კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 სუნთქვის უკმარისობის მიზეზები და პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  იშვიათია იმაზე უფრო საშიში გრძნობა, როგორიცაა საკმარისი ჰაერის მიღების შეუძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის უკმარისობას (დისპნეა), დიდი ალბათობით, ყველა ადამიანი სხვანაირად განიცდის. უმეტესობა აღწერს, რომ იგრძნეს მწვავე დაჭიმვის გრძნობა გულმკერდის არეში და სულის ხუთვის შეგრძნება. გამომწვევი მიზეზის მიხედვით ადამიანს სუნთქვის უკმარისობა შეიძლება, განუვითარდეს ან ერთხელ, ან პერიოდულად, მომავალში მუდმივად განვითარების რისკით.
  ზედმეტად დატვირთულ ვარჯიშს, უკიდურესად მაღალ ტემპერატურას, ძლიერ სიმსუქნეს და მაღალ სიმაღლეებზე ყოფნას შეუძლია, სუნთქვის უკმარისობა ჯანმრთელ პირებშიც გამოიწვიოს. ნებისმიერი სხვა მიზეზის დროს სუნთქვის უკმარისობა, დიდი ალბათობით, რაიმე სამედიცინო პრობლემაზე მიანიშნებს. თუ გაქვთ აუხსნელი სუნთქვის უკმარისობა, განსაკუთრებით, თუ ის უეცრად იწყება და მწვავეა, რაც შეიძლება, მალე ეწვიეთ ექიმს.
  დარეკეთ სასწრაფოში ან წააყვანინეთ ვინმეს თავი სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტში თუ განიცდით სუნთქვის მწვავე უკმარისობას, რომელიც უეცრად დაიწყო და ზეგავლენას ახდენს თქვენს ფუნქციონირების უნარზე. სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ სუნთქვის უკმარისობას თან ერთვის მკერდის ტკივილი, გულის წასვლა ან გულისრევა. ეს შეიძლება, გულის შეტევის ან პულმონარული ემბოლიის ნიშანი იყოს.
  სუნთქვის უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს: ასთმა, პანიკური შეტევა, ნახშირმჟავათი მოწამვლა, გულის ტამპონადა, გულის შეტევა, დაბალი წნევა (ჰიპოტენზია), ფილტვის ემბოლია, ფილტვების ანთება, პნევმოთორაქსი, ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქცია, გულის პრობლემები, კარდიომიოპათია, გულის არითმიები, გულის უკმარისობა, პერიკარდიტი, ანემია, ნეკნების მოტეხილობა, გუდვა, უცხო სხეულის ჩასუნთქვა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, გილენ-ბარის სინდრომი, მიასთენია.
საკმარისი ჰაერის მიღება შეიძლება, რამდენიმე სხვა დაავადებამაც გაართულოს:
დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ სუნთქვის უკმარისობას თან ერთვის:
* ტერფების და კოჭების შეშუპება;
* სუნთქვის გაძნელება სწორად წოლისას;
* მაღალი სიცხე, შეციება, ხველა;
* ტუჩების ან თითის წვერების გალურჯება;
* მსტვინავი სუნთქვა;
* სტრიდორი – მაღალი სიმაღლის ხმა სუნთქვისას;
* არსებული სუნთქვის უკმარისობის გაუარესება.
ქრონიკული სუნთქვის უკმარისობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად:
*შეწყვიტეთ მოწევა. მოწევის შეწყვეტას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. თამბაქოსგან გათავისუფლების შემდეგ მცირდება გულის, ფილტვების დაავადებებისა და სიმსივნის რისკი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანამდე წლების განმავლობაში ეწეოდით.
* აარიდეთ თავი დამაბინძურებელ აგენტებს: მაქსიმალურად შეეცადეთ აარიდოთ თავი ალერგენებისა და გარემოში არსებული ტოქსინების ჩასუნთქვას;
* დაიკელით წონაში, თუ ჭარბწონიანი ხართ;
* მოუარეთ საკუთარ თავს. იმკურნალეთ, თუ რაიმე სხვა დაავადება გაქვთ;
* შეიმუშავეთ მოქმედების გეგმა. ჰკითხეთ ექიმს, რა უნდა გააკეთოთ სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში;
* აარიდეთ ფიზიკურ დატვირთვას თავი მაღალ სიმაღლეებზე – ზღვის დონიდან 1 524 მეტრზე მაღლა;
* თუ დამოკიდებული ხართ დამატებით ჟანგბადზე, შეამოწმეთ, რომ ჟანგბადის მიწოდება ადეკვატურია და აპარატურა გამართულად მუშაობს.
скачать dle 11.3