№38 მთავარია, არ იჩქაროთ
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
ქალების გასაგონად უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ საკუთარი თავის მტრები არიან. დავიწყოთ იმით, რომ კაცთან დაშორებას ტრაგედიად აღიქვამენ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ადრე თუ გვიან მის ცხოვრებაში სხვაც გამოჩნდება. ძველი ურთიერთობები ინგრევა – ამაში განსაკუთრებული არაფერი, მთავარია, დროულად და სწორად დავიწყოთ ახლის შენება. ამიტომაც, ამ პროცესში ბევრი რამეა გასათვალისწინებელი.
* თუკი წინა ურთიერთობიდან გაკვეთილი ვერ მიიღეთ და ვერ ისწავლეთ ის, რაც უნდა გესწავლათ, მაშინ ადრე თუ გვიან წინა სცენარი განმეორდება;
* თუკი თქვენ ეცადეთ სცენარის შეცვლას, იმუშავეთ თქვენს ხასიათზე, მაშინ შემდეგი პარტნიორი, დიდი ალბათობით იქნება ტესტი უკვე ნასწავლის გადასამოწმებლად, ამიტომაც ჭეშმარიტი ურთიერთობის ილუზიას ნუ შეიქმნით. ბევრი ქალი წუხს, რომ ყველა კაცი ერთნაირია, რომ ყველაფერი მაინც ერთნაირად მთავრდება, ყველა ერთნაირად იქცევა. სინამდვილეში პრობლემა კაცებში არაა.
* თუ ცხოვრობთ მამაკაცთან, რომელიც საკუთარ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს, ყველა ფუნქციას თქვენ ითავსებთ და მატერიალური ყოფის მთელ ტვირთს მხოლოდ საკუთარი მხრებით ზიდავთ, ერთ დღესაც ყველაფერი ყელში ამოგივათ და, გადაწყვეტთ, რომ მეტს იმსახურებთ და გაშორდებით.
* მთავარი წესი: კაცებს ფული არ უნდა მისცეთ და აცადოთ, თავად გაუმკლავდნენ თავიანთ პრობლემებს! თუკი ქალი უარს ეტყვის თანხის მიცემაზე, ამ შემთხვევაში კაცი ან მიდის და ადგილს უფრო ღირსეულ მამაკაცს უთმობს, ან თავად იცვლება და უფრო ღირსეული ხდება.
დაიმახსოვრეთ ერთი მნიშვნელოვანი რამ ქალური თვითშეფასებისა და ურთიერთობების შესახებ:
დავუშვათ, იმუშავეთ საკუთარ თავზე, თვითშეფასებაზე, დახვეწეთ ქალური ენერგია, შექმენით ყველა პირობა ღირსეული კაცისთვის და დაიწყეთ ახალი ურთიერთობის შექმნაზე ფიქრი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მთავარია, ირწმუნოთ, რომ შემდეგ უკეთესი ვერსიები გამოჩნდება, მაგრამ მთლად ისეთი არა, რომელიც შენს ფასს ბოლომდე გააცნობიერებს. ჭკვიანი ქალი ამ დროს მშვიდად იმეორებს: „დიდი მადლობა, მე უკეთესს ვიმსახურებ!“ გამოცდისთვის კარგად მომზადებული ქალი დარწმუნებულია, რომ მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს .
ვარიაციები ბევრნაირი შეიძლება იყოს.
სამწუხაროდ, ქალები დაშორების შემდგომ პირდაპირ თავით ეშვებიან პირველივე შემხვედრთან ურთიერთობაში და მერე კიდევ ერთი იმედგაცრუების გადატანა უწევთ.
ფრთხილად იყავით ახალ ურთიერთობებში, აირიდეთ განმეორებადი სტრესული სიტუაციები და ისწავლეთ მათზე ადეკვატური და კორექტული რეაგირება.
იმუშავეთ თვითშეფასების ამაღლებაზე. გჯეროდეთ, ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი ღირსი პარტნიორის პოვნაც და შენარჩუნებაც. მთავარია, არ იჩქაროთ!
საუკეთესო
მეგობარი
რამდენჯერ დაგიშვიათ შეცდომა მეგობრის არჩევისას? ზოგჯერ რამდენიმე წელი უნდა გავიდეს, რომ ადამიანის ღირსებები დაინახო და მიხვდე, რამდენად შენიანია. თუმცა, არსებობს კონკრეტული ნიშნები, რომლებიც პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ „ის“ შენი ჭეშმარიტი მეგობარია. წაიკითხეთ ყურადღებით:
* კარგი მეგობარი ნათხოვარ ნივთს რამდენიმე დღეში დაგიბრუნებთ და მადლობასაც გეტყვით. საუკეთესო მეგობარი არასოდეს გეწვევათ თქვენს ჯემპრში გამოწყობილი და გეტყვით: დღეს შემთხვევით ვიპოვე და ძალიან გამიხარდა: მე უფრო მიხდება, არა?
* კარგი მეგობარი, მაშინვე წამოგაყენებთ როცა თქვენ ფეხს წამოკრავთ და დაგამშვიდებთ. სიცილით არ კვდება;
* ნამდვილი მეგობარი არ გაძლევთ სისულელეების ჩადენის უფლებას, მით უმეტეს მარტო;
* კარგი მეგობრისთვის მოყოლილი გაქვთ ყველაფერი ან არ გჭირდებათ არაფრის მოყოლა – მას ხომ ეს ყველაფერი თქვენთან ერთად აქვს გადატანილი.
თვითდაჯერებული
და ოპტიმისტი
საკუთარი თავის რწმენა, ასევე, ცხოვრებასთან დამოკიდებულება ადამიანში ბავშვობიდანვე ფორმირდება. ოჯახში, სადაც მშობლების თვითშეფასება დაბალია, სადაც ცხოვრების მიმართ პასიური დამოკიდებულება აქვთ, ბავშვის შანსი, რომ გაიზარდოს თავდაჯერებული და ოპტიმისტი, საკმაოდ მცირეა. აუციელებელია, მომავალში მაინც ვისწავლოთ საკუთარი თავისა და ძალების რწმენა.
* თავდაჯერებული რომ იყოთ, უპირველესად საკუთარი თავის მიმართ უნდა განეწყოთ კეთილად, ანუ, ყველანაირი ხერხითა და საშუალებით. ეს თვითშეფასებას მოგიმატებთ;
* მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ. თქვენ გაქვთ ბევრი რამ, რითიც შეგიძლიათ იამაყოთ და დააფასოთ. შეეცადეთ, იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძალები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, ნაკლოვანებები;
* ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები. არ არის აუცილებელი, კონკრეტულ ადამიანს მიჰბაძოთ. შეიძლება, რომელიმეს ლაპარაკის მანერა მოგეწონოთ, მეორის – სიარული, მესამის – თუ როგორ უჭირავს თავი და ასე შემდეგ, აიღეთ საუკეთესო და გააერთიანეთ თქვენში;
* შეეცადეთ, აკეთოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე. ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს და აკეთებს სიკეთეს, იწყებს საკუთარი თავის დაფასებასაც. ანუ, სხვების დახმარებით თქვენ რეალურად საკუთარ თავს ეხმარებით;
* მიიღეთ ცხოვრება მისი მრავალფეროვნებით. მშვიდად მიუდექით პრობლემებსა და არასასურველ სიტუაციებს. ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გახსნილად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და გრძნობები, რომლითაც იცავთ საკუთარ სიმართლეს;
* გაიღიმეთ ხშირად. სიცილი სასარგებლოა თქვენი შინაგანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.