კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ტივტივის მოყვარულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ მუქთასკამელები

  რაკი წინასაარჩევნო მარათონი უკვე დაწყებულია, ყველას განა სიყვარული, სკამი უნდა (სხვათა შორის, პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივიც) და, რაც მთავარია, არც უმისობაა, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც უხვევენ თვალებს ჩვენებური პოლიტლიდერები.
  ასე, მაგალითად, დააარსებ პარტიას და სულაც რომ მარტო იყო და კაციშვილი არ გიცნობდეს, შეგიძლია, არა მხოლოდ პოლიტიკურად ივაჭრო და დაუსრულებლად იტივტივო, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ზედაპირზე, არამედ, თუ თავსაც მოიქაჩლებ, საბიუჯეტო დაფინანსებაც კი მიიღო, რადგან ბლოკის მიერ მიღებული თანხა, თუ ამ ბლოკმა გადალახა საარჩევნო ბარიერი, რომელიც აწ უკვე სიმბოლურია, „გატყდება“, ანუ განაწილდება ბლოკის წევრებს შორის, ბუნებრივია, პოლიტიკური წონის მიხედვით.
  ასეა თუ ისე, ანუ იმისდა მიუხედავად, ვის რამდენი შეხვდება, უკვე შევიტყვეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ ბლოკად გაუერთიანდნენ, „რესპუბლიკური პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, ოღონდ ბოლო ორი რომელია, არ ვიცი, მაგრამ იქნებ თქვენ იცოდეთ. იმას გარდა, რომ საერთო საარჩევნო სია აქვთ, საერთო განა შვილები, მაჟორიტარობის მსურველებიც ჰყავთ, ასევე, უკვე შეთანხმდნენ, პრემიერ-მინისტრად მიხეილ სააკაშვილს აირჩევენ (აქვე შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი მაშინ აპირებს ჩამოსვლას, თუკი პრემიერ-მინისტრის სკამი გარანტირებული ექნება და, როგორც ახლა ამბობს, ორიოდ წელიწადში დაგვტოვებს).
  იმის გათვალისწინებით, რომ ბლოკი იყოს, ანუ თაფლი და ბუზი, ანუ მსურველი, ბაღდათიდან მოვაო, არაფერია გასაკვირი გაბლოკებაში. პრინციპში, არც იმაში, რომ „რესპუბლიკური პარტია“ პოლიტიკურ გამორჩენაზეა, ოღონდ მთლად იმითაც არაა გამორჩეული, რომ იმას უერთიანდება ხოლმე, ვისაც ადრე ლანძღავდა ან იმას ლანძღავს, ვისაც ადრე უერთიანდებოდა (ეს სენი პოლიტიკური სურდოსავითაა – ყველას ემართება), მაგრამ მაინც საინტერესოა „რესპუბლიკელების“ თავქალის (ხათუნა სამნიძის) განმარტება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე პოლიტიკური წარსული, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვსო. აქედან გამომდინარე კი, გონიერ ამომრჩეველს უჩნდება ეჭვი, რომ არც ისაა გამორიცხული, მომავალში ჩვენებური „რესპუბლიკელები“ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასაც გაუერთიანდნენ, რადგან მათ მძიმე წარსულიც აქვთ და ხელისუფლებაში ყოფნის „ნაციონალებზე“  ხანგრძლივი გამოცდილება (და იქნებ მაო ძედუნი, საერთოდაც, საპატიო „რესპუბლიკელადაც“ კი აირჩიონ)!


скачать dle 11.3