კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 შინაგანი ხმა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ერიკ  დერტმონდი     

  მოტი უკვე ნანობდა, ბიძას ამ ოჯახში სადილზე რომ გამოჰყვა. სადილის შემდეგ მედიუმის მოსვლას ელოდებოდნენ. ისინი ოჯახის უფროსმა, დიკ მეისონმა მიიპატიჟა. უნდოდა, მოტის ბიძაზე, სახელგანთქმულ ფსიქიატრზე მოეხდინა შთაბეჭდილება.  პრობლემა ის  იყო, რომ მოტს დიკის ცოლი, კლარისა  უყვარდა.  გრძნობას ვერაფერი მოუხერხა. ცდილობდა, ქალი, რაც შეიძლება, იშვიათად ენახა. იმ დღეს, დილიდანვე უცნაური განწყობა დაეუფლა – შინაგანი ხმა საფრთხეზე მიანიშნებდა. ასეთი რაღაცების არ სჯეროდა, მაგრამ განცდა საკმაოდ ძლიერი იყო. ფსიქიატრი მრგვალი მაგიდის გარშემო შეკრებილ სტუმრებს წინათგრძნობისა და ქვეცნობიერის კავშირზე ელაპარაკებოდა  და   იღიმებოდა ქალბატონების მოსაზრებებზე, რომ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია, წინასწარ იგრძნოს საფრთხე და თავიდან აიცილოს ის. მედიუმი ალისფერ, კაშკაშა კაბაში ჩაცმული, ჯანმრთელი გარეგნობის ქალბატონი აღმოჩნდა. მან იქ მყოფებს რაღაც მითითებები მისცა და სეანსისთვის მოემზადა. მოტი ჩუმად იჯდა. შინაგანი ხმა ისევ ეჩურჩულებოდა: „საფრთხე! საფრთხეა ახლოს! პირდაპირ შენ ზურგს უკან!“   „ნუთუ, დიკმა  შეიტყო მისი სიყვარულის შესახებ?“ – მოტმა  ჩუმად ამოიოხრა.
  ეს ყველაფერი  ტკივილს აყენებდა. კლარისა  უფრო ზეციურ არსებას ჰგავდა, ვიდრე მიწიერს. არა, მასზე ფიქრი ტკივილი იყო და არა გაფრთხილება. ბიძამისი და კლარისა რაღაცაზე კამათობდნენ. ბიძიამ  მოულოდნელად ასეთი რაღაც თქვა:
– ჩემო ძვირფასო ქალბატონო, მე ერთი ვიცი: თუ ადამიანი, რომელიც შეშლილობით არის დაავადებული იმდენად ჭკვიანია, ენას კბილი დააჭიროს, ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, ის ნორმალურისგან გავარჩიოთ. მედიუმს ეს სიტყვები არ გაუგონია. ის თავისი საქმით იყო დაკავებული. სამაგიეროდ, კარგად გაიგონა მოტმა და ისევ აფორიაქდა. მედიუმმა სული გამოიძახა და იქ შეკრებილმა ქალებმა მას სულელური შეკითხვები დაუსვეს.  მოტს ასეთი რამე ნანახიც ჰქონდა და მოსმენილიც, ამიტომ, არ აინტერესებდა. მედიუმი სეანსს ამთავრებდა, რომ უცებ რაღაც ხმა მოესმა. ეს უკვე აღარ ჰგავდა გამოძახებული სულის ხმას.  ვიღაცამ   ხმამაღლა  და გარკვევით წამოიძახა:
– ჰა, ჰა, ჰა! გირჩევნია, სახლში საერთოდ არ მიხვიდე! არ მიხვიდე სახლში...
– ვის ეხება ეს სიტყვები? – იკითხა ტრენტმა. მედიუმმა მის სიტყვებზე თვალები გაახილა და სერ ლივინგტონს, მოტსა და ტრენტს შეხედა! – თქვენ სამიდან ერთ-ერთს. სისხლი... მე ვხედავ სისხლსაც. ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია, რომ სიკვდილი მოჰყვეს. არა, არ წახვიდეთ სახლში!
 სერ ლივინგტონს ხმამაღლა გაიცინა, მას ტრენტიც აჰყვა. კლარისამ  მედიუმი გააცილა და ოთახში დაბრუნდა.
– ჩემი წასვლის დროა, – თქვა ფსიქიატრმა – მოტ, ჩემო ბიჭო, ხომ გამაცილებ?
 – რა თქმა უნდა! სახლში მაინც არ მიმესვლება, თურმე, – გაეცინა მოტს. – ჩვენ კლუბში მივდივართ, ცეკვებზე – უთხრა ტრენტმა, – მოხვალ?
მოტმა თავი დაუქნია.
სერ ლივინგტონმა  ჯიბეში სახლის გასაღები ვერ იპოვა და იძულებული გახდა, მსახური გაეღვიძებინა. უსიამოვნო საუბარი მასა და მოტს შორის მსახურის თანდასწრებითვე გაიმართა. სერ ლივინგტონმა პირდაპირ უთხრა, რომ იცოდა, მისი გრძნობის შესახებ  კლარისას  მიმართ და მემკვიდრეობას აღარ დაუტოვებდა, თუკი ამ სისულელეს თავიდან არ  ამოიგდებდა.
– ვერანაირი მემკვიდრეობა ვერ მათქმევინებს კლარისაზე  უარსო – გადაჭრით მიუგო მოტმა.
– კი მაგრამ, ის ხომ შეშლილია! – წამოიყვირა კაცმა, – გგონია, მართლა იმ სულელი მედიუმისთვის მივედი მათთან? კლარისამ  მთხოვა.
– არაფრის მოსმენა არ მინდა! შეცვალეთ ანდერძი! – იყვირა მოტმა და სახლიდან ისე გავარდა, ბიძის ბოლო სიტყვებისთვის, კვალად რომ დაადევნა, ყურადღება აღარ მიუქცევია. მოტი ტაქსიში ჩაჯდა და გრაფტონ-გალერეაში წავიდა. დარბაზში შესვლისთანავე დაინახა კლარისა. ბიძასთან ის საშინელი საუბარი მაშინვე გადაავიწყდა... მან თქვა, შეშლილი არისო. როგორ შეიძლება, ეს ციური არსება შეშლილი იყოს? მოტმა ღიმილით გაუწოდა ქალს  ხელი, მაგრამ მის  მშვენიერ სახეზე შიში აღიბეჭდა.
– წადით აქედან, ამ ქალაქიდან, ჩემგან რაც შეიძლება შორს! ძალიან გთხოვთ, თუკი მართლა გიყვარვართ, – ჩაიჩურჩულა და ხელზე მოებღაუჭა, – დამიჯერეთ, წადით შორს და აღარასოდეს მნახოთ. ახლავე წადით!  ვერასდროს ვიქნები თქვენი, მიუხედავად იმისა, რომ... რომ... – უცებ კლარისა მოსცილდა და მოცეკვავეებს შეერია. მოტმა დიკი  დაინახა.  გუნება საბოლოოდ მოეშხამა.
 – წავედი სახლში.
– სახლში? განა, ახლა არ მოხვედი? თანაც, სულმა ხომ გაგაფრთხილა? – გაიცინა დიკმა და ხელკავი გამოსდო. მოტმა ხელი გაითავისუფლა:
– სულების არ მეშინია. კარგად იყავი.
გზაში ისევ გაუჩნდა საფრთხის შეგრძნება. მსახური მილსონი სახლში არ იქნებოდა, დილით დაეთხოვა. პალტო გაიხადა და სამზარეულოში გავიდა ჩაის ასადუღებლად. ერთი შეხედვით, ყველაფერი წესრიგში ჩანდა. ზარმა მოულოდნელად დარეკა. მოტმა ისევ იგრძნო საფრთხის სიახლოვე. ვინ უნდა ყოფილიყო ასეთ დროს? კართან ორი პოლიციელი იდგა.
– მისტერ ლივინგტონ? – იკითხა ერთმა. მოტს მოეჩვენა, რომ სანამ უპასუხებდა, მთელი საუკუნე გავიდა.
 – არა, მისტერ ლივინგტონი  ჯერ არ მოსულა. მე მსახური ვარ, ჩაის ვადუღებდი.
– თქვენი ბატონი მალე გამოჩნდება. მან ბიძამისი მოკლა. სახლი უნდა გავჩხრიკოთ. მოტს შეაჟრჟოლა. პოლიციელებმა უცერემონიოდ დაიწყეს კარადებსა და უჯრებში ქექვა. რევოლვერი საძინებელ ოთახში, კომოდის უჯრაში იდო, პირდაპირ ზემოდან. პოლიციელმა მოზეიმე სახით ამოიღო:
 – აი, ესეც იარაღი. როგორც ჩანს მან  ბიძასთან იჩხუბა. მსახური მოწმეა, როგორ დაემუქრა მოხუცი ჯენტლმენი, რომ მემკვიდრეობას წაართმევდა. ჰოდა, იმანაც... მოტი მძიმედ სუნთქავდა. მაგრად გაება. ვერაფერს დაამტკიცებდა. იმან, ვინც ეს ჩაიდინა, იმაზეც იზრუნა, რომ მოტს გამოსავალი აღარ დარჩენოდა.
 – ჩაის შემოგთავაზებთ, – უთხრა პოლიციელებს... მათ უარი არ უთქვამთ.  მოტი სამზარეულოში გავიდა. ფანჯარა გააღო, გადახტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაიქცა. გარბოდა უკანმოუხედავად. ვიღაცამ გზა გადაუღობა, ეს დიკი იყო, – ჩემთან წამოდი. კლუბში რომ მოვიდნენ და გიკითხეს, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. საწყალი ბიძაშენი. დარწმუნებული ვარ, შენ არ მოგიკლავს.
მოტი მექანიკურად დაჰყვა მის ნებას. დიკმა  ის სახლში შეიყვანა. ზემოთ, კაბინეტში აიყვანა, კარი ჩაკეტა და შემობრუნდა, – ესეც ასე. ახლა კი პოლიციას დავურეკოთ. აბა, რა გეგონა? აქედან ვეღარ გაიქცევი. ბიძაშენი, ის სულელი მოხუცი, მე ჩავაძაღლე. იდიოტი! ჩემი საგიჟეთში გამოკეტვა უნდოდა. რა, არ იცოდი, რომ მე შეშლილი ვარ? დედაჩემი სულით ავადმყოფთა თავშესაფარში მოკვდა. ვგიჟდები, როცა ადამიანს ვაწამებ. ეს ნეტარებას მანიჭებს. კლარისაც იმიტომ არის ასეთი ფერმკრთალი. რომ  სადგისით ვჩხვლეტ ხოლმე. თუმცა, ეს უკვე აღარ არის საინტერესო. მე ამის კეთებას ვერავინ დამიშლის. შენ ციხეში გამოგკეტავენ, მერე კი ჩამოგახრჩობენ. როცა შენს კისერზე თოკს დავინახავ, დიდ სიამოვნებას მივიღებ. მაგ კარს ტყუილად უყურებ, კლარისას  ოთახში გადის.   ის ვერასოდეს გაბედავს, შემოვიდეს და ხელი შემიშალოს...
დიკმა  სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო, რომ ზღურბლზე  ქალი  გამოჩნდა. რევოლვერის ლულა პირდაპირ ქმრის თავში ჰქონდა დამიზნებული. მოტს სუნთქვა შეეკრა.
 – შენ ამას არ იზამ, ვერ გაბედავ... – დიკმა  ცოლისკენ გადადგა ნაბიჯი და რევოლვერმაც იქუხა. ტყვია პირდაპირ მოხვდა მიზანს.
– მიყვარხარ, მოტ! – წამოიყვირა ქალმა და ჩაიკეცა.
          თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3