№39 გამწმენდი დიეტა კიტრით და 1 დღეში მინუს 1 კილოგრამი
ნინო კანდელაკი ანი რევია
ზოგადად, ეს დიეტა 5-6 დღეზეა გათვლილი და დღეში, მინიმუმ, 1 კილოგრამს იკლებთ. თუმცა, თქვენს მონდომებასა და სურვილზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს დაიცავთ მას.
კიტრი სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან წმენდს მას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს ნაწლავებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.
რასაკვირველია, ეს დიეტა, მხოლოდ კიტრის მირთმევას არ გულისხმობს, საჭიროა, რაციონში დაამატოთ გარკვეული პროდუქტები და დღეში 2-3 ლიტრი წყალი დალიოთ.
დღის რაციონი:
საუზმე – 2 მოხარშული კვერცხი, 2 კიტრი.
წახემსება – 5 ქლიავი, 1 ვაშლი ან ატამი.
სადილი – 1 ნაჭერი ხორბლის პური, კიტრის სალათა: 400 გრამი კიტრი, 200 მილილიტრი კეფირი, მარილი და ხახვი – გემოვნებით.
სამხარი – 1 კიტრი, 1 ვაშლი და ისპანახის ფურცლები დააბლენდერეთ და მიითვით.
ვახშამი – 300 გრამი ნებისმიერი ხილი, ბანანისა და ყურძნის გარდა.