№38 ეს საინტერესოა
* მიიჩნევა, რომ ცნობილი ფრანგული რესტორნები თავიანთ წარმატებას გილიოტინას უნდა უმადლოდნენ – მეფეებისა და წარჩინებულების სიკვდილით დასჯის შემდეგ მათი პირადი მზარეულები სამსახურს კვების ობიექტებში იწყებდნენ.
* რევოლუციამდელ პეტერბურგში წარმატებული მაღაზიები ნევის გამზირის ერთ მხარეს იყო განლაგებული – ვიტრინებს მზე ადგებოდა და მყიდველისთვის გაცილებით მიმზიდველი იყო.
* ლათინურ ანბანში Z თავდაპირველად მეშვიდე ადგილს იკავებდა, თუმცა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 321 წელს აპიუს კლავდიუს ცეკმა, ის აღარ ჩათვალა საჭიროდ და ამოიღო. მართლაც, ის ასო კლასიკურ ლათინურში არ გამოიყენება. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც საჭირო გახდა ბერძნული სიტყვების გამოყენება, ისევ დააბრუნეს, ოღონდ საკუთარ ადგილზე არა – ანბანი რომ არ დაეშალათ, ბოლოში მიუმატეს.