№39 რა გავლენას ახდენს მობილური ტელეფონი ადამიანის აურაზე
ალბათ, წარმოუდგენლად გეჩვენებათ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები მობილური ტელეფონის გარეშე, როგორ აგვარებდნენ საქმეებს, როგორ ეკონტაქტებოდნენ შორ მანძილზე ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. თუმცა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი და საჭირო ნივთი, ძალიან საშიშია და შეუძლია, ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს. მისი არასწორი ხმარება და გამოყენება, თუნდაც შენახვა, საფრთხეს უქმნის ადამიანებს. მისი ვიბრაცია უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის აურაზეც. მისგან წამოსული მავნე გამოსხივება, გამორთულ მდგომარეობაში, 0,6 სანტიმეტრ რადიუსში მოქმედებს, ჩართულ და მუშა მდგომარეობაში კი, ერთი მეტრიდან, მეტრ და ორმოც სანტიმეტრამდე. მისი ზემოქმედების ხასიათი ადამიანის აურაზე ავი თვალისა და ჯადოს ზემოქმედების ტოლფასია.
მობილური ტელეფონი იწვევს ადამიანის აურის დაზიანებას, შემდეგ კი გამჭოლ ნახვრეტებს აჩენს მასში და ეს, რასაკვირველია, ძალიან საშიშია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად გიდევთ ტელეფონი.
ადამიანს ზოგჯერ უეცარი ტკივილი ეწყება და ვერ ხვდება, რისი ბრალია. შესაძლოა, სპეციალისტმაც კი ვერ დაადგინოს, რა მიზეზით არის გამოწვეული ამა თუ იმ ორგანოს ტკივილი. თუ მობილურ ტელეფონს გულის ჯიბით ატარებთ, მაშინ გულის არეში წარმოიქმნება პათოლოგია. თუ ჯიბეში, მარჯვენა მხარეს გიდევთ, იწყება საშარდე ბუშტის ტკივილი და პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები, ნორმალური აურის მქონე ადამიანი, ანუ, როცა მისი რადიუსი სამოც სანტიმეტრს აღემატება, ამ ზემოქმედებას, ტელეფონის ტარებიდან, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ გრძნობს.
აურის გასაფართოებლად, აუცილებელია, ვარჯიშების სპეციალური კურსის ჩატარება, რათა პრობლემებსა და გაუგებრობებს ადვილად აარიდოთ თავი. ამისთვის, საკმაოდ მარტივად გასათვალისწინებელი რჩევები და იოლი ვარჯიშებია საჭირო. ადამიანმა თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში უნდა დაჰყოს. ბუნებაში არსებული მინერალები და მცენარეები უარყოფით ენერგიას ისრუტავენ და დადებითი მუხტით გვავსებენ. ამიტომ, სანამ მზიანი და სასიამოვნო ამინდია, ბევრი ისეირნეთ, იარეთ ბალახზე ფეხშიშველა, გაშალეთ პლედი მიწაზე, წამოწექით და განიტვირთეთ. მაქსიმალურად შეისრუტეთ დადებითი და მშვიდი ემოციები. ეს განწყობა დიდხანს გაგყვებათ და მაქსიმალურად დაგიცავთ უარყოფითი გამოსხივებისგან.
საერთოდ, აურის მოცულობა ინდივიდუალურია. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი უარყოფით ენერგიას იღებს, მაგრამ ძლიერი აურა აქვს და ველი იოლად არ უმცირდება. ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება განსაზღვრული პოტენციალი. მისი გაძლიერება კი შემდეგ ხდება. რაც უფრო დიდია ველი, უარყოფით ენერგიას მეტ წინააღმდეგობას უწევს და ისიც სხეულში ძნელად აღწევს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ენერგია აქვს, კერძოდ – უარყოფითი ან დადებითი. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას მათი ენერგიები ერთმანეთს კვეთს. შესაძლოა, სწორედ ამ გადაკვეთისას, სხვისი უარყოფითი ენერგია მიიღოთ და აურაც დაიბინძუროთ.