კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 მამულიჩა: შემოსავალიც რომ მქონდეს, სახლში ვერ დავჯდები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  პანდემიასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა. მათ შორისაა პროდიუსერი კახი მამულაშვილი, რომელსაც უკვე მეორედ მოუხდა დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება.
  კახი მამულაშვილი: კიდევ ერთხელ დავრჩით სამუშაოს გარეშე. გრაფიკი ჯერ თებერვალში მქონდა გაწერილი და კორონა რომ მობრძანდა, ყველაფერი ჩაიშალა. ზაფხულში დაგვრთეს მუშაობის ნება, ისევ გავწერე გრაფიკი და ახლა ისევ ყველაფერი შეჩერდა. მაინც იმედიანად ვარ და მჯერა, რომ მდგომარეობა ძალიან მალე შეიცვლება.
- ჯერ ყველაფერი პირიქით ჩანს.
– პირველ ჯერზე მოუმზადებლები ვიყავით. ხალხს ძალიან ეშინოდა. სამმა-ოთხმა თვემ, სახლებში რომ ვიჯექით, ძალიან მძიმედ გაიარა, მაგრამ ახლა ასეთი შიში აღარ გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ექიმებიც დღეს უკვე გაცილებით უკეთ არიან მზად და ადამიანებმაც ვისწავლეთ ვირუსთან მიმართებაში ბევრი რამ. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ კორონას მთავარი მოკავშირე დეპრესია, ნევროზი და დაბალი იმუნიტეტია, რომელიც შიშითაა გამოწვეული. ადამიანებს უფრო ფსიქოლოგიურად გაუჭირდათ და თუკი რამე დაავადება ჰქონდათ, გაუმწვავდათ. მგონია, რომ დღეს, ამ თვალსაზრისით, ეს ვირუსი ძალადაკარგულია. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, შიში აღარაა. ვფიქრობ, ეს ტესტირების სიხშირის ზრდითაა გამოწვეული. ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე კი ჩემი მეგობრები სახლიდან ვერ გამომყავდა, შეფუთულები ისხდნენ შინ. ადამიანებს არავის დანახვა არ უნდოდათ, მეზობელი კარს არ გიღებდა, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. აღარ მინდა იმ კოშმარულ სოციუმში დაბრუნება. მე, საერთოდ, პოზიტიური ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები. მაშინაც ვცდილობდი, ყველა დამეიმედებინა. არ მინდა, ადამიანები სასოწარკვეთილებას მიეცნენ. თუმცა, ერთი დასკვნა გავაკეთე – ადამიანმა დღევანდელი დღით უნდა იცხოვროს და არა ხვალინდელის იმედით. ბევრი სამსახურის გარეშე დარჩა. ჩვენი პროფესია და საერთოდ, შოუ-ბიზნესი მთლიანად ადამიანის გრძნობებსა და ემოციებზეა დამოკიდებული. ქვეყანაში თუ დადებითი დინამიკაა, შოუ-ბიზნესიც ცოცხლობს, თუ ხალხი პანიკაშია, ჩვენი ბიზნესი მაშინვე ჩერდება. ძალიან ბევრ ადამიანს კრედიტი აქვს და ამით ცხოვრობს. დღეს უკვე იმ კრედიტის გადავადებასაც აღარავინ გთავაზობს.  ჩემი აზრით, ახლა სახლში აღარავინ დაჯდება, მაგრამ შემოსავლის გარეშე რომ ვრჩებით, ეს უკვე ძალიან ცუდია. ზოგს საჭმლის ფული არ აქვს, რაზეა საუბარი. ეს დახმარებებიც, თავიდან შეიძლება, ვინმეს რამეში წაადგა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკიდან გამომდინარე, ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ადამიანს შეიძლება, სჭირდება დახმარება და სახელმწიფო ვალდებულია, რომ დაეხმაროს. მაგრამ მე მინდა, მუშაობის საშუალება მომცენ, დახმარება კი არა, მეც და ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს, ვინც ამ ბიზნესშია. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა საკუთარი საქმის კეთების საშუალება ჰქონდეს. სხვისი გასაზომი არაა ჩემი საჭიროებები. შეიძლება, ორასი ლარი ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა შემოსავალი, როცა დიდი ოჯახი გაქვს. ბევრმა შეავსო განაცხადი, რომ ეს თანხა აეღო, რადგან მისთვის ესეც მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველას მუშაობა გვირჩევნია. ჩემი აზრით, მთავრობამ ზუსტად ამაზე უნდა იფიქროს. თან, ახლა ვირუსების სეზონი მოდის და ვინ გაარჩევს, კორონა იქნება თუ სხვა, მაგრამ სამსახური ნახევარზე მეტს არ ექნება და მე, სწორედ, ეს მგონია ყველაზე დიდი პრობლემა. ქორწილსა და კონცერტებს გართობას ეძახიან, თითქოს არაფერია მათი აკრძალვა, მაგრამ ამ ყველაფერს თავის მომხმარებელი ჰყავს და ადამიანები საქმდებიან. ზუსტად ეს გართობა აძლევს ადამიანებს დადებით ენერგეტიკას. იმ საშინელი დეპრესიების შემდეგ, ზაფხულში ხალხმა ცოტა ამოისუნთქა. ამის გარეშე შეიძლება, იმხელა აგრესია დააგროვო მათში, რომ რეგულაციებმა ვეღარ უშველოს. სულ სახელმწიფოზე ხელის გაშვერაც არაა სწორი, თითეულ ჩვენგაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. არ არის საჭირო იმის მოწოდება, რომ ხელები უნდა დავიბანოთ, ეს ისედაც ნორმაა და ყველამ ვიცით. გავიგეთ ისიც, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და თუ ავად ვართ, გარეთ არ უნდა გავიდეთ.
– ზაფხული როგორი იყო?
– ბათუმში ვიმუშავეთ ძალიან ნაყოფიერად და სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ სეზონს აგვისტოს ბოლოს დახურავდნენ. ვუყურებდი, როგორ გვიხაროდა ხალხს ცხოვრება და ჩემთვის მოულოდნელი იყო, რაც მოხდა, გაკვირვებული დავრჩი. წარმოიდგინეთ, რამდენი ხალხი დადიოდა კონცერტებზე. რა თქმა უნდა, რეგულაციებს კლუბები შეძლებისდაგვარად იცავდნენ, მაგრამ ადამიანი რომ ადამიანს არ გაკარებოდა, ეგ შეუძლებელი იყო.
– ბრალდებაც იყო, კონცერტებზე, კლუბებში ძალიან ბევრი ხალხია, იქ ვერავინ დაიცავს რეგულაციებს და რატომ აკეთებთ ამასო?!
– ბევრი ხალხი დადიოდა, რად უნდა ამას ლაპარაკი. არ მიყვარს სხვაზე ხელის გაშვერა, იქ ამდენი ხალხი იყო და ჩვენთან რატომ არ შეიძლება-მეთქი, მაგრამ დენდროლოგიურ პარკში რომ ხალხი დადიოდა, კონცერტს კი არა, არ ვიცი, რას შევადარო. რა დისტანცია, იმხელა რიგები იყო, ბათუმში ჩასასვლელად დიდ წრეზე გვიშვებდნენ. ლელას კონერტებზეც ასე იყო, რა მაქვს დასამალი. ყველა ადამიანს თავისუფლება უნდოდა. წესებს შეძლებისდაგვარად ვიცავდით, მაგრამ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი სჭირდებათ. მე არ შემიძლია ურთიერთობების გარეშე ცხოვრება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, მეც მყავს დედა, მამა, შვილი, შვილიშვილი და მე არ ვფიქრობ მათზე? მაგრამ ადამიანი რომ ხარ, ემოციებიც გჭირდება და ადამიანებთან კონტაქტიც. აბა, ცარიელი ქალაქის ყურებაა კარგი?! ექიმები რომ რაღაც დოზით მზად არ იყვნენ პანდემიასთან ბრძოლისთვის, როგორ გგონიათ, სახელმწიფო ზაფხულში გახსნიდა აჭარას?! შეიძლება, ათასკაციან კონცერტზე წახვიდე და არაფერი დაგემართოს, მაგრამ ოცკაციან დაბადების დღეზე დაინფიცირდე. ეს არავინ იცის. ყველაზე პრობლემატური ისაა, რომ ამბობენ, შეიძლება, სრულიად უსიმპტომოდ გჭირდესო და თუ ასეა, მაშინ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. ვაქცინა შეიძლება, კიდევ ორი-სამი წელი არ იყოს და რას იზამს სახელმწიფო, როგორ შეგვინახავს, სულ ჩაკეტილები ხომ არ ვიქნებით?! მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტი დადებითი ემოცია იქნება ქვეყანაში, მით უფრო ნაკლებად დაავადდებიან ადამიანები.
– ლელას ბოლო კონცერტიც გადაიდო. ბევრმა, შეიძლება თქვას, ხუთი ჩაატარა და მერე რა, თუ ერთი გადაედოო.
– ასე შეიძლება, ისიც არ ჩაგვეტარებინა. უმადური ადამიანი არ ვარ. მადლობელი ვარ იმის გამო, რომ საერთოდ გაიხსნა და მოგვეცა მუშაობის საშუალება. ბევრი ვიარეთ და ვიომეთ ამის გამო. მთავრობის წარმომდგენლებს ვხვდებოდით და როგორღაც დავარწმუნეთ, რომ ასე მომხდარიყო. გვამუშავეს და ისევ დაგვხურეს. ყველაზე ცუდი გაურკვევლობაა, არც ამბობენ და ვერც იტყვიან, როდის რა იქნება. იძახიან, ვითომ არჩევნების თემაში ხდება ეს ყველაფერიო, მაგრამ ვერ ვხვდები, თუ ხელისუფლებას არჩევნების მოგება უნდა, ქვეყნის ჩაკეტვა რაში აწყობთ? ვინმე ფიქრობს, რომ ხალხი არჩევნებზე არ მივა? არ ვიცი, არა მგონია. შეიძლება, გამწარებული ხალხი უფრო წავიდეს და საპირისპირო შედეგი მოგვცეს. ალბათ, თავს იზღვევენ, რომ მერე მძიმე შედეგები არ მიიღონ?! არ ვიცი, მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. ვერავინ დამაჯერებს, რომ აგვისტოში კორონა გამქრალი იყო, ამიტომ მეიმედება.
– მარიამი წელს სტუდენტი გახდა და პირდაპირ დისტანციურ რეჟიმში უწევს სწავლის დაწყება...
– კი და გაგიჟებულია. ძალიან უნდა უნივერსიტეტში სიარული. დისტანციური სწავლება და დისტანციური კონცერტი არაფრის მომცემია. ასე ვერავინ მიიღებს სიამოვნებას და ჩემი აზრით, ვერც განათლებას, თუ ადამიანს არც აუდიტორიასთან აქვს შეხება, არც მეგობრებთან და არც მასწავლებელთან. ყველა ძალიან ნერვიულობს. მარის გარდა, ლელას დისშვილებიც ამ მდგომარეობაში არიან. ადრე იყო, ბავშვებს სწავლა და სასწავლებელში სიარული ეზარებოდათ. ჩემს ბავშვობაში, ოღონდ სკოლაში არ წავსულიყავით, ყველაფერს ვიზამდით და ახლა პირიქითაა (იცინის).
– კარგი ამბავიცაა, ლელა იწყებს ახალ გადაცემას „მთავარზე“.
– კი. მარტო პირდაპირ ეთერში ძალიან რთულია და ლელას ახლა სერიოზული სამზადისი აქვს. დამიჯერეთ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქმედებაში ვიყო. შემოსავალი სხვა რაღაცაა, ვინც მიცნობს, იცის, რომ არ შემიძლია სახლში ჯდომა. მირჩევნია, მინიმალური შემოსავალი მქონდეს, მაგრამ ვიმუშაო და ადამიანებთან ვიურთიერთო. შემოსავალიც რომ მქონდეს, სახლში ვერ დავჯდები. რომ ვიხსენებ იმ სამ-ოთხ თვეს, ჩემზე ძალიან მძიმედ მოქმედებს. სახლიდან გამოვდიოდი ნიღბით და ქუჩაში თუ ვინმე შემხვდებოდა, მანქანაში ვისვამდი და ტაქსივით, დანიშნულების ადგილას მიმყავდა (იცინის). ჩემს მეგობრებსაც მივწერე, თუ სადმე წასვლა გინდათ, მე წაგიყვანთ-მეთქი. მთელი საქართველო მოვიარე, ვარკეთილი და გლდანი აღმოვაჩინე (იცინის). იმდენ ადგილას ვიყავი, ქუჩები და კორპუსები უკვე ზეპირად ვიცოდი. უფასო ტაქსის მძღოლი გავხდი (იცინის). ადამიანები რომ მანქანაში მისხდებოდნენ, არავის ვეუბნებოდი, ვინ ვიყავი, მაგრამ რაღაც მომენტში სახეს რომ დაინახავდნენ, ეცინებოდათ, შენ მამულაჩა არა ხარო?! იუმორით ვცდილობდი ამ სიტუაციის გადატანას. ახლა სტუდიურ მუშაობაზე გადავედით. „ნონსტოპიც“ აქტიურად მუშაობს, მაკა ზამბახიძემ ორი სიმღერა ჩაწერა, ლელას სიმღერა და კლიპი მზადდება. მომავალზე არ ვფიქრობ. მარტო რომ დარჩები და უიმედოდ დაიწყებ ფიქრს, შეიძლება, მართლა სიცხემ აგიწიოს და არკვიე მერე კორონა გაქვს თუ რა (იცინის). რეალურად, სტრესზე ბევრ ადამიანს ემართება მსგავსი რამ. მინდა, ყველაფერი დასრულდეს, ჩვენს ქვეყანაში გაჭირვებამ გაიაროს და ადამიანებმა ამოისუნთქონ. გვერდზე რომ მეგობარს უჭირს, შენც ვერ იქნები კარგად, ამიტომ მინდა, ყველა კარგად ვიყოთ.
– მარიამს რაც შეეხება, სტუნდეტობასთან ერთად, მუშაობაც დაიწყო. ცოტა ხნის წინ წერდნენ, რომ თხოვდება.
– მარიამი ბენდ „ნონსტოპში“ მუშაობს, ფოტოგრაფია. მოსწონს თავის საქმე. რაღაც საიტები თავისებურად აჩვენებენ ხოლმე ყველაფერს. ახლაც ფოტოები ისე ლამაზად იყო აწყობილი, უცხო რომ ყოფილიყო, მართლა დავიჯერებდი სიძის ამბავს და ძალიან გამიხარდებოდა (იცინის). ჩემს ბავშვობაში ამხელები კი თხოვდებოდნენ, მაგრამ ახლა ამაზე არავინ ფიქრობს, ყველას თავის საქმე უნდა. მარიამმა ჯერ უნდა ისწავლოს ტურიზმის მიმართულებით, თან, მუშაობს და ეგ უკვე მერე.
– მარიმმაც რომ დაგაყენოთ ამ ასაკში მაგ ფაქტის წინაშე?
– რატომ უნდა დამაყენოს? ეს კორონასავითაა – მაგაზე ფიქრი რომ არ გინდა (იცინის). მე ვარ მარიკოსა და მისი მეგობრების ძალიან ახლო მეგობარი, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. ვენდობით ერთმანეთს და რამე რომ იყოს, არა მგონია, დამიმალოს. ჭკვიანი გოგოა.

скачать dle 11.3