კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ექიმის რჩევები

კითხვა: მხარზე 12-14 წლის ასაკში ხალი გამიჩნდა. ახლა ვარ 23-ის. გუშინ შევნიშნე, რომ თავზე  პატარა შავი წერტილივით აქვს. ხომ არ არის ეს მელანომის ან რამე ავთვისებიანობისკენ გადაგვარების ნიშანი?
პასუხი: თქვენი აღწერით პაპილომავირუსულ წარმონაქმნს ჰგავს. თუმცა რადგან გაგიჩნდათ ეჭვი, აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი და დერმატოსკოპიით დათვალიერება.
კითხვა: რამდენი კილოგრამის (ცხიმის სახით) მომატება შეუძლია ადამიანს 1-2 კვირაში?
პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ზედმეტ კალორიას მიიღებთ ყოველდღიურად.
კითხვა: კისრის მიდამოში ხელის დადებით ბურთულასავით ისინჯება და ცოტა გარედანაც შესამჩნევია. რითი იქნება გამოწვეული?
პასუხი: შესაძლოა, ლიპომაა ან კისრის ლიმფური კვანძია გადიდებული, დიაგნოსტიკისთვის მიმართეთ თავისა და კისრის დაავადებების განყოფილებას.
კითხვა: მაინტერესებს ტეტანუსის ან ცოფის საწინაღმდეგო ინიექციები თუ არის უსაფრთხო ორგანიზმისთვის. მაქვს C ჰეპატიტი. შეიძლება, აცრამ ღვიძლის დაზიანება ან რაიმე გართულება გამოიწვიოს?
პასუხი: ეს აცრა აუცილებელად გასაკეთებელია, რადგანაც უარის თქმის შემთხვევაში, საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.
კითხვა: ზედა ტუჩზე გავიკეთე E ვიტამინი. მე-4 დღეა, დილაობით ძალიან მისივდება, მერე შედარებით მიცხრება. ტკივილი არ მაქვს. ხომ ვერ მეტყვით, რაიმე საშუალებას, რაც ხელს შეუწყობს ამ ცხიმოვანი მასის სწრაფ გაწოვას?
პასუხი: მსგავსი პროცედურების ჩატარება არ არის სასურველი, რადგან E ვიტამინი ზეთოვანი ხსნარია და მას ახასიათებს ინიექცირებულ ადგილას შეგუბება, შემდგომ კი დაჩირქებითი პროცესის განვითარება! სასწრაფოდ მიმართეთ ყბა-სახის ქირურგს.
კითხვა: 57 წლის ქალბატონს აქვს სიგმოიდური კოლინჯის დივერტიკულოზი, თორმეტგოჯას წყლული, ქრონიკული გასტრიტი. ამოჭრილი აქვს ნაღვლის ბუშტი და აპენდიქსი. იღებს მხოლოდ ნახშირწყლებს, რადგან სხვა ნებისმიერი საკვების მიღებისას მთელი მუცლის ღრუ სტკივა, წნევა მაღლა უწევს და ძალიან ცუდადაა. გთხოვთ, გვირჩიეთ რა გამოკვლევებია საჭირო, ან რა მკურნალობა უნდა ჩაიტაროს, რომ ასეთ მკაცრ დიეტაზე აღარ იყოს?
პასუხი: კითხვიდან ნათლად ჩანს, რომ  პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროება ძალზე სერიოზული მკურნალობა, ოღონდ მხოლოდ კვალიფიციურ გასტროენტეროლოგთან. თვით თერაპია კი უნდა იყოს არა ცალმხრივი, არამედ კომპლექსური და მოიცავდეს კუჭ-ნაწლავის მთელ სისტემას. სხვა შემთხვევაში, პაციენტი დადებით შედეგს ვერ მიიღებს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3