№38 რა მიანიშნებს თირკმელების დაავადებაზე და როგორ გავიწმინდოთ ის
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
თუკი შეამჩნიეთ, რომ თვალებში გიორდებათ, საღად ვერ აზროვნებთ და თავბრუ გესხმით – ეს ნამდვილად მიზეზია, რომ მიაკითხოთ ექიმს. შესაძლოა, ეს ანემიის სიმპტომიც იყოს, რომელიც თირკმლის დაავადებებით არის გამოწვეული. ტვინი ვეღარ იღებს ჟანგბადს და შედეგად იწყება თავბრუსხვევა, აზრების მოკრების უუნარობა, დაბნეულობა და გულმავიწყობა.
როცა კანი გეწვით და გექავებათ, ხოლო ზედაპირზე მსხვილი გამონაყარი გაქვთ, ეს იმის ნიშანია, რომ ორგანიზმში რაღაც პრობლემაა. თირკმელს უჭირს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნა, რის გამოც სისხლში ხდება ნარჩენების დაგროვება და ორგანიზმი იწამლება.
თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი სიმპტომი რთულად კონტროლირებადი ჰიპერტონიაა. საერთოდ, მაღალი წნევა ყოველთვის რაღაც პრობლემით არის გამოწვეული, ამიტომაც უმჯობესია, გამოიკვლიოთ და რაც უფრო მალე, მით უკეთესი.
თუკი გიჭირთ სუნთქვა, დიდი შანსია, ეს თირკმლის ბრალი იყოს. აქ ორი ვარიანტია: პირველი – ფილტვებში გროვდება სითხე, რაც სასუნთქი სისტემის პრობლემას იწვევს. მეორე – როგორც აღვნიშნეთ, ეს ანემიის ბრალია.
უცნაურია, მაგრამ სწორედ, ფეხების ტკივილი – ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინდიკატორია იმისა, რომ თირკმელებში რაღაც წესრიგში არ არის.
თირკმელი ორგანიზმს უნდა წმენდდეს, რეგულარულად გამოჰქონდეს იქიდან ზედმეტი სითხე. ამ ფუნქციის დაქვეითებით ორგანიზმში სითხე გროვდება, შედეგად კი სხეული, კერძოდ კი, ხელები, ფეხები და სახეც კი შუპდება.
იმ შემთხვევაში, თუკი თირკმლის პრობლემები გეწყებათ, კიდურები მუდმივად გაყინული გექნებათ, სიცხეშიც კი. ასეთი მდგომარეობა – შარდსაწვეთი სისტემის აშკარა დარღვევაზე მეტყველებს.
თუკი შარდვის დროს პატარა პრობლემა, ტკივილი და წვა გაქვთ, აუცილებლად მოახდინეთ რეაგირება და მიდით ექიმთან. ყურადღება მიაქციეთ შარდის ფერსაც. ქაფიანი, სისხლიანი ან ბუშტუკებიანი შარდის დროს ექიმის სასწრაფო ჩარევაა საჭირო.
დაღლილობა და სისუსტე – ეს თირკმლის დაავადების ადრეული სიმპტომია.
გთავაზობთ საკვებისა და მცენარეების ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება თირკმელებს გაწმენდაში.
კენკრა ანტიოქსიდანტების უნივერსალური წყაროა. მისი რეგულარულად მიღება ეხმარება თირკმელებს შარდის მჟავას გამოთავისუფლებაში. ძალიან სასარგებლოა შტოში და ყურძენიც.
კოჭა, იგივე ჯანჯაფილი, საუკეთესო გამწმენდი თვისებებით გამოირჩევა. ეხმარება თირკმელებსა და სისხლს წიდებისა და ტოქსინებისაგან გათავისუფლებაში. წითელი ბულგარული წიწაკა თირკმელების ჯანმრთელობისთვის გამორჩეული პროდუქტია. მასში უხვადაა, აგრეთვე, ლიკოპენი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც გვიცავს სიმსივნური პათოლოგიისგან. შეეცადეთ, ხშირად მიირთვათ ეს ბოსტნეული. გახსოვდეთ, ამით ჯანმრთელობას უნარჩუნებთ არა მხოლოდ თირკმელებს, არამედ სხვა ორგანოებსაც.
გოგრის თესლი ბევრისთვის საყვარელი სასუსნავია. ის ტოქსინებისა და წიდების გამოდევნის ეფექტური საშუალებაა. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით.
ჰორტენზია ფართოდ გავრცელებული და ძალზედ პოპულარული მცენარეა. მისი ფესვის ნაყენი გამოიყენება, როგორც გამხსნელი და ერთგვარად გამაშალაშინებელი საშუალება თირკმელებში არსებული დაკბილული, მახვილკიდეებიანი კენჭების წინააღმდეგ. ის ეხმარება ორგანიზმს კალციუმის შეწოვა-შეთვისებაში, რითაც ხელს უშლის თირკმელებში კენჭების განვითარებას.
ნიახურის თესლი და ფესვები შარდმდენი თვისებებითაა ცნობილი. შარდის წარმოქმნის გაძლიერებით ხელს უწყობს ორგანიზმს ტოქსინებისაგან გაწმენდაში. ნიახურის ფესვი იმავდროულად მდიდარია მინერალებით, კერძოდ, ნატრიუმითა და კალიუმით, რის გამოც თირკმელებისთვის მასტიმულირებელ საშუალებად გვევლინება.
ტყის შვიტა, ჩვეულებრივ, სარეველებში გვხვდება, გამოირჩევა განსაკუთრებული შარდმდენი თვისებებით. შვიტა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რასაც განსკუთრებული მნიშვნელობა აქვს თირკმელებისა და საზოგადოდ, საშარდე სისტემის ჯანმრთელობისათვის.
ოხრახუში არომატული მცენარეა. ის აქტიურად გამოდევნის ტოქსინებს თირკმელებიდან და საზოგადოდ საშარდე გზებიდან. სასარგებლოა, აგრეთვე, კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ.