაკობენ, ესაა სისტემატური ძალადობა, რაც წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ არის შემთხვევა, რომ ქალი ისტერიკაშია ან გამწარების გამო დანას წაავლებს ხელს, ან აფექტის მდგომარეობაში რაღაცას ჩაიდენს და მაგ დროს, აზრზე მოსაყვანად რომ სილა გაარტყა, ეგ თავდაცვაა და არა თავდასხმა და როგორ უნდა არკვიო ეს ყველაფერი?!

скачать dle 11.3