№38 ლევან ჩხიკვაძე: დაიმახსოვრეთ: ეპიდემია და პანდემია ბუნებაში ვერ იარსებებს, ბუნებას თავისი კანონები აქვს, ეპიდემიაც და პანდემიაც, დივერსიის შედეგია!
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
შემოდგომა მოახლოვდა და, სავარაუდოდ, კორონავირუსის დაანონსებულ ახალ ტალღას უნდა ველოდოთ (იმისდა მიუხედავად, ის ნამდვილია თუ ვირტუალური). ამასობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკვე შექმნა ვაქცინა და მისი გამოცდის სამი ეტაპი მოასრულა, ვაქცინის შექმნას აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატებიც, ჩინეთიც ამტკიცებს, რომ კორონას 20 შტამზე წარმატებით გაიარა შემოწმება მათმა ვაქცინამ, იმას გარდა, რომ სხვა ქვეყნებიც მუშაობენ და აიმედებენ დედამიწის მოსახლეობას. მეტიც, აშშ-მა რუსეთი დაადანაშაულა ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვაში. მეორე მხრივ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაქცინების მიზანი სრულიად სხვაა და მიზნად ადამიანების დაზომბებას ისახავს, უფრო შორსაც მიდიან და საბოლოო მიზნად დედამიწის მისახლეობის შემცირებას ასახელებენ. ყველა ვაქცინა საშიში იქნება? იმის გათვალისწინებითაც, რომ კაცობრიობამ უამრავი დაავადება, სწორედ, აცრებით დაამარცხა? – ამ თემას ბიოლოგ ლევან ჩხიკვაძესთან განვიხილავთ.
– მარტივ კითხვას დავსვამ: ყველა ვაქცინა უვარგისი იქნება?
– ძალიან მარტივად გაგცემთ პასუხს: ვირუსი, როგორც ასეთი, არ არის ცოცხალი წარმონაქმნი, შესაბამისად, ვინაიდან არაუჯრედული ფორმა და არაცოცხალი წარმონაქმნია და მხოლოდ ცილას წარმოადგენს, დნმ-ს ან რნმ-ს, მას სჭირდება გარემო, რომელშიც ის განვითარდება.
– ამ შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმი.
– ერთ-ერთია ადამიანის ორგანიზმი. აქედან გამომდინარე, სიტყვა „ვაქცინის“ თქმა რომელიმე ვირუსთან მიმართებაში იმთავითვე არის დიდი ტყუილი.
– აბა, რას ქმნიან ისინი? ამდენი ქვეყანა, ამდენი მეცნიერი რაზე მუშაობს?
– დოლარის კუპიურას უკანა მხარეს აქვს ლათინური წარწერა: „ახალი მსოფლიო წესრიგი“.
– გრიპის ვირუსიც ცილაა?
– ნებისმიერი ვირუსი ცილაა.
– აბა, ყოველ წელს რომ ამზადებენ გრიპის ვაქცინებს?
– გრიპი ზოგადი დასახელებაა. არის ისეთი შტამები, რომლებიც უჯრედული წარმოშობისაა, ბაქტერიები, ჩხირები, კოკები, სოკოები. ეს უკვე უჯრედული წარმონაქმნებია და თავად წარმოადგენენ ცოცხალ ორგანიზმებს.
– სეზონურ გრიპებს ვირუსები იწვევენ თუ ბაქტერიები?
– თითოეული არის მილიონობით. ვირუსი მცირე ზემოქმედებითაც კი სხვა რამედ გარდაიქმნება. ცილა ძალიან სუსტი რამაა. ტემპერატურული ზემოქმედებითაც კი განიცდის მუტაციას. შესაბამისად, დასადგენი მხოლოდ ისაა, ვირუსი უჯრედული წარმონქმნია თუ არაცოცხალი. რაც შეეხება კორონავირუსს, ის არის არაცოცხალი და აქვს, მინიმუმ, 600 სახეობა.
– მაშინ რის ტექნოლოგია მოიპარეს რუსებმა? ან საერთოდ, რა ტექნოლოგიას ამუშავებენ?
– ეს კითხვა, რა მოიპარეს, სცდება მედიცინას. ეს უკვე არის ეკონომიკის საკითხი და რუსები მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული გამოირჩევიან ტექნოლოგიების მოპარვით. საბჭოთა კავშირს ყველაფერი მოპარული ჰქონდა, მათ შორის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გერმანული იყო და უცოდინრები უწოდებენ „საბჭოთა სისტემას“, მანქანები „პაბედა“, „ვოლგა“, „06“, „ზაპოროჟეციც“ – კი, იმიტომ რომ რუსებს არაფრის შექმნა არ შეუძლიათ, თუ რამეს უქმნიდნენ, ქართველები უქმნიდნენ.
– ქართველებმა ასწავლეს, მგონი, ტექნოლოგიების მოპარვა. ბერიამ მოიპარა ატომის საიდუმლო.
– დიახ. ჯუმბერ ლომინაძე ხომ გახსოვთ?! ის იყო თანამედროვეობის აინშტაინი. მან შექმნა წყალბადის ბომბი და მიაწერეს სახაროვს. ასეთია საბჭოთა ლოგიკა. ვაქცინის მოპარვა ნიშნავს, რომ იმათ შექმნეს გავლენის რაღაც რეაგენტი, რომელიც ადამიანზე მოქმედებს. თანამედროვე ტექნოლოგიებით ადამიანზე ზემოქმედება ძალიან იოლია. რაღაც კონკრეტული ნანოტექნოლოგია მოიპარეს რუსებმა, ჩემი აზრით. მხოლოდ კორონავირუსს, სულ ცოტა, 600 სახეობა აქვს, 600-ჯერაა შეცვლილი. ყოველ სეზონზე მიკროსკოპში უნდა ინახოს, რა ტიპისაა გრიპი და დადგინდეს, რასთან ერთადაა სიმბიოზში. ხელაღებით ვირუსზე ვაქცინას ვერ გააკეთებ – იმიტომ რომ ეს მაშინ ნიშნავს, რამდენი ვირუსიცაა, იმდენი ვაქცინა უნდა დაამზადო და ადამიანს სხეულზე ადგილი არ ეყოფა ნემსის ჩასარჭობად. ამიტომაც არსებობს ნანოტექნოლოგია – რაღაც მიზნის მიღწევა უნდათ, ალბათ, ისეთი რეაგენტის შექმნა, რის მიხედვითაც ადამიანებს ადვილად გამოიცნობენ და ადვილადვე მართავენ.
– მაგრამ ფაქტია, ეს ვირუსი არსებობს, საქმე ისაა, უნდა ჩაკეტონ თუ არა ამის გამო ქვეყნები...
– ვირუსები ყოველთვის არსებობდა.
– დავასრულებ კითხვას და ადამიანები ხომ დაინახავენ, რომ ეს ვირუსი მაინც იარსებებს, მიუხედავად ვაქცინაციისა?
– ვის ანაღვლებს?! ბილ გეითსს ანაღვლებს?! ამბობს, უნდა შევამციროთ დედამიწის მოსახლეობაო, ილონ მასკი კი აცხადებს, ღორს ჩავუდგამ ჩიპს, რომ ნებისმიერ ენაზე ვალაპარაკოო. ამას გონების პათოლოგია ჰქვია.
– თავდაცვის საშუალება რა არის?
– უფლის მიერ შექმნილი ადამიანების თავდაცვის საშუალება დიდი ხანია, უფლის მიერვეა შექმნილი: მას ჰქვია იმუნიტეტი და ტვინში არსებული ორი ცენტრი, თალამუსი და ჰიპოთალამუსი. უნივერსალური, ერთმანეთის დამზღვევი აფთიაქები. ამ ყველაფერს დაუმატეთ, რომ, რაც ბუნებაში მიკროორგანიზმია, მინერალურ შემადგენლობასთან ერთად, აქვს ადამიანს. ანუ ადამიანი, როგორც ასეთი, მთელი სამყაროს პატარა „მოდელია“. თუ ადამიანის ორგანიზმში არასაჭირო მედიკამენტური მკურნალობით, ტვინზე სხვადასხვა, მათ შორის მასმედიური ზეგავლენებით შიშის, პანიკის, უიმედობის წინააღმდეგ მიმართულ იმუნურ სისტემას დავაქვეითებთ, ეს საბოლოოდ გამოიწვევს მის მოშლას და სულ არ დასჭირდება „გარედან“ რამე „ვირუსით“ „დაავადება”, ადამიანს შიგნიდან ერღვევა ბალანსი როგორც მიკროორგანიზმების, ასევე, მინერალურ-ვიტამინური შემადგენლობის, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშიცაა და შესაძლოა, ლეტალურადაც დასრულდეს. შეგიძლიათ, ნახოთ სამედიცინო ენციკლოპედიების ძველი გამოცემები – ეს კლასიკაა, ხოლო, რასაც ეპიდემიას ან პანდემიას არქმევენ, ბუნებრივად არ არსებობს, მათ შეგნებულად იწვევენ და ამ საქციელს დივერსია ჰქვია... ისიც იცოდეთ, რომ, თუ ტექნიკურად ამზადებენ გაბრეცილობებს, ეს გაბრეცილობა ბუნებაში ვერ გავრცელდება თავისით, ასეთი გაბრეცილობა მალევე იღუპება, ასეთ ვირუსებს სიცოცხლის უნარიანობა არ აქვს, ისინი მუდმივად უნდა ავრცელონ, ანუ სულ დივერსიები უნდა მოაწყონ, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
– რუსებისკენ მტერი იყოს, მაგრამ ყვავილის ვაქცინაც მოიპარეს მათ, თავის დროზე?
– თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მოიპარეს. როდესაც შეგნებულად გამოიწვიეს ყვავილის ეპიდემია.
– იმას ამბობთ, რომ ისიც შეგნებული ეპიდემია იყო?
– დაიმახსოვრეთ: ეპიდემია და პანდემია ბუნებაში ვერ იარსებებს, ბუნებას თავისი კანონები აქვს, ეპიდემიაც და პანდემიაც, ორივე არის დივერსიის შედეგი! შესაბამისად, ყვავილის ეპიდემია გამოიწვიეს, რასაც გასულ საუკუნეში მოჰყვა ერთი რევოლუცია და ორი მსოფლიო ომი. რაც შეეხება ყვავილის, ეგრეთ წოდებულ, ვირუსს, ის ცოცხალ ორგანიზმთან ერთად გამოიყვანეს, ბაქტერიებთან შეაჯვარეს და შემდეგ ვაქცინაც გააკეთეს. ერთმანეთს მოჰპარეს თუ არა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ერთი დედა-ვაქცინა, აი, ისეთივე, როგორიც მაწვნის დედაა, უხეშად რომ ვთქვათ, ინახებოდა აშშ-ში, მეორე – რუსეთში. გასული წლის 18 სექტემბერს, რუსეთის იმ დიდ ფარმაკოლოგიურ საწარმოში, სადაც ეს ვაქცინა ინახებოდა და დაცულიც იყო, გაჩნდა ხანძარი, ვფიქრობ, შეგნებულად და ეს დედა-ვაქცინა გაქრა.
– როგორ ფიქრობთ, ამაში რუსების ხელი ურევია თუ არარუსების?
– ეს ჩემთვის რთული ასახსნელია, სპეცსამსახურების ხელი რომ ურევია, ფაქტია.
– ყვავილის დედა-ვაქცინის გაქრობას რა კავშირი აქვს კორონავირუსთან?
– როგორც ვხედავთ, დღემდე, ეგრეთ წოდებული, კორონავირუსის, ეგრეთ წოდებული, პანდემია ადამიანზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასა და იმუნიტეტის დაქვეითებისკენ იყო მიმართული, მაგრამ ვის აქვს იმის გარანტია, რომ რეალურად ნამდვილი დივერსია არ მოჰყვება ამას?! ნაცადი მეთოდით არ შეაჯვარებენ კორონას ვირუსს ყვავილთან, რომლის დედა-ვაქცინაც რუსეთში უკვე გამქრალია?! თუმცა საქმე ისაა, რომ აშშ-ში ვაქცინა არ დაკარგულა. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის აქეთა ნახევარსფეროში, თუ ჭკვიანად არ იქნებიან ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, ვაქცინა ვერ შეიქმნება, აშშ-ის ტერიტორიაზე კი პრობლემა არ ექნებათ, იმიტომ რომ ყვავილის დედა-ვაქცინა აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებს პრობლემა არ ექნებათ, რაც უნდა მოხდეს, თუ ფიზიკური კონტაქტი არ იქნება, ვერანაირად ვერ გავრცელდება ვერანაირი ეპიდემია, რაც უნდა გამოაცხადონ. უკვე ოცდამეერთე საუკუნეა და ხალხი ისე გაუნათლებელი არაა, როგორც იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში.
– ანუ დავიცვათ ჰიგიენის წესები და ვიყოთ მხნედ?
– უპირველესად, არანაირი პანიკა, საერთოდ! მეორე – თითოეულმა ადამიანმა უნდა იზრუნოს იმუნიტეტის ამაღლებაზე და აქამდეც უნდა ეზრუნათ. ცოტა მეტი დრო დაუთმონ საკუთარ ჯანმრთელობასა და საკუთარ თავს. ხელები რომ უნდა დაიბანონ, ეს შეიძლება, უთხრა ველურ ტომებს, მედეას ქვეყანაში ამაზე საუბარი შეურაცხყოფად მიმაჩნია.
– თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც არ იბანენ ხელებს.
– მეორე მხრივ, ხშირად ბანაობა, მათ შორის, ხელების, იმ მიკროსამყაროს, რომელიც თან ახლავს ადამიანს კანს და უნარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რაც აქვს, ინგრევა და, ამდენად, ორგანიზმსაც პრობლემები ექმნება. და მეორე: ხელის დაბანის დაძალება ძალიან ჰგავს პილატეს რიტუალს, ხელები დამიბანია, დასჯით თუ არა ქრისტესო. საერთოდ, რასაც ვხედავთ: პირბადე, ხელების დაბანისკენ მოწოდება და ასე შემდეგ, იმისთვისაა, რომ ადამიანებში იქნებ გამოიწვიონ უფლის უარყოფა. სულ ესაა, მეტი არაფერი.