კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ დამკვიდრდა მეტყველებაში შორისდებული „სიმონ“ და რა მნიშვნელობას ატარებს ის

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  შორისდებული „სიმონ“, რომელსაც საუბრისას მხოლოდ, ქუთაისელები გამოიყენებენ, სიმონ მჭედლიძის სახელს უკავშირდება. სიმონ მჭედლიძე ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირიდან იყო და  სასულიერო მოღვაწე გახლდათ. მან თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა სტავროპოლის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა. 1894 წლის 7 მაისს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, იმავე წლის 23 მაისს – მღვდლად. მისი მთავარი მისია ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების გავრცელება იყო, რის გამოც ბოლშევიკებმა ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ დახვრიტეს. ტერმინი „სიმონ“  ქალაქში მისი მტკიცე ხასიათიდან გამომდინარე დამკვიდრდა, რომელიც სიმტკიცის, გამძლეობის ტოლფასი იყო. სიმონ მჭედლიძე მართლმადიდებულმა ეკლესიამ წმიდა მოწამედ შერაცხა. უფრო დაწვრილებით მისი ცხოვრების, მოღვაწეობისა და შორისდებული „სიმონის“ კონტექსტის შესახებ იოსებ კენჭაძემ გვიამბო.
  იოსებ კენჭაძე: სიმონ მჭედლიძე სასულიერო პირი გახლდათ, რომელიც  ქუთაისში ცხოვრობდა. ცოლის მხრიდან საკმაოდ ძლიერი ოჯახი ჰქონდა – მისი მეუღლის მამა გენერალი გახლდათ. სიმონი პიროვნულად მაღალი ღირებულებების მატარებელი, ღირსეული და მოქალაქეობრივად აქტიური კაცი იყო.  ის აქვეყნებდა პუბლიკაციებს, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გახლდათ. სიმონ მჭედლიძე იყო გაზეთ „შინაური საქმეებისა“ და საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებულების – „განთიადის“ რედაქტორი და მათი მეშვეობით ავრცელებდა ეროვნულ და ქრისტიანულ ღირებულებებს. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ რთული პერიოდი დაიწყო. მათ სიმონს აუკრძალეს ქუთაისში ცხოვრება და მოღვაწეობა, ამიტომ თავის სოფელში მოუწია დაბრუნება, სადაც სოფლის მეურნეობას ეწეოდა. აღადგინა ტაძარი, სკოლა და მოკლედ, მისი საქმიანობა იქაც გააგრძელა, ოღონდ უფრო ვიწრო არეალზე. სიმონი დასავლეთ საქართველოში ილია მართლის ტოლფასი კაცი იყო, ოღონდ სასულიერო პირი გახლდათ.
– რატომ აწამეს?
– სოფელ როდინაურში არსებულ ტაძარში 1921 წლიდან 1923 წლამდე გახსნილი იყო თეატრი. მაშინდელმა ადგილობრივმა მოსახლეობამ ძალიან მოინდომა და სიმონს სთხოვა, რომ ტაძარს თავისი ფუნქცია დაბრუნებოდა, რადგან მასში თეატრის არსებობა დიდ უხერხულობას იწვევდა. გაიტანეს ტაძრიდან თეატრის ინვენტარი და გადაწყვიტეს მისი კურთხევა. კურთხევისას  ტაძარში მივიდა მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, ვისი ხელდასხმითაც აკეთებდა სიმონი ყველაფერს და ასევე, რამდენიმე მღვდელმსახური. ტაძარი აკურთხეს, საღამოს მეზობელ ოჯახში ივახშმეს, ლოცვები წაიკითხეს, ეზიარნენ და დაიძინეს. იმ ღამეს ადგილობრივმა ჩეკისტებმა ცენტრლურს შეატყობინეს, რომ სასულიერო პირები არიან ერთად თავმოყრილები და ტაძარი აკურთხესო. მათი შეფასებით, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი შეკრება, რომელიც იკრძალებოდა და ისჯებოდა. შესაბამისად, ღამე სასულიერო პირები შეიპყრეს და გადაიყვანეს ქუთაისში. გავრცელებული ინფორმაციით, ჯალათებს არ ჰქონიათ საკმარისი ხელბორკილი, არც მანდატი და მოკლედ, ყველანაირი ძალადობრივი მექანიზმებით გადაუყვანიათ ქუთაისის ციხეში. ჩეკისტები მოითხოვდნენ, რომ ეღიარებინათ შეკრება, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აწყობდნენ და გაეხადათ ანაფორები. რა თქმა უნდა, ამას არც ერთი არ აღიარებდა  და არც ღმერთს უარყოფდა. ერთი თვე აწამდებდნენ სასტიკი მეთოდებით. უსწორდებოდნენ ფიზიკურად, აძრობდნენ ფრჩხილებს და იყენებდნენ ყველაზე სასტიკი წამების მეთოდებს. მაშინ არსებობდა, ეგრეთ წოდებული, „სამეულები“, რომლებიც წყვეტდნენ ადამიანების ბედს. სამი კაცი შეთანხმდებოდა ვინმეზე, რომ ის იყო დასახვრეტი და დახვრეტდნენ. ასეთმა სამეულმა გადაწყვიტა, რომ ამ სასულიერო პირებს დახვრეტა ეკუთვნოდათ. შონიას ბრძანებით გამოიცა მათი დახვრეტის ოქმი. ყველა მათგანი იმდენად ნაწამები იყო, რომ ფაქტობრივად, მიიყვანეს ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოზე დასახვრეტად. ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ მაშინ სახელმწიფო დახვრეტაში ტყვიის ფულს ოჯახს ახდევინებდა და ყველას თითო ტყვია ესროლეს, ზედმეტად ტყვიაც კი არ დახარჯეს მათზე. შეიძლება, ერთი ტყვიით ყველა არც კი მოკვდა და არსებობს ასეთი გადმოცემა: იმდენად ცოცხლები ჩაყარეს მიწაში, მიწა სამი დღე სუნთქავდაო. მართმადიდებულმა ეკლესიამ ყველანი წმიდა ახალ მოწამეებად შერაცხა.
– შორისდებული „სიმონ“ სიმონ მჭედლიძის სახელიდან დამკვიდრდა?
– სიმონ მჭედლიძე ერთ-ერთი გამორჩეული იყო მისი პიროვნული თვისებებით, საოცრად ღირსეული კაცი გახლდათ. ჯალათებსაც უკვირდათ, როგორ შეიძლებოდა, ამდენი წამება მოეთმინა. წამების დროს იყო მიმართვითი ფორმა: „გაუძლებ, სიმონ?“ „შეძლებ, სიმონ?”... გაოგნებული მწვალებლები, როცა სხვასთან გადადიოდნენ, საწამებლად ეუბნებოდნენ: „შენც ახლა სიმონივით არ მოითმინო“, „შენც სიმონი ხომ არ ხარ“... სიმონის სიმამაცე, ღირსება, გამძლეობა ყველასთვის გასაკვირი იყო. იმ დროინდელი პატიმრები ქურდობისა და ყაჩაღობის გამო კი არ იყვენენ დაპატიმრებული, არამედ ეროვნული მოძრაობიდან გამომდინარე. ციხეში სიმონის სიმტკიცის შესახებ ყველამ იცოდა და წამების დროს ტუსაღები ერთმანეთს ამხნევებდნენ შემდეგი მიმართვით: „აბა, შენ იცი, სიმონ“. ისე მოხდა, რომ ეს ტერმინი დარჩა ციხეში, მაშინ სიტყვა „სიმონ“ ასოცირდებოდა მებრძოლ, გამძლე ადამიანთან. ტერმინი გავრცელდა ციხის გარეთაც, მაგრამ ციხეში მყოფი ხალხისთვის სხვა მნიშვნელობით იყო ათვისებული. მერე, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა კლასიკური „ქურდების ინსტიტუტი“, იქაც აქტიურად გამოიყენებდნენ. მაშინდელი შავი სამყაროს ნიშა სიმართლისთვის ბრძოლა იყო, რადგან სახელმწიფოში ადამიანი ვერ ნახულობდა სამართალს, ყველაფერი ცენტრალიზებურად და პარტიულად წყდებოდა. შესაბამისად, სამართალს ვიღაც ავტორიტეტებთან პოულობდნენ. იმ გაგებით ეს ავტორიტეტები იყვნენ ხალხი, რომლებიც სიმართლისთვის იბრძოდნენ, ჩვეულებრივ ხალხში იყვნენ მოსამრთლედ. ძალიან ცოტა იყო ასეთი, რადგან ამ საქმეს დიდი გამბედაობა სჭირდებოდა. ეს ადამიანები იყენებდნენ „სიმონს“, ოღონდ იგივე გაგებით, რაც 20-იან წლებში. დროთა განმავლობაში ეს ინსტიტუტიც შეიცვალა და გახდა, მობლატაო, მოშავო კრიმინალური. ამ სამყარომ კარგად შეითავსა ბევრი რამე, მათ შორის ეს წმიდა ისტორიაც, რომელიც სიმონ მჭედლიძის ამბავს ეხება და ასე მასშტაბურად დაამკვიდრა საზოგადეობაში ტერმინი „სიმონ“.  მერე ახალგაზრდებში ჟარგონად  დარჩა და დროთა განმავლობაში თავისი ფუნქცია დაკარგა. დღესაც იყენებენ, მაგრამ ძირითადად მოძველბიჭო ადამიანების ლექსიკისთვის არის დამახასიათებელი. ქუთაისის აკადემიურ ოჯახებში ამას უკვე ნაკლებად მოისმენთ, რადგან იმდენად შებღალეს „სიმონის“ ხსენება, ლოგიკური გაგებით, თქმა ერიდებათ. ასე რომ, სიტყვა „სიმონს“ სულ სხვა დანიშნულება და ღირებული ისტორია აქვს, ვიდრე დღეს დამკვიდრებულ რეალობაში.

скачать dle 11.3