კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რატომაა მინიშნებები და გადმოცემები გაჩერებული საათის შესახებ დღემდე აქტუალური

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  საათი გაჩერდა და მიუხედავად იმისა, ზუსტად იცის თუ არა მფლობელმა, რის მანიშნებელია ეს, მაინც რაღაცნაირი შეშფოთება იპყრობს, რადგან გაუგია, რომ ცრურწმენები ამ თემაზე დღემდეა შემორჩენილი და შეიძლება ითქვას, კომპიუტერული ეპოქის ხანაშიც არ დაუკარგავს აქტუალობა. შეუცნობელი, სხვა სამყარო და მასთან დაკავშირებული მოვლენების ახსნა მეტ-ნაკლებად ყველას სურს, რადგან ასე ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და თანაც, წინასწარმეტყველურია. სწორედ ხსენებულ მინიშნებათა რიგს მიეკუთვნება გადმოცემები გაჩერებული საათის შესახებ, რაზეც გვესაუბრება კიდეც ინტერვიუში ეზოთერიკოსი ბატონი, ელდარ ლ.
- საათის გაჩერება მოსალოდნელი საფრთხის მაუწყებელია?
- გააჩნია რა შემთხვევაში: თუ კედლის საათი ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაჩერდა, ეს მართლაც მოსალოდნელ საფრთხეზე მიანიშნებს, თუმცა კონკრეტულად რაზეა ლაპარაკი, ამას შემთხვევის ვერსიები განსაზღვრავს. მაგალითად: თუ საათი დიდი ხნის განმავლობაში ეკიდა კედელზე და მერე გაჩერდა, უპირველესად ელემენტები შეამოწმეთ და თუ ყველაფერი რიგზეა, ეს ზებუნებრივი ძალების შეტყობინებაა: დროა, დაიწყოთ წინსვლა და ერთ ადგილს ნუღარ ტკეპნით. ასე თქვენ ჩამოშორდით გარე სამყაროს და თავი მხოლოდ საქმეებში გაქვთ ჩაყოფილი, რაც პირად ცხოვრებაში გიშლით ხელს. ამას გარდა, გაჩერებული ისრები „გირჩევთ“, რომ აქტიური ნაბიჯი გადადგათ კარიერაში, რადგან ღირს, შეეცადოთ: თანამდებობრივად წინ წაიწიოთ, გამოიყენეთ შანსი და არსებული ვითარების მიუხედავად, არასდროს დანებდეთ.
- ვთქვათ, გაჩერდა მაჯის საათი, მინიშნებები იგივეა?
- დღეს ძალიან მცირე პროცენტი იყენებს მაჯის საათს. ძნელია მისი შერჩევა და საკუთარ სტილთან შეხამება, თუნდაც იმიტომ, რომ ახლა დროს უმეტესობა გაჯეტების მიხედვით ამოწმებს. თუმცა, თუ მაინც ატარებთ მაჯის საათს, თქვენ უკვე ამ ნივთთან ერთად ერთ მთლიანობას წარმოადგენთ. ჰოდა, ერთხელაც თუ გაჩერდა თქვენგან „განუყოფელი მექანიზმი“, ეს სერიოზულ პათოლოგიას ან სიკვდილსაც კი შეიძლება მოასწავებდეს. თუმცა იგივე მინიშნება გვასწავლის, თუ სწრაფადვე აღმოფხვრით ხარვეზს, ეს ნამდვილად გიხსნით საშინელი ხვედრისგან. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საათი აღარ ექვემდებარება რემონტს. ასეთ შემთხვევაში შეახვიეთ ის იისფერ ქსოვილში და დამალეთ სხვებისთვის მიუწვდომელ, ბნელ ადგილას - საფრთხე ჩაივლის.
- მაგრამ, თუ საათი გაჩერდა და შემდეგ ისევ ამუშავდა...
- ესეც არანაკლებ სახიფათოა და უმეტეს შემთხვევაში მფლობელის სიკვდილს მოასწავებს. მოკლედ, თუ საათი გაჩერდა და ვეღარ შესძელით მისი ამუშავება, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ის არც კედელზე და ხელიდანაც მოიხსენით.  შემზარავად ჟღერს, მაგრამ თუ ერთხელ გაჩერდა საათი და შემდეგ ისევ ამუშავდა, ეს ნიშნავს, რომ ხელახალი სვლისას მან  მფლობელის სიცოცხლისთვის დარჩენილი დროის ათვლა დაიწყო. თუმცა, შეგიძლიათ, არც დაუჯეროთ მინიშნებას, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ: სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ეზოთერიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ საათს შეუძლია შეცვალოს ადამიანის ბედი და უფრო მეტიც, მის კარმაზეც კი იმოქმედოს. მაგრამ სწორი მიდგომა მოვლენისადმი დადებითად მოქმედებს მფლობელის პირად ცხოვრებაზე.
- ყველაზე მისტიკური მაინც რომელი საათია?
- კედლის საათი - მაგალითად, თუ ის თავიდან შესანიშნავად მუშაობდა, მაგრამ მოულოდნელად, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე ჩამოვარდა ძირს, ეს მოახლოებულ უბედურებაზე (ძირითადად, სიკვდილზე) მიანიშნებს. თუმცა მინიშნება მოქმედებს მაშინ, თუ სახლში მძიმე ავადმყოფი ან ღრმად მოხუცი ცხოვრობს. დანარჩენ შემთხვევებში გაჩერებული საათი უნდა გახდეს ცხოვრების შეცვლის მოტივატორი. არ შეუშინდეთ ახალი ადამიანების გაცნობას, ადგილსამყოფლის შეცვლას, ან კარდინალურ ცვლილებებს მოღვაწეობის სფეროში.  არ შეინახოთ გატეხილი საათი სახლში - აუცილებლად შეაკეთეთ ან გადააგდეთ, რითაც მექანიზმის ნეგატიურ გავლენას თავიდან აიცილებთ. თუ ნაჩუქარი საათი გატყდა, ეს ნიშნავს, რომ მისმა მჩუქებელმა კარდინალურად შეიცვალა შეხედულება თქვენზე და რასაკვირველია, არა უკეთესობისკენ.
- როცა საათის მექანიზმი მუშაობს, მაგრამ ისრები დგას?
- ეს ნაკლებად საშიშია, საათის სრულ გაჩერებასთან შედარებით. ასეთი შემთხვევა მფლობელს მიანიშნებს, რომ დაფიქრდეს, ყველაფერს სწორად აკეთებს ცხოვრებაში თუ სრულიად უსარგებლო საქმეში ფლანგავს ფუჭად ძვირფას წუთებს. ამ პრობლემის გადაწყვეტა კი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს - აუცილებლად შეადგინეთ მომავალი საქმიანობის გეგმა, გამოყავით ცხოვრების მთავარი მიმართულებები და მნიშვნელოვანი საქმეები, შემდეგ კი აამოქმედეთ გაჩერებული მექანიზმი და ჩათვალეთ, რომ ამ წუთიდან ახალი ცხოვრება დაიწყეთ. ასევე, ძალიან პოპულარულია მინიშნებები საათის ციფერბლატთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ დახედეთ საათს და ციფერბლატზე ერთნაირი ციფრები დაფიქსირდა (მაგალითად,10:10), ეს  უდიდეს ბედნიერებასა და სანუკვარ ოცნებათა ახდენას გიწინასწარმეტყველებთ. ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად წარმოთქვით გონებაში სურვილი და ის აუცილებლად შეგისრულდებათ. მაგრამ, თუ საათი ჩამოვარდა კედლიდან, მაგრამ არ გატყდა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი იმას არ აკეთებს ცხოვრებაში, რაც ევალება. მართალია, ზოგჯერ საათი შეიძლება შემთხვევით გატყდეს, მაგალითად, თუ უნებურად გაედეთ და ეს ნიშნავს, რომ გარკვეული შეფერხება გექნებათ ცხოვრების კონკრეტულ სფეროში. რაც შეეხება საათის ჩუქებას, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგავარი ტრადიციაა გავრცელებული. მაგალითად, ჩინეთში საათის მექანიზმის მუშაობა დაკრძალვაზე მიწვევასთან ასოცირდება, ამიტომ ასეთი საჩუქარი მიუღებელია მათთვის. ზოგ ქვეყანაში კი საათის ჩუქება წყვილის მალე დაშორებას ნიშნავს. ეს კი იმით აიხსნება, რომ მინიშნებების მიხედვით, საათის მექანიზმი ითვლის დროს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მეგობრობა ან ნებისმიერი სხვა სახის დამოკიდებულება ადამიანებს შორის.

скачать dle 11.3