№39 ბრძნული აზრები
დოსტოევსკი: ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის.
მანდელა: თავისუფლებისთვის სულაც არ არის საჭირო, ცა და ქვეყანა იყიდოთ! მხოლოდ საკუთარ თავს ნუ გაყიდით.
ეზოპე: მონის თავისუფლება მისი არჩევნის თავისუფლებაშია.
თაგორი: ომი, სადაც ძმა ძმაზე ხელს აღმართავს, შემოქმედისგან ასგზისაა დაწყევლილი.
ცვაიგი: ადამიანის ხასიათი გადამწყვეტ წუთებში შეიცნობა.
ესქილე: იოლია, ბედნიერმა ანუგეშოს უბედური.
ტვენი: რისხვა მჟავაა, რომელიც უფრო იმ ჭურჭელს ავნებს, რომელშიც ინახება, ვიდრე იმას, ვისზეც იღვრება.
ოტია იოსელიანი: ცუდ ამინდს კი მოჰყვება კარგი ამინდი, მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასოდეს იკაიკაცებს.
ფარაჯანოვი: მშურდა ნიჭიერი ადამიანების და გავხდი გენიალური.
ნიცშე: დროა, ადამიანურ სისულელეს ანგარიში გავუწიოთ, როგორც რეალურ ძალას.
მორისონი: ნამდვილი თავისუფლება ისაა, როცა შეგიძლია, იყო ის, რაც სინამდვილეში ხარ.
ფრომი: „ახლა“ და „აქ“ მარადისობაა.
დემოკრიტე: ვინც ზომიერებას გადასცდება, მისთვის ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსიამოვნო ხდება.
ჩესტერფილდი: თუ ადამიანი საკუთარ თავს ებრძვის, იგი რაღაცად ღირს.
გოეთე: ხელოვნება გამოუთქმელის შუამავალია.
რაიკინი: მამაკაცი თუ ამბობს, რომ მას ქალების არაფერი გაეგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალებში უკვე გარკვეულია.
ლერმონტოვი: ქალებს მხოლოდ ის მამაკაცები უყვართ, რომლებსაც არ იცნობენ.