კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ვიცი, რომ უფროს ადამიანს პატივისცემით უნდა მოვექცე, მაგრამ თუკი ის მკაცრად მოქცევას იმსახურებს, ცოდვად ჩამეთვლება ეს საქციელი?
პასუხი: ასაკითა და წოდებით უფროსს, მნიშვნელობა არ აქვს, სასულიერო პირი იქნება ის თუ საერო, რა თქმა უნდა, პატივისცემით უნდა მოექცეთ. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ის ოჯახი, სადაც უფროსს პატივს სცემენ, მეტად დაფასებული და პატივსაცემია. იმის გარდა, რომ უფროსისადმი პატივისცემა ტრადიციაა, ეს სიცოცხლის, ბუნების კანონიცაა და ეს კანონი თვით მხეცებშიც კი მოქმედებს. მისი შეწინააღმდეგებით კი, თვით უფლის განგებას უარვყოფთ. ამასთანავე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც გვინდა, რომ ჩვენ გვექცეოდნენ.
კითხვა: რატომ ვიხსენიებთ მიცვალებულებს გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს?
პასუხი: გარდაცვალებიდან მესამე დღეს მოხსენიებას საიდუმლო  მნიშვნელობა აქვს, რომელიც სულის იმქვეყნიურ მდგომარეობას ეხება. როგორც ანგელოზმა წმიდა მაკარი ალექსანდრიელს გამოუცხადა, ამ დროს მიცვალებულის სულს ლოცვის შედეგად უმსუბუქდება მწუხარება, რომელსაც გარდაცვალების გამო გრძნობს. გარდაცვალების შემდეგ, ორ დღეს სული ანგელოზებთან ერთად მიწაზე იმყოფება, სადაც მას მოესურვება – სული ხან იმ სახლის ახლოს ტრიალებს, სადაც ის ცხოვრობდა, ხან იმ ადგილებში, სადაც უყვარდა ყოფნა. ხოლო მესამე დღეს, უფლის ნებით, სული ღვთის თაყვანსაცემად ზეცაში ადის. ამის შემდეგ სული ნახულობს სამოთხის მშვენიერებას და წმიდანების სამყოფელს. ექვსი დღის განმავლობაში ამ ყველაფერს ათვალიერებს და ავიწყდება ის წუხილი, რაც სხეულთან გაყრის დროს ახლდა. მეცხრე დღეს სული ანგელოზებს უფალთან მიჰყავთ, რათა თაყვანი სცეს მას. ამის შემდეგ კი სული ჯოჯოხეთში ჩაჰყავთ და 30 დღის განმავლობაში იქაურობას ანახვებენ.
გარდაცვლილისთვის 40 დღე გლოვა უძველესი დროიდან იღებს სათავეს. თვითონ რიცხვი 40 ძალზე მნიშვნელოვანია და ხშირად შევხვდებით წმიდა წერილში (მაგალითად, მოსე 40 დღე მარხულობდა. იესო ქრისტემ ნათლისღების შემდეგ 40 დღე გაატარა უდაბნოში. აღდგომის შემდეგ კი უფალი 40 დღის განმავლობაში ასწავლიდა მოციქულებს სასუფევლის შესახებ, სანამ ცად ამაღლდებოდა). როგორც უფალმა სძლია ეშმაკს, როდესაც მან 40 დღის განმავლობაში მარხვასა და ლოცვაში გაატარა, ისე წმიდა ეკლესია 40 დღის განმავლობაში ლოცულობს, მოწყალებას გასცემს და უსისხლო მსხვერპლს სწირავს გარდაცვლილისთვის. გამოითხოვს მისთვის ღვთის მადლს, რათა ცათა სასუფეველში დამკვიდრდეს, მეორმოცე დღეს სული უფლის სამსჯავროზე წარსდგება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეები.
კითხვა: რატომ ატარებენ საეკლესიო პირები წვერს და გრძელ თმას?
პასუხი: ქრისტიანული ტრადიციით, ეკლესიურად მცხოვრები ადამიანები და არა მხოლოდ მოძღვრები, ატარებენ გრძელ თმასა და წვერს, რათა გარეგნულად ჩვენს მაცხოვარს, იესო ქრისტეს მიემსგავსონ.
скачать dle 11.3