კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ დაამტკიცეს ავთო მიქაძე ნაკაშიძის როლის მეორე შემსრულებლად

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მსახიობი ავთო მიქაძე ასეთ ისტორიას ყვება: „ერთხელ ჩემმა მაგობარმა, გია კობერიძემ დამირეკა და მისაყვედურა: დღეს დაბადების დღე მაქვს და რატომ არ მომილოცეო. მე, რა თქმა უნდა, ძალიან შევწუხდი და მოვუბოდიშე. გიამ მითხრა: რესტორან „არაგვში“ სუფრა მაქვს შეკვეთილი. ჩაიცვი. მანქანით გამოგივლი და საქეიფოდ წავიდეთო. რომ გამომიარა და დავიძარით, გია მეუბნება, დილიდან ამირან ბუაძეს ვურეკავ და ყურმილს არავინ იღებს. თეატრში ხომ არ იქნება. წამოდი, გავუაროთო... მარჯანიშვილის თეატრთან რომ მივედით, გიამ მანქანა გააჩერა და გადავედი. „საბრალდებო დასკვნა“ გადიოდა. თეატრში შევედი თუ არა, ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ რომ დამინახა, წამოიძახა, გვეშველაო. საქმე ის იყო, რომ ზაზა ნაკაშიძის როლის შემსრულებელი, მალხაზ გორგილაძე არ ჩანდა და მის მაგივრად მე უნდა მეთამაშა. მე კი როლი არ ვიცოდი. ბატონ გიგას რომ ვუთხარი, მიპასუხა: არაფრის გაგონება არ მინდა. აიღე პიესა და წაიკითხეო. გრიმი უცებ გამიკეთეს, ხელში პიესა მომაჩეჩეს, მისცეს მესამე ზარი და ფარდაც გაიხსნა. სცენის მიხედვით, საკანში უნდა შევიდე. კულისებში ვდგავარ. იხსნება საკნის რკინის კარი და სოსო გოგიჩაიშვილი, „ნადზორს“ რომ თამაშობდა, მეუბნება: შედი, ნაკაშიძეო. ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი „ლიმონას“ როლს ასრულებდა, გაიგო, რომ როლი არ ვიცი და მეუბნება: შემოდი, შე საცოდავო, შემოდი და მეორე „კოიკაზე“ დაწექიო. ავედი. მაყურებლის მხარეს ვარ შებრუნებული. ხელში წიგნი მიჭირავს, სადაც პიესა მიდევს, რომ წავიკითხო. „ლიმონა“ მეკითხება – რა გქვიაო. ვუპასუხე – ნაკაშიძე. აბა, მოყევი, რისთვის ზიხარო. მე ვუპასუხე – საინტერესო რომანს ვკითხულობ, რომ ჩავიკითხავ, მერე მოვყვები-მეთქი. ბატონმა ოთარმა კი მითხრა: თან წაიკითხე, თან მოყევიო. მე „რომანს ვკითხულობ“, სინამდვილეში კი – პიესას... ერთი სიტყვით, ის 45-წუთიანი სცენა ისე შევასრულეთ, რომ მაყურებელი ვერაფერს მიხვდა. სცენა იცვლება: რკინის კარი იღება და სოსო გოგიჩაიშვილი მეკითხება: რა გვარი ხარ, ბიჭო, შენო. ვუპასუხე – ნაკაშიძე-მეთქი. გამოდი, გამოდი, ნაკაშიძე კი არა „ნასედკა“ ხარ. ნაკაშიძე აქააო და საკანში მალხაზ გორგილაძე შემოვიდა. სული მოვითქვი. გარეთ გამოვედი და გია მეკითხება, ბიჭო, ამდენი ხანი სად იყავიო? მე კი ვუთხარი: ახლა რომ მოგიყვე, მაინც არ დამიჯერებ და სუფრაზე მოვყვები-მეთქი.
  მეორე დღეს თეატრში რომ მივედი, განცხადება დამხვდა გაკრული, რომელშიც ეწერა, რომ ნაკაშიძის როლის მეორე შემსრულებლად ვიყავი დამტკიცებული.“

скачать dle 11.3