კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 „მუცელში პეპლები“

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  „მუცელში პეპლები“ მართლაც არსებობენ  და ამ შეგრძნებას ჰორმონი ადრენალინი იწვევს, რომელიც ორგანიზმში შეყვარებისას გამომუშავდება. ადრენალინი ქმნის ეიფორიის განცდას და აღიზიანებს ტვინის იმ უჯრედებს, რომლებიც სიამოვნებაზე არიან პასუხისმგებელი. სიყვარული ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. ის ისეთი ლამაზი და საინტერესო მოვლენაა, რომ რომანტიკულობას არცერთ ეტაპზე არ კარგავს. სიყვარულს იკვლევენ, სიყვარულზე წერენ, სიყვარულისთვის მთელ ცხოვრებას ცვლიან. ამბობენ, რომ ადამიანის შეყვარებისთვის მხოლოდ 4 წუთია საჭირო.  ანუ, საშუალოდ, 4 წუთში ვწყვეტთ, ადამიანი მოგვწონს თუ არა – დაასკვნეს მეცნიერებმა. სწორედ ამ პირველ 4 წუთზეა დამოკიდებული ყველაფერი.  გარდა ამისა,  შთაბეჭდილების შექმნაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს არა ის, თუ რას ვამბობთ, არამედ  სხეულის ენა, ხმა და საუბრის ტემპი.
* როცა ორი შეყვარებული ადამიანი ერთმანეთს უყურებს, მათი გულისცემა სინქრონიზირდება – მეცნიერებმა აღმოაჩნეს, რომ შეყვარებულების გულისცემა ერთნაირი ხდება მას შემდეგ, რაც სამი წუთის განმავლობაში ერთმანეთს დაჟინებით უყურებენ თვალებში;
* სიყვარულს ნევროლოგიური ეფექტი აქვს – დიახ, ეს შეგრძნება, დაახლოებით, იმავე ეფექტს იწვევს, რასაც კოკაინი. შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში იმდენი ქიმიური ნივთიერება გამომუშავდება, რომ ერთდროულად  ტვინის   თორმეტ    უბანს ააქტიურებს  და ეიფორიას იწვევს. ანუ, სიყვარული „კაიფია“.
* ჩახუტებას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს –  ოქსიტოცინი, ეგრეთ წოდებული, სიყვარულის ჰორმონი, რომელიც ჩახუტებისას გამომუშავდება, ტკივილს აყუჩებს. ხანგრძლივი მოფერება და ჩახუტება ნელ-ნელა ამცირებს და  ოთხ  საათში კი სრულიად აქრობს ტკივილს;
* საყვარელი ადამიანის ფოტოს ყურებაც კი თავს უკეთესად გვაგრძნობინებს. ის, რომ საყვარელ ადამიანთან ყოფნა კარგად გვხდის, დიდი ხანია, ცნობილი ფაქტია, მაგრამ ამჯერად კვლევებმაც აჩვენა, რომ იგივე ეფექტი საყვარელი ადამიანის ფოტოს ყურებასაც აქვს;
* დადასტურებულია, რომ სიყვარულის ობიექტის გახსენება დადებითად აისახება ადამიანის შემოქმედებით აზროვნებაზე.
არსებობს შეთავსების თეორია, რომლის მიხედვითაც, წყვილები ერთმანეთს ვიზუალური თანასწორობის კუთხით ირჩევენ, ანუ ისინი, ზოგადი კრიტერიუმების მიხედვით, სოციუმში, დაახლოებით, ერთნაირად ლამაზად უნდა მიიჩნეოდნენ. თუკი რომელიმე ერთი პარტნიორი ნაკლებად მომხიბვლელია, იგი შეეცდება,  სხვა რამით აინაზღაუროს ნაკლი, ანუ გახდეს მეწყვილის შესაბამისი, თუ არადა ყველაფერი დაინგრევა.
* წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ჰგვანან, დიდხნიან ურთიერთობას ვერ შეიქმნიან. დიახ, საწინააღმდეგოები ერთმანეთს იზიდავენ. ამას კვლევებიც ადასტურებს. იმდენად უნდა განსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, რომ რაღაც ახალს სწავლობდეთ.  რომანტიკული სიყვარული მართლაც მთავრდება და მისი ადგილი პასუხისმგებლობით სავსე სიყვარულმა უნდა დაიკავოს – საქმე ისაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი წყვეტს იმ ნივთიერებების გამოყოფას, რომელიც ეიფორიას იწვევს და სიყვარულიც ახალ საფეხურზე გადადის.
კვლევების მიხედვით, არსებობს სამგვარი სიყვარული და მათი ფორმულები. რომანტიკული სიყვარული=ვნებას+სიახლოვე, გარიგებით სიყვარული=სიახლოვეს+ერთგულება, ილუზიური სიყვარული=ვნებას+ერთგულება. საუკეთესო ვერსია სრულქმნილი, რეალური სიყვარულია, რომელიც სამივე კომპონენტს მოიცავს.

უფლება – იყო
 ბედნიერი

არაფერი ისე არ ხიბლავს მამაკაცს, როგორც ურთიერთობა რთული ხასიათის მქონე ქალთან. ეს სამართებელზე სიარულს ან მოქმედ ვულკანთან ახლოს ყოფნას ჰგავს – საშიშია, მაგრამ გინდა.
ასეთ ქალთან ურთიერთობა კაცისთვის  საოცრად საინტერესოა, თუმცა დამღლელიც.
არადა, ისევე, როგორც ყველა ქალს, ამ ტიპის ქალებსაც ჩვეულებრივი, ქალური ბედნიერება სჭირდებათ – დაიმახსოვრე, რამდენიმე  მარტივი ჭეშმარიტება:
* ურთირთობაზე უნდა იმუშაო;
* სიყვარული ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლო;
* შენ გაქვს უფლება, იყო ბედნიერი!
წარუმატებელმა რომანმა შესაძლოა ბევრ ადამიანს დაუქვეითოს თვითშეფასება. ეს ისაა, როცა  საკუთარი თავის მიმზიდველობაშიც ეჭვი გეპარება, იწყება თვითანალიზისა და თვითგანადგურების რთული პერიოდი.
არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი იმაში, გაქვთ თუ არა სიყვარულის უფლება. უბრალოდ, იცოდეთ: ვალდებული ხართ, იყოთ ბედნიერი და შეყვარებული.
დაიმახსოვრეთ: ბედნიერება საკუთარი თავის სიყვარულიდან მოდის. ვერასოდეს შეძლებთ შეიყვაროთ სხვა ადამიანი, სანამ არ ისწავლით საკუთარი თავის სიყვარულს. გამოიყენეთ დრო თვითგანვითარებისა და თვითსრულყოფილებისთვის.
იმის გააზრებაც კი, რომ სიყვარული დიალოგებისგან, დათმობისა და კომპრომისებისგან შედგება, დიდხნიან და სრულფასოვან ურთიერთობას მოგიტანთ. სიყვარულის მხოლოდ მიღება კი არ  უნდა შეგეძლოთ, არამედ გაცემაც.
მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ. თქვენი ინდივიდუალურობა თქვენთან ერთად ყოფნას საოცრად საინტერესოსა და ემოციებით სავსეს ხდის. ეს კი მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს.
ნუღარ იფიქრებთ იმის შესახებ, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელია.  
მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელი მშვენიერია – უნიკალური, კაშკაშა და საოცარი! იყავით ის, რაც ხართ ნებისმიერ სიტუაციაში და აუცილებლად შეხვდებით თქვენს სიყვარულს.
скачать dle 11.3