კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 დასაქორწინებელი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მსურველი ბევრია, სკამი – ცოტა

  მართალია, ოპოზიცია, მათ შორის, იმგვარად შეურიგებელნიც კი, ისეთები რომ აკადრეს ერთმანეთს, როგორც გურიაში იტყვიან, ყურში არ შეიშვებაო, წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე ერთად იყო, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, ჩვეულებისამებრ, მათ შორის შავმა კატამ ჩაირბინა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან სკამთა რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო მსურველი ბევრია. მეორე მხრივ, სავალალოც ისაა, რომ, ოპოზიციის ერთობა (ალალად ვთქვათ) არა ივანიშვილის ფაქტორის მიუღებლობამ, არამედ უპირატესად იმან გამოიწვია, რომ მის კარზე მიუღებლები აღმოჩნდნენ, ანუ „ოცნებიდან“ სკამებისკენ მისასვლელი გზა ჩაეკეტათ.
  ასეა თუ ისე, წინასაარჩევნო ამბავს კოჭებშივე ეტყობა, რომ პოლიტიკურ ველზე მთავარ მოთამაშეებად ისევ ივანიშვილი და სააკაშვილი რჩებიან. ისევ სიალალე რომ მოვიშველიოთ, თუ ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველია, არანაკლებ, თუ ისეთივე ან იმაზე მეტი არა, სააკაშვილი გამოდის, იმ მარტივი მიზეზით, რომ სხვა სახელმწიფოს მოქალაქე და, მეტიც, ჩინოვნიკი ერევა პოლიტიკურ პროცესში.
  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად სააკაშვილის დასახელება (თუმცა, თავად კანდიდატმა გვამცნო, რომ მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვა, რაც პრემიერ-მინისტრის პორტფელს გაინაღდებს), უდიდესი ალბათობით, ნიშნავს, რომ მათ თავიანთი ამომრჩევლის სრულად მოზიდვა სურთ, რომ ხელისუფლების მოწიააღმდეგეთა ხმები არ დაიფანტოს სხვადასხვა ოპოზიციურ ძალთა შორის და უმეტესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ერგოს (ისე მოხდა, რომ პოლიტიკა მარტივი არითმეტიკაა).
  ასეა თუ ისე, ამასობაში ორჯერ ნაპრეზიდენტალმა მიხეილ სააკაშვილმაც გვაუწყა, რომ „საქართველო ჩემთვის არის ჩემი მშობელი დედა, ქართულ სახელმწიფოს კი ჩემს შვილად მივიჩნევ“, – ეს კი მაფიქრებინებს, რომ პოლიტიკურ სცენაზე, არაა გამორიცხული, ის ეპიზოდიც ვიხილოთ, როდესაც ბ-ნი მიხეილი ინგლისის დედოფალივით ერთ დღესაც გამოგვიცხადებს, რომ მან იქორწინა საქართველოზე.


скачать dle 11.3