№37 წარმატებული ტრავმატოლოგ-ორთოპედი – თორნიკე ნოზაძე თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
დამსახურებული ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი თორნიკე ნოზაძე მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით გამოირჩევა და მის პროფესიაში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და გამორჩეული პროფესიონალია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სწავლა და მოღვაწეობა მოსკოვში გააგრძელა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იქ საკმაოდ დიდ პერსპექტივებზე თქვა უარი და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა. 1982 წლიდან არის ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული კლინიკა „სინთეზის“ დირექტორი; 2002 წლიდან – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო-პედაგოგიური ცენტრის დარგობრივი ხელმძღვანელი. არის 70-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, მათ შორის, „მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროპროთეზირება“. არის სიოტ-ისა (1996) და New York Academy of Sciences-ის (1998) წევრი; გამოქვეყნებული აქვს 49 სამეცნიერო ნაშრომი, მის ანგარიშზე უამრავი წარმატებული ოპერაცია და შეცვლილი ცხოვრებაა და დღემდე ყოველდღიურად იბრძვის საკუთარი პაციენტების ჯანმრთელობისთვის. თუ ერთხელ მოხვდით თორნიკე ექიმთან მისი გამორჩეული პროფესიონალიზმის გარდა, პაციენტების მიმართ განსაკუთრებით თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება აუცილებლად დაგამახსოვრდებათ.
თორნიკე ნოზაძე: სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი არ მაქვს, მამას უნდოდა, რომ ექიმი გამოსულიყო, მაგრამ რთული პერიოდის გამო, სხვა გზის არჩევა მოუწია, თუმცა მე შევძელი მისი სურვილის განხორციელება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გამანაწილეს ჭიათურაში მარგანტრესტის სააავადმყოფოში (1967-1969 წლები). 1969-1970 წლებში კი ვიყავი ზოგადი ქირურგიის კათედრაზე (პროფესორი ე.ფიფია). 1970-1972 წლებში მოსკოვში, ციტოს ორდინატურაში ვსწავლობდი, 1972-1975 წლებში – ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1975 წლიდან 1 წელი გახლდით უმცროსი მეცნიერი მუშაკი
ხერხემლის ქირურგიის განყოფილებაში. ჩემი საკანდიდატო დისერტაცია სქოლიოზის ოპერაციულ მკურნალობას ეძღვნება.
ხერხემლის ქირურგიის განყოფილებაში. ჩემი საკანდიდატო დისერტაცია სქოლიოზის ოპერაციულ მკურნალობას ეძღვნება.
ამჟამად ვარ ინგოროყვას კლინიკაში ტრავმატოლოგ-ორთოპედიული მიმართულების ხელმძღვანელი. საჭიროების შემთხვევაში ოპერაციებზე ჩავდივარ ზესტაფონის, ბათუმისა და ქობულეთის კლინიკებში.
– მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ და პირველ ოპერაციას თუ გაიხსენებთ?
– დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვიყავი და მაშინდელი მიხაილოვის საავადმყოფოში ვმუშაობდი ექთნად. მაშინ ტრავმატოლოგიაზე არ ვფიქროდი, იქ იყო ცნობილი ქირურგი ოთარ ღლონტი, რომელმაც გამაკეთებინა პირველი ოპერაცია – ეს იყო აპენდექტომია.
– რუსეთში წარმატებული კარიერის აწყობის შანსი გქონდათ, რატომ დაბრუნდით საქართველოში?
– 1970-72 წლებში მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ტრავმატოლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტში ორდინატორი ვიყავი. იქვე გავიარე ასპირანტურაც. შემდეგ დედა გარდამეცვალა, მამა მარტო იყო და წამოსვლა მინდოდა, პარალელურად, თბილისის ტრავმატოლოგიის ინსტიტუტიდან შემომთავაზეს უფროსი მეცნიერმუშაკობა, მაგრამ ჩემმა ხელმძღვანელმა არ გამომიშვა. „არამიანცში“ არ იყო ტრავმატოლოგიური განყოფილება, გახსნას აპირებდნენ და იქიდანაც მივიღე შემოთავაზება. დავთანხმდი და 1982 წელს
საქართველოში დავბრუნდი. ეს განყოფილება გახდა ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის ბაზა, სადაც მე ვიყავი უფროსი მეცნიერი მუშაკი, ხოლო კლინიკაში – განყოფილების ხელმძღვანელი.
საქართველოში დავბრუნდი. ეს განყოფილება გახდა ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის ბაზა, სადაც მე ვიყავი უფროსი მეცნიერი მუშაკი, ხოლო კლინიკაში – განყოფილების ხელმძღვანელი.
– ძირითადად, რა ტიპის ტრავმებზე გიწევთ მუშაობა?
– ვმუშაობ თანდაყოლილ, ტრავმულ და პოსტტრავმულ შემთხვევებზე, ვაკეთებ მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის სახსრების ოპერაციებს. საბჭოთა კავშირის დროს რაოდენობის თვალსაზრისით მეორე ადგილზე იყო მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგიები, ამოვარდნილობების დროს კეთდებოდა ოპერაციები, რომლებიც საბოლოო ჯამში, მაინც ხელოვნური სახსრებით მთავრდებოდა. როდესაც დავიწყეთ ხელოვნური სახსრის ოპერაციების გაკეთება, ბევრისთვის ახალი იყო და უჭირდათ გარისკვა. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებდით პაციენტებს, ისინი უზიარებდნენ გამოცდილებას და ამის შემდეგ უფრო თამამად ბედავდნენ ოპერაციის გაკეთებას. დავდიოდი რეგიონებში და ბევრმა ექიმმა არ იცოდა და უკვირდათ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ეს ოპერაციები ჩვენთან კეთდებოდა.
– უცხოელი პაციენტები თუ გყოლიათ?
– მყავდა პაციენტები მოსკოვიდან და დღემდე საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ურჩევნიათ, რომ აქ ჩამოვიდნენ და ჩვენთან გაიკეთონ ეს ოპერაცია, ვინაიდან ფინანსურადაც ბევრად დამზოგველია.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მეუღლე მუსიკოსი მყავდა. 7 წლის წინ გარდამეცვალა. მყავს ერთი შვილი და ორი შვილიშვილი. მინდოდა, ჩემს შვილს სამედიცინო სფერო აერჩია, მაგრამ ჩემმა შემხედვარემ არ მოინდომა და პროფესიით იურისტია.