კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ უნდოდა დავით კურაპალატს ბარდა ფოკას გამარჯვება, რატომ დაიკავა ბასილი ბულგართმმუსვრელმა იმიერ ტაო და რა უწოდა დაპყრობილ ტერიტორიას

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  მამობილმა, იმიერ ტაოს ხელმწიფემ, დავით მესამე კურაპალატმა უთხრა აფხაზთა მეფე ბაგრატ მესამეს, დაიმორჩილე რატი კლდეკარის ერისთავიო. გახარებული ბაგრატ მეფე დაბრუნდა აფხაზეთში და დაიწყო ფარული მზადება რატის დასამორჩილებლად, რათა მოულოდნელი მანევრით დაემარცხებინა, ნაკლები სისხლისღვრით: „მაშინ წარმოვიდა სიხარულითა სავსე, და წარვიდა მას ჟამსა აფხაზეთად-ვე, რათა ვერ უგრძნას რატი და უგრძნეულად მივიდეს ოდეს არა გონებდეს“.
  დაზამთრდა და რატი აღარ მოელოდა მეფე ბაგრატის თავდასხმას. მეფე მოულოდნელად მიადგა კლდეკარის ციხეს: „ვითარ მოიწია ჟამი ზამთრისა, მოვიდა ძალითა თვისითა ყოვლითა და მოადგა კლდე-კართა“.
მეფისთვის წინააღმდეგობის გაწევა უაზრობად ჩათვალა რატი ერისთავმა. მას ციხეში არც დიდი რაოდენობის ჯარი ეყოლებოდა. დაემორჩილა მეფეს. მეფემაც შეიწყალა, არ დასაჯა და თავის მამულში, არგვეთში დაბრუნების ნება მისცა. „იხილა რა ესე რატი, გამოვიდა გარე და გამოიტანა შვილი მისი ლიპარიტ თანა, შევედრა ბაგრატ აფხაზთა მეფესა, და მისცა ციხე თვისი ბაგრატს, და თვით დაჯდა მამულსა თვისსა არგუეთს“.
  რამდენიმე წელიწადში, 1001 წელს გარდაიცვალა საქართველოს გაერთიანების ერთ-ერთი მოთავე და ორგანიზატორი, დიდი დავით მესამე კურაპალატი. დავით მესამე იყო საკმაოდ დიდი ტერიტორიების – იმიერ ტაოს, სპერის, თორთომის, ბასიანის ხელმწიფე.
976 წელს ბიზანტიის არასრულწლოვანი კეისრის, ბასილი მეორისა და მისი თანამოსაყდრე ძმის, კონსტანტინეს წინააღმდეგ, დაიწყო აჯანყება. აჯანყებას ხელმძღვანელობდა, ბარდა სკლიაროსი. აღმოსავლეთის პროვინციები ბარდა სკლიაროსმა დაიკავა. მომხრეებმა იმპერატორადაც აკურთხეს. ბასილი, კონსტანტინე და მათი დედა-დედოფალი თეოფანა, კონსტანტინოპოლში იყვნენ გამაგრებულები. კონსტანტინოპოლის სამეფო კარმა დახმარება დავით კურაპალატს სთხოვა, ათონის მთაზე მყოფი ქართველი ბერების მეშვეობით.
  დავით კურაპალატი დაეხმარა ბიზანტიის სამეფო კარს, 12 000-იანი ჯარით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბერი იოანე-თორნიკე ჩორდვანელი (თორნიკე ერისთავი). ქართველებისა და ბიზანტიელი იმპერატორების შენაერთებმა, იოანე-თორნიკესა და ბარდა ფოკას ხელმძღვანელობით, დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი და გადაარჩინეს მაკედონელთა დინასტია დამხობისგან. სამადლობელოდ კონსტანტინოპოლის კარმა, იოანე-თორნიკეს დიდი თანხა მისცა, რითიც აშენდა ივერთა მონასტერი ათონის წმინდა მთაზე, ხოლო დავით მესამეს გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რაèთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ“. ამ ქვეყნებში იგულისხმება დღევანდელი არზრუმი და ასევე, სომხური მიწები ვანის ტბის სამხრეთ ნაპირების ჩათვლით. მოლაპარაკების მიხედვით, „საბერძნეთის“ ეს მიწები დავით მეფეს უნდა ჰქონოდა თავის სიცოცხლეში, მერე კი ისინი უნდა დაბრუნებოდა ბიზანტიის კეისარს.
  იბერიის (ტაოს) სამეფოს ხელმწიფემ, დავით კურაპალატმა გადაწყვიტა აღნიშნული ტერიტორიები საქართველოს, მის მემკვიდრე ბაგრატს დარჩენოდა და 989 წელს, როცა ბიზანტიის კეისარს, ბასილი მეორეს ბარდა ფოკა აუჯანყდა, ფოკას მიემხრო. მაგრამ, სამწუხაროდ, ბარდა ფოკა დამარცხდა და დაიღუპა. სამართლიანობა მოითხოვდა, იბერიის მეფეს ბიზანტიისთვის დაებრუნებინა დროებით გადმოცემული ტერიტორიები. გარდა ამისა, ბიზანტიის უძლიერეს არმიასთან ომიც არასასურველი იყო ტაოს სამეფოსათვის და საერთოდ ქართველებისათვის. ქართული სამეფოებიც ჩაერთვებოდნენ ომში, განსაკუთრებით აფხაზთა და ქართველთა (კლარჯეთის) სამეფო, ბაგრატ მესამისა და გურგენ მეორის ხელმძღვანელობით. ბაგრატი, გარდა იმისა რომ ქართველი იყო, ტაოს მეფის მეკვიდრეც გახლდათ, მამამისი კი მარტო არ დატოვებდა სათაყვანებელ ძეს. დიდი ომი იყო მოსალოდნელი. საქართველო ჯერ ერთიანი არ იყო და ძლიერი. ამიტომ, დავით კურაპალატმა მიიღო ბიზანტიის კეისრის წინადადება, პრობლემის მოგვარება სამერმისოდ გადადო და ანდერძით აღნიშნული მიწები ბიზანტიას დაუტოვა. ბიზანტიის კეისარმაც არ ისურვა ძლიერ ქართველ მეფესთან ომი და ანდერძს დასჯერდა.
  მთლად დაზუსტებული არ არის დავით მესამის ანდერძში ბიზანტიის მიერ დროებით გადაცემული ტერიტორიები (დღევანდელი არზრუმი და სომხური მიწები) იგულისხმება მხოლოდ თუ ქართული მიწებიც (იმიერ ტაო, ბასიანი და მთელი სამეფო). თუმცა, გარდაიცვალა თუ არა დავით დიდი, ბიზანტიის ჯარი შევიდა არზრუმში, ბასიანში, იმიერ ტაოში და დაიკავა. თვითონ იმპერატორი ბასილი მეორე პირადად ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას.
ვინაიდან დავით კურაპალატის შვილობილი, მემკვიდრე და ნათესავი იყო ბაგრატ მეფე, დავით კურაპალატის სახელმწიფო – იმიერ ტაო, ბასიანი და იბერიის (ტაოს) სამეფოს სხვა ქართული ტერიტორიები, ბაგრატს უნდა დარჩენოდა. მაგრამ, როგორც ვთქვით, ბასილი ბულგართმმუსვრელმა დიდი ჯარით დაიკავა ჩვენი მიწები.
  „და აოხრდა იმიერ-ტაო და გამოვიდა ბასილი, ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა“.
აფხაზთა მეფე ბაგრატს და მამამისს, მეფეთ მეფე გურგენს ორი არჩევანი ჰქონდათ: ან უნდა დაეწყოთ ომი ბიზანტიასთან დავით კურაპალატის მემკვიდრეობის გამო, ან შერიგებოდნენ სიტუაციას, დროებით მაინც და გაეგრძელებინათ საქართველოს გაერთიანება და გაძლიერება. იმ დროს ძალიან ძლიერი იყო ბიზანტია, მისი იმპერატორი კი უნიჭიერესი სარდალი გახლდათ. ამიტომ, დათანხმდნენ იმპერატორის მიწვევას და დამორჩილდნენ ვითარებას. ბასილმაც პატივით სხვა ქართველ ხელმწიფეებს ბიზანტიის სამეფოს მაღალი ტიტულები უბოძა, დაფასების ნიშნად. თუმცა, ვერაგმა იმპერატორმა სცადა მამა-შვილს შორის გარკვეული დაპირისპირება, წყენა ჩამოეგდო, ამიტომ, შვილს უბოძა უფრო მაღალი რანგის ტიტული, ხოლო მამას – უფრო დაბალი რანგისა.
„და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ, აფხაზთა მეფე, და მამა მისი გურგენ, და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივად გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა, რათა-მცა ვითა მტერ ყვნა ერთმან-ერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცუა“.
  მაგრამ გურგენ მეფეს საკუთარ თავზე მეტად უყვარდა შვილი და მისი მომავლით ცხოვრობდა. „ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და წრფელი იყო, და ვერა აღძრა გული მისი ზაკვითა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონის-ძიებითა“.
ტაოს (იბერიის) სამეფოს ადგილზე დავით კურაპალატის მემკვიდრეობის დაუფლების შემდეგ ბასილი მეორემ შექმნა ბიზანტიის ადმინისტრაციული ერთეული, „იბერიის თემი“.
  ქართველები შურისძიებისთვის ემზადებოდნენ. ბაგრატ აფხაზთა მეფე და მამამისი, გურგენ ქართველთა მეფე ოკუპანტებისადმი შეურიგებლობით ზრდიდნენ მემკვიდრე უფლისწულ გიორგის.

скачать dle 11.3