№39 ბარაქიანი ნესტანი
ერთხელ პარლამენტში დეპუტატობის დროს ჯანსუღ ჩარკვიანმა გადაწყვიტა, ნესტან კირთაძეს გახუმრებოდა და ასეთი ლექსი გაუგზავნა: „ნესტან, ნესტან, ბარაქ მზეს, შენს ძუძუდან მოვწოვ რძეს“, ქვემოთ კი ხელი მოაწერა – გივი შუღაროვი. მაშინ დეპუტატებს მაგიდაზე ედოთ კანონების მთელი წყება და ისე იყო ახუნძლული ერთმანეთზე, თავად ძლივს ჩანდნენ. ნესტანი გაეცნო რამდენიმე კანონს, ბოლოს კი, ეს ლექსი რომ წაიკითხა, გაავებული გაქანდა დიდი დავთრით ხელში და მთელი კანონთა შეკვრა თავში დაუშინა საწყალ გივი შუღაროვს. გივი გაოგნებული და შეშინებული კითხულობდა, რა გინდა ჩემგან, რას მერჩიო. როცა ნესტანმა ლექსი გაუწოდა, ეს რა დაგიწერია, შე გათახსირებულოო, გაგიჟდა კაცი: ნესტანჯან, ამას მე როგორ დავწერდიო, – თან მოჯღანული სახით თავზე ისვამდა ხელებს, ისე ტკივილს ვერ იყუჩებდა. მერე კი გაირკვა ყველაფერი და იუმორმა თავისი ქნა, ყველამ გულიანად იცინა.