№39 როგორ გააცილეს სტუდენტებმა სვანი მეგობრის მამა საბავშვო მატარებლით ზუგდიდში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სვანმა რომ კუბდარი დაინახა, გაუხარდა და თქვა: თქვენც გცოდნიათო, მერე კი რომ მოკბიჩა, დააყოლა, – გემრიელია, მაგრამ სვანეთში გაკეთებული ჯობიაო.
რომ შექეიფიანდნენ, სტუმარმა თქვა: რადგან ჩემი შვილი სამი დღითაა წასული, აღარ დაველოდები და საღამოს მატარებლით უკან დავბრუნდებიო. ბიჭებმა თავიანთი მეგობრის მამა ტაქსიში ჩასვეს და მუშტაიდის ბაღში, საბავშვო რკინიგზაზე მიიყვანეს. მემანქანეს ფული მისცეს და უთხრეს, სამი წრე არ გაჩერდეო. მატარებელი დაიძრა და სტუმარიც „გაემგზავრა“, მაგრამ მესამე წრის შემდეგ მიხვდა, რომ გაეღადავნენ.
ბიჭებმა ის სამი დღე თავიანთი მეგობრის მამა დიდი პატივით „აგულავეს“. ბოლოს კი მატარებლის ბილეთი აუღეს და ზუგდიდში ახლა უკვე ნამდვილად გაამგზავრეს“.