№38 ბრძნული აზრები
შოპენჰაუერი: ჩვენს თავზე დატეხილი უბედურებანი გვაგრძნობინებს, თუ რაოდენ ღრმაა ჩვენი ცოდვები.
განდი: მოთმინების წვეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უხვი ქადაგება.
ცვაიგი: ვინც ერთხელ დაეუფლა საკუთარ თავს, ის არაფერს დაკარგავს ამქვეყნად და ვინც ერთხელ შეიცნო ადამიანი საკუთარ თავში, იმას ყველა ადამიანის ესმის.
ლაო ძი: ყველაზე კარგი ხელმწიფე ის არის, რომლის სახელსაც არავინ ახსენებს.
ჰელვეციუსი: რომ გაგიკვირდეს, ერთი წუთიც კმარა. საკვირველი საქმე რომ გააკეთო – მრავალი წელია საჭირო.
ბეკალი: შენ ყოველთვის არ იმარჯვებ შენს ბრძოლებში, მაგრამ კარგია, როცა იცი, რომ იბრძოდი.
მურაკამი: გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი.
სიუნ ცზი: მე ვთხოვე ღმერთს, ისე შემეყვარებინა სხვა ადამიანები, როგორც მას უყვარს და მან მიპასუხა: „სიამოვნებით! ძლივს მიხვდი, რაც უნდა მთხოვო“.
ჩესტერფილდი: არ არსებობს ჰარმონიისკენ მიმავალი გზა. თვითონ გზაა ჰარმონია.
რუმი: როცა გათავისუფლდები იმისგან, რაც ხარ, გახდები ის, ვინც გინდა, რომ იყო.
ჯიმ ქეი: თუ მიდიხარ და არავინ გაბრუნებს, ესე იგი, სწორი მიმართულებით მიდიხარ.
კამიუ: ძნელია, აუხსნა სხვას, ვინ ხარ, მაგრამ დროდადრო იმის თქმას მაინც ახერხებ, ვინ არ ხარ.
კონფუცი: ადამიანს ორი ცხოვრება აქვს. მეორე მაშინ იწყება, როცა ხვდები, რომ მხოლოდ ერთი არსებობს.
პასკალი: კაცობრიობამ ორი საფრთხე უნდა აიცილოს თავიდან. ერთი – ის, რომ საკუთარ თავზე ძალიან ზედმეტი წარმოდგენა არ შეიქმნას და მეორე – სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს საკუთარი უძლურების გამო.
შანელი: თუ გოგონა არ არის ლამაზი, დამნაშავეა ბუნება, ხოლო თუ ქალი არ გამოიყურება ლამაზად, თვითონაა დამნაშავე.
უაილდი: ქალმა არასდროს იცის, რა უნდა, მაგრამ არ მოისვენებს, მანამ თავისას არ მიაღწევს.