№38 როგორ „გაიტაცა“ ბიძინა ივანიშვილმა ინგა ბერიკაშვილი და რა მიაჩნია მას თავისი ადვოკატობის მთავარ დამსახურებად
ნინო კანდელაკი ეკა სულხანიშვილი
აქტიური, ენერგიული, კოლორიტული, სამართლიანი, ერთგული – ასე იცნობენ თბილისში და არა მხოლოდ თბილისში ქალბატონს, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ საქმესა და პროცესს უკავშირდება. ინგა ბერიკაშვილი – იურისტი, ადვოკატი კვალიფიციური პროფესიული დოსიეთი, რომელიც ამაყობს, რომ ის ეხმარება მისი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებს, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობენ. მიაჩნია, რომ პოლიტიკა სამართლიანობის პრინციპზე უნდა იყოს აგებული. სისხლით ხორცამდე პატრიოტია, იმდენად სამართლიანი და შეუპოვარი, რომ ხანდახან ეპატაჟურიც კი. ქალბატონი, რომელიც უნდა ამშვენებდეს ქართულ პოლიტისტებლიშმენტს, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს და უკან არასოდეს იხევს, როცა საქმე ეხება ყველაზე სწორ ადამიანურ პრინციპებს და ქვეყნის ერთგულებას.
მინი-დოსიე: დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯერ გამოყენებითი მათემატიკის, ხოლო შემდეგ – სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა იურისტის სპეციალობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართლის საფუძვლებში ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტში, დღემდე სრულუფლებიანი ადვოკატია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, არის „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ასევე, ეთნიკური საბჭოს იურიდიული კომიტეტის წევრი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში და იცავს ეთნიკური უმცირესობების უფლებებს. „იურიდიული განათლება – ეთნიკური უმცირესობების წარმატებული ინტეგრაციისათვის“, სექტემბერი (2007) – დეკემბერი (2010) – პროექტის კოორდინატორი და ავტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი საზოგადოების ასოციაციის“ თავმჯდომარე. PASOS/IPA – საერთაშორისო ღია საზოგადოების ასოციაციის ფარგლებში, პოლონეთში მიენიჭა წარმატებული ქართველი ადვოკატის სერტიფიკატი. გამორჩეული და კვალიფიციური იურისტი, სამართლის კონსულტანტი.
– ინგა, თქვენ „თავისუფალი საზოგადოების ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, ასევე ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ABA-ს წევრი, სისხლის სამართლის ექსპერტი და ცნობილი იურისტი. სრულიად საქართველოში ყველა გიცნობთ, როგორც გაჭირვებულების ადვოკატს. უანგაროდ ეხმარებით და უწევთ იურიდიულ კონსულტაციას ადამიანებს, რომლებიც ხელმოკლეობით გამოირჩევიან.
– 17 წელია, ადვოკატი ვარ, ბატონ ქართლოს ღარიბაშვილის ოფისში გადავდგი პირველი ნაბიჯები. მას ლომონოსოვის ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, ეს იყო იურისპრუდენციის, განსაკუთრებით ადვოკატურის, მეტრი და პროფესიული თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. საოცრად ინტელექტუალი ადამიანი იყო. შემდეგ როცა პრაქტიკულად დავიწყე მუშაობა, სააკაშვილის დროს, ალბათ, გახსოვთ, გამამართლებელი განაჩენები თითქმის არ დგებოდა. ეს იშვიათი გამონაკლისები იყო და ერთადერთმა ადვოკატმა მოვახერხე, რომ გამამართლებელი განაჩენი გამოვიტანე ერთ-ერთი უდანაშაულოდ დაჭერილის საქმეზე. საოცრად ხელმოკლე ოჯახი იყო, დედამისი შიმშილისგან ლამის ხელებში ჩამაკვდა. მაშინ საგამოძიებო ნაწილის უფროსი, კვალიფიციური პოლიციელი და იურისტი, ზაზა ჭაია იყო და მე მიმაჩნია, რომ ზაზასნაირი პოლიციელები და საქმის პროფესიონალები სჭირდება ამ ქვეყანას. მერე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ვმუშაობდი, თუმცა ის საკუთარი განცხადების საფუძველზე დავტოვე. მიმაჩნია, რომ გენერალურ
ინსპექციაში ჩემი ადგილი არ იყო, ჩემი საქმე დაჩაგრული ადამიანების დაცვაა და ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებთან მაქვს მეგობრული, ადამიანური ურთიერთობები. მე ვამაყობ ამით. გაეროს ერთ-ერთ პროექტში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ვიყავი ჩართული და აბსოლუტურად უსასყიდლოდ ვემსახურებოდი დაცვის ქვეშ მყოფებს. ეს პერიოდი მიმაჩნია ჩემი პროფესიული კარიერის ყველაზე საამაყო და ნათელ წერტილად. საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ადამიანებს ვეხმარები, ეს ჩემი მოწოდებაა. ბოლო 30 წელიწადია, შერჩევითმა სამართალმა წალეკა ქვეყანა და ამ პრობლემის აღმოფხვრა და დარეგულირება ინსტიტუციების დონეზე უნდა მოხდეს. განსაკუთრებულად ვმუშაობ ეთნიკურ აზრებაიჯანელებისა და ზოგადად, ეთნიკური უმცირესობების დაცვაზე საქართველოში. წარმოშობით მეც ალბანური ფესვები მაქვს, მამედოვა ვარ, 90-იან წლებში, მაშინდელი საკმაოდ ნეგატიური განწყობების გამო, დედის გვარზე გადავედი. თუმცა მე მეამაყება, რომ მე-5 თაობა ვერელი ვარ, „თბილისელი აზერი“ და ჩემი საქართველო მიყვარს. ზვიად გამსახურდია და მამა ერთად გაიზარდნენ ვერაზე, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა აუგორეს ეს თემა მაშინ ექსპრეზიდენტს. მამა ისეთი ქართველი მყავს და ამ ქვეყნის პატრიოტი, ბევრი შეეჯიბროს.
ინსპექციაში ჩემი ადგილი არ იყო, ჩემი საქმე დაჩაგრული ადამიანების დაცვაა და ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებთან მაქვს მეგობრული, ადამიანური ურთიერთობები. მე ვამაყობ ამით. გაეროს ერთ-ერთ პროექტში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ვიყავი ჩართული და აბსოლუტურად უსასყიდლოდ ვემსახურებოდი დაცვის ქვეშ მყოფებს. ეს პერიოდი მიმაჩნია ჩემი პროფესიული კარიერის ყველაზე საამაყო და ნათელ წერტილად. საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ადამიანებს ვეხმარები, ეს ჩემი მოწოდებაა. ბოლო 30 წელიწადია, შერჩევითმა სამართალმა წალეკა ქვეყანა და ამ პრობლემის აღმოფხვრა და დარეგულირება ინსტიტუციების დონეზე უნდა მოხდეს. განსაკუთრებულად ვმუშაობ ეთნიკურ აზრებაიჯანელებისა და ზოგადად, ეთნიკური უმცირესობების დაცვაზე საქართველოში. წარმოშობით მეც ალბანური ფესვები მაქვს, მამედოვა ვარ, 90-იან წლებში, მაშინდელი საკმაოდ ნეგატიური განწყობების გამო, დედის გვარზე გადავედი. თუმცა მე მეამაყება, რომ მე-5 თაობა ვერელი ვარ, „თბილისელი აზერი“ და ჩემი საქართველო მიყვარს. ზვიად გამსახურდია და მამა ერთად გაიზარდნენ ვერაზე, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა აუგორეს ეს თემა მაშინ ექსპრეზიდენტს. მამა ისეთი ქართველი მყავს და ამ ქვეყნის პატრიოტი, ბევრი შეეჯიბროს.
– ინგა, შენ ცნობილი იურისტი და ადვოკატი ხარ, თუმცა საზოგადოების ფართო ფენებში, დიდი პოპულარობა იმ ვიდეომ მოგიტანა, სადაც ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრიდან გამოსული ბიძინა ივანიშვილთან მიდიხარ და ჩახუტებას სთხოვ და ივანიშვილი კი გეუბნება: რა დროს ეგაა, გოგოო.
– კი. ეს ძალიან საინტერესო და ადამიანური პასაჟია ჩემი ცხოვრებიდან. ბატონ ბიძინას ახლოს ვიცნობ და მისი ერთგული გულშემატკივარი ვარ და ვიქნები. ეს ეპიზოდი ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრას უკავშირდება, ძალიან ბუნებრივად მოხდა და იქ ადგილზე მოსულმა მედიამ აიტაცა. ადგილზე მისვლა დამაგვიანდა და ძალიან განვიცადე, რომ ვერ ვნახავდი. როცა გამოდიოდა, მინდოდა ახლოს ნახვა და მივეჭერი, ჩაგეხუტები-მეთქი და ბატონმა ბიძინამ, რა დროს ეგაა, გოგოო! ქალბატონი ეკაც ძალიან თბილი ადამიანია. როდესაც მე 2012 წელს, როგორც ოცნების იურისტს, ფიზიკურად გამისწორდნენ, ეს ოჯახი გვერდზე დამიდგა და მაქსიმალურად გამოხატა მხარდაჭერა. მე ბატონი ბიძინა გივი ბერიკაშვილმა გამაცნო. ჩვენი სათაყვანებელი მსახიობის ხელში ვარ გაზრდილი და მეამაყება. თუმცა შემდეგ ჩვენი გზები გადაიკვეთა, როდესაც მე ,,რესპუბლიკელების“ ოფისში იურისტად ვმუშაობდი და ბატონი დათო უსუფაშვილის წყალობით ვისწავლე სხვათა შორის, კანონების წერა, ბატონი ბიძინა მაშინ მოვიდა ჩვენთან და იმდენად აქტიური ვიყავი, რომ საქმეში რომ დამინახა, დავით უსუფაშვილს უთხრა: ეს გოგო უნდა მოგტაცოო, და ასე აღმოვჩნდი შედგომ „ქართული ოცნების“ იურიდიულ ჯგუფში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დღეს „ქართულ მარშში“ ვარ და ოფიციალურად „ქართული ოცნების“ იურისტი აღარ ვარ, დღემდე ვრჩები ამ ადამიანის ერთგულ გულშემატკივართა რიცხვში. მიმაჩნია ასევე, რომ სანდრო ბრეგაძე არის ის პიროვნება, რომელიც არასოდეს ანაცვალებს და გაცვლის პიროვნულ, ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყნის საერთო პატრიოტულ ინტერესებზე. ის არასოდეს გადაუხვევს ქვეყნის სიყვარულს, მისდამი მსახურებას, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი. მე პირდაპირი და სამართლიანი ადამიანი ვარ, მინდა, რომ ქართულ პოლიტიკაში იყვნენ ხალხთან ახლოს მყოფნი პიროვნებები, რომლებიც კარგად იცნობენ ხალხის გასაჭირს, რომელთაც უყვართ ეროვნული ფასეულობები, ასეთი ადამიანია სანდრო ბრეგაძე, რომელსაც ბევრ უარყოფით კონტექსტში აუგორეს კამპანია. სინამდვილეში ის ზვიად გამსახურდიას ყოფილი თანამებრძოლი და პატრიოტი ადამიანია. მე მიმაჩნია, რომ ოპოზიცია მთავრობას კი არ უნდა ებრძოდეს, ნაკლოვანებებს უნდა ებრძოდეს, ინსტიტუციებს და შეცდომების აღმოფხვრაზე უნდა მუშაობდეს. მე მინდა, რომ ხალხს ვემსახურო, მინდა, რომ პოლიტიკოსები არ იყვნენ კაბინეტებში ჩაკეტილი. ვარდისფერი სათვალით მომზირალი პოლიტიკოსების დრო უნდა დამთავრდეს. მე მცემეს, ფიზიკურად გამისწორდნენ ამ ქვეყნის სიყვარულისთვის, მაგრამ უწმიდესმაც მითხრა, რომ მე უნდა შევუნდო მათ. უფრო ბევრი საქმე მაქვს საკეთებელი და მინდა, რომ ჩემი ხალხისთვის დავიხარჯო. კანონები უნდა მუშაობდეს, საკანონმდებლო ორგანოში ხალხისთვის, ხალხის ინტერესების გამტარებელები უნდა ისხდნენ.