კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 უკუსვლა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ პლანეტები და პოლიტიკოსები

  ასტროლოგები გვამცნობენ, რომ 10 სექტემბერიდან ამ ავბედით 2020 წელს ყველაზე რთული ფაზა იწყება – მარსი წინ კი არა, უკან ივლისო (თან, ეს 14 ნოემბრამდე გაგრძელდება) და მარსთან ერთად კიდევ ხუთი პლანეტაცო.
  მეტიც, თურმე, წელს 366 დღის განმავლობაში მხოლოდ 84 დღეს მოძრაობდნენ პლანეტები ჩვეულად, დანარჩენ დროს რამდენიმე პლანეტა ერთდროულად მოძრაობდა უკან-უკან.
  თუ გავიხსენებთ, რომ თვით უფლის დაბადებაც კი ციურ სხეულებს უკავშირდება, მე არ ვამბობ, რომ სრულად, მაგრამ, ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ხდება ცაში, იმიტომ რომ პლანეტების ასეთი უკუსვლებისას, ასტროლოგების თქმით, იმატებს აგრესია და, ზოგადად, ნეგატიური ენერგია, იკლებს მოტივაცია და ქრება სურვილები. ხოლო, რაკი მარსი არა მხოლოდ უკან-უკან მიდის, არამედ სატურნთან ნეგატიურ ასპექტსაც ქმნისო, ადამიანებს მოუწევთ დამატებითი შეზღუდვების დაძლევა, მოთმინების გამოჩენა და მზად უნდა იყვნენ მოსალოდნელი ბრძოლებისთვისო.
  პლანეტები იქით იყოს და, თუ გავიხსენებთ, რომ დედამიწაზე, აქეთ – ჩვენთან და იქით – აშშ-ში არჩევნები გველის, ხოლო ამ მრგვალ ბურთზე კორონავირუსი კვლავ აფუთფუთდა (მეორე ტალღააო), ფაქტია, ნერვების დაწყვეტა არ აგვცდება, ამიტომაც, ვფიქრობ, თუ გარდაუვალს ვერ ავიცილებთ (და ვერც ავიცილებთ), კარგ ხასიათზე მაინც უნდა ვიყოთ, მიუხედავად ყველაფრისა.



скачать dle 11.3