კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ უნდა მოამზადოთ გარუჯული კანისთვის მარტივი ნიღაბი

ნინო კანდელაკი ანი რევია

  გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც რუჯი ნელ-ნელა ფერმკრთალდება, აქტიურდება კანზე არსებული პრობლემები, რადგან რუჯი იწვევს კანის გამოშრობას. რუჯის შემცირებასთან ერთად, კანი კარგავს ბზინვარებას და თავს იჩენს, ეგრეთ წოდებული, „დაღლილი კანის“ სინდრომი. ამიტომ, მეტად საყურადღებოა კანის მოვლა გარუჯვის შემდგომ. ასე რომ, თუ გაირუჯეთ, გინდათ, დიდხანს შეინარჩუნოთ ლამაზი ნამზეური და არც კანს შეუქმნათ პრობლემები, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
  * ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას, რადგან, ცხელი წყალი, არღვევს კანის დამცავ შრეს, რამაც შესაძლოა, აქერცვლა და გაღიზიანება გამოიწვიოს. კარგია თბილი ან გრილი შხაპი, ასევე, თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობა;
  * დაბანის დროს გამოიყენეთ ზეთოვან საფუძველზე დამზადებული საშხაპე გელი;
  * კანის კვებისა და დატენიანებისთვის კარგია ბავშვებისთვის განკუთვნილი ზეთი ან გარუჯვის შემდეგ წასასმელი, სპეციალური კრემ-ბალზამი. ის ამშვიდებს კანს, თავიდან აცილებს აქერცვლას და დიდხანს უნარჩუნებს რუჯს;
* გარუჯულ კანზე დილა-საღამოს წაისვით დამატენიანებელი კრემი. უმჯობესია ისეთი, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, ჰიალურონის მჟავასა და თერმულ წყალს. სასარგებლოა, ასევე, ავოკადოს ზეთი და გლიცერინი;
  * გარუჯვის შემდგომ, გარკვეული დროის განმავლობაში, ნუ ისარგებლებთ სოლარიუმით – მიეცით კანს დასვენების საშუალება. სოლარიუმში ვიზიტი კანს უფრო მეტად გამოაშრობს;
* დამატენიანებელი საცხი არ არის საკმარისი. აუცილებელია, სპეციალური მარეგენირებელი კრემი UV-ფილტრით, რომელიც კანს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. ასეთი კრემის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ვიტამინები და მკვებავი ნივთიერებები. შეიძინეთ პეპტიდებით გამდიდრებული, ბრინჯის ექსტრაქტის საფუძველზე დამზადებული, მარეგენირებელი კრემი. პეპტიდები ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებას. მარეგენირებელი კრემები კი აჯანსაღებს სახისა და დეკოლტეს ზონის კანს, უბრუნებს მას ელასტიკურობასა და სიმკვრივეს. კრემი წაისვით საღამოს;
* გარუჯულ კანზე ნიღბების გაკეთება კანის მოვლის განუყოფელი ნაწილია. სპეციალური მარეგენირებელი ნიღბები, E ვიტამინით, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ნიღაბი უნდა წაისვათ 10-15 წუთით, გაშრობამდე და ჩამოიბანოთ, ნელთბილი წყლით. ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ უნდა გაიკეთოთ;
* გარუჯვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიყენეთ ბალზამი ავტორუჯის მსუბუქი ეფექტით. ის გაამკვეთრებს, თანაბარ ფერს მისცემს რუჯს და თავიდან აგაცილებთ ღია ფერის ლაქებს, რომლებიც რუჯის გადასვლის დროს ჩნდება;
* სანამ ახალ კოსმეტიკურ საშუალებას მოიხმართ, ყურადღებით წაიკითხეთ მისი გამოყენების ინსტრუქცია. გაითვალისწინეთ, ბევრ დეკორატიულ კოსმეტიკას აქვს გათეთრების ეფექტი, მაგალითად, ტონალურ კრემს და მაკიაჟის მოსაშორებელ სითხეს;
* გარუჯულ კანზე სკრაბის გამოყენებას ბევრი ერიდება. სინამდვილეში კი, კანის ზედაპირის გასუფთავებით, რუჯი უფრო მყარი და გათანაბრებული ხდება. აუცილებელია, რომ სკრაბი იყოს ნატურალური;
*კარგია ჩაის ნაყენით სხეულის დაბანა. ჩაი დაგეხმარებათ, მთელ სხეულზე თანაბარი ტონალობის შენარჩუნებაში. ამასთანავე, ბუნებრივი „ავტორუჯის” როლსაც ასრულებს. კიდევ ერთი სასმელი, რომელიც შოკოლადისფერი კანის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ყავაა. მოადუღეთ მაგარი ყავა, ჩაასხით ფორმებში, გაყინეთ მაცივარში და ყოველ დილას, ამ „კუბიკებით“ ნაზად დაიმასაჟეთ სახე.
გარუჯული კანის დასარბილებლად და მისი სტრუქტურის აღსაღდგენად არსებობს მარტივი ნიღაბი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ: 1 ცალი კანგაცლილი პომიდორი, 2 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი ზეთი. ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა წაისვით სახესა და დეკოლტეს ზონაზე, გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.
скачать dle 11.3