№38 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვლი დაიბადა 2008 წლის 31 ივლისს. მინდა, რომ მომავალში უცხოეთში გავაგზავნო სასწავლებლად. რამდენად მისაღებია ეს მისთვის და ზოგადად, რომელ ქვეყნებს ურჩევთ?
პასუხი: თქვენს შვილს, კარმული თვალსაზრისით, უცხოეთთან დაკავშირებით გარკვეული წინაღობები და ბარიერები აქვს. ამიტომ, შესაძლოა, იქ ჩასულმა ცხოვრება ადვილად ვერ ააწყოს. თუ წასვლა მაინც გადაწყვიტა, უნდა გამოავლინოს ნებისყოფა და მოთმინება. ქვეყნებიდან კი კარგია: უკრაინა, ირლანდია, პოლონეთი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ბულგარეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, კუნძული შრი-ლანკა, ბრაზილია, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა, კვიპროსი.
კითხვა: დავიბადე 1985 წლის 26 სექტემბერს, საღამოს 8-9 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი ქორწინება?
პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის მისაღებია ქალწულის, სასწორის, მერწყულის, ტყუპების, ლომის ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანი. რაც შეეხება თქვენს კოსმიურ-კარმულ მისიას, ხასიათში უნდა გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. მოიწესრიგეთ ცხოვრება, რათა სწორად განვლოთ ევოლუციური განვითარების გზა დედამიწაზე. იყავით დემოკრატი, სხვებსაც დაუტოვეთ არჩევნის უფლება. ურთიერთობისას გამოიყენეთ დიპლომატია, პატივი ეცით ტრადიციებს და გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრი. ეს მეტ წარმატებას მოგიტანთ.