№38 არაჟნის, ნივრისა და ქინძის სამდღიანი დიეტით მარტივად დაიკლებთ
ნინო კანდელაკი ანი რევია

500 გრამი არაჟანს (აუცილებლად უნდა იყოს 15%-იანი), შეურიეთ ნახევარი ლიტრი მინერალური წყალი, დაამატეთ 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 1 კონა წვრილად დაჭრილი ქინძი და კარგად დააბლენდერეთ. სვით დღის განმავლობაში.
დიეტის დროს, ბანანის გარდა, ყველანაირი ხილის მიღება შეგიძლიათ. მისი დასრულების შემდგომ კი, დაკლებული წონა რომ შეინარჩუნოთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიირთვით ყველანაირი საკვები, ოღონდ მხოლოდ მოხარშული. ხილი და ბოსტნეული – ცოცხლად, კარტოფილი კი რაციონიდან უნდა ამოიღოთ.
წყალი, ყავა და ჩაი შეგიძლიათ, იმ რაოდენობით სვათ, რამდენიც გნებავთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალურად ცოტა შაქარი უნდა გამოიყენოთ.