კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ჰაკერი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ბესიკ გაბისონია საწერ მაგიდასთან იჯდა და კომპიუტერში შენახულ ფაილებს ათვალიერებდა, როდესაც მისი კაბინეტის კარი გაიღო და ოთახში ულამაზესი გოგონა შევიდა. კაბინეტის პატრონმა თავი ასწია, გოგონას დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და წამოიძახა: ნატუკა, შვილო, როგორ ხარ? – გაბისონიამ გოგონა ჩაიხუტა, გადაკოცნა. შემდეგ სახეზე ღიმილი შეეყინა. ახალმოსულს მიაჩერდა და ჰკითხა:
– ხომ მშვიდობა გაქვთ, შვილო, ოჯახში?
– კი. ოჯახში მშვიდობა გვაქვს, ძია ბესო. არ ინერვიულოთ, – მიუგო გოგონამ და დაამატა, – ყველანი კარგად არიან.
გაბისონიამ თავი გააქნია. შვებით ამოისუნთქა და თქვა:
– მადლობა ღმერთს. კინაღამ გული გამისკდა. შენი დანახვა ძალიან გამიხარდა. შემდეგ რომ გავიაზრე აქ რატომ მოხვედი, თან სახეზე შეგხედე, ვიფიქრე, რამე ხომ არ შეემთხვათ-მეთქი.
– ოჯახში მშვიდობაა, ძია ბესო. მე მაქვს თქვენთან საქმე, – უთხრა გოგონამ გაბისონიას.
გაბისონიამ ნატოს სავარძელზე მიუთითა, დაჯექიო. თავად მის წინ მოკალათდა და უთხრა:
– გისმენ, ნატუკა. თქვი, შვილო, რა საქმე გაქვს ჩემთან.
– ძია ბესო, თქვენთან მე დახმარებისთვის მოვედი, მაგრამ უნდა გთხოვოთ, რომ ჩვენი საუბრის შინაარსი არავის მოუყვეთ, პირველ რიგში, ჩემებს, – თქვა გოგონამ და დააყოლა, – მპირდებით?
– გპირდები. გისმენ, – მოკლედ თქვა ბესიკ გაბისონიამ და გოგონას მიაჩერდა.
– ძია ბესო, მინდა, რომ ჩემი უახლოესი ადამიანის დაღუპვის ამბავი გამოიძიოთ. ხოლო, რაც შეეხება ანაზღაურებას, რაც საჭიროა, იმდენს გადავიხდი, – თქვა ნატომ.
გაბისონიას ჩაეცინა და გოგონას უთხრა:
– შე მამაძაღლო, რა ფულზე მელაპარაკები, არ გრცხვენია? აბა, მომიყევი ყველაფერს, მე ყურადღებით გისმენ.
– გოგონამ პაუზა გააკეთა და თქვა:
– ზუსტად ორი კვირის წინ, თექვსმეტ ივლისს ღამის პირველიდან ორ საათამდე მცხეთაში, არაგვის ხიდიდან ჩემი მეგობარი, ზეზვა გიგაური მანქანით მდინარეში გადავარდა და დაიღუპა. პოლიციამ რომ ეს საქმე მოიკვლია, თქვა, – უბედური შემთხვევაა, მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, თან ნასვამიც იყოო. მე კი ამის არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ზეზვა მოკლეს.
ნატო გაჩუმდა და გაბისონიას შეხედა. ბესომ კი იკითხა:
– შეიძლება, კითხვები დაგისვა?
– რა თქმა უნდა, ძია ბესო, გისმენთ, – უთხრა ნატომ.
– ოღონდ, იცოდე, შვილო, რომ ყველაფერზე გულწრფელი პასუხები უნდა გამცე. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა, – გააფრთხილა გაბისონიამ.
– დიახ. მკითხეთ, –  თქვა ნატომ.
გაბისონიამ გოგონას თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:
– ზუსტად მითხარი, ვინ იყო შენთვის ზეზვა გიგაური.
– შეყვარებული, – თქვა ნატომ.
– ნატუკა, შვილო, ზუსტად მითხარი, როგორი სიახლოვე გქონდათ ერთმანეთთან და რამდენი ხნის განმავლობაში, – იკითხა გაბისონიამ.
გოგონამ კი მშვიდად უპასუხა:
– ზეზვა ზუსტად ერთი წლის წინ გავიცანი. სამი თვის წინ ერთმანეთთან ინტიმური კავშირი დავამყარეთ და მისგან ფეხმძიმედ ვარ.
ამ სიტყვების გაგონებაზე ბესიკ გაბისონია შინაგანად ძალიან დაიძაბა. თუმცა მას პროფესიონალიზმმა სძლია და ნატოს ჰკითხა:
– რა პროფესიის იყო ზეზვა და გარდაცვალებამდე რას საქმიანობდა?
– სუპერკლასის პროგრამისტი და კომპიუტერის სპეციალისტი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ანუ, რაც მე გავიცანი, როგორც თვითონ მეუბნებოდა, კერძო შეკვეთებს ასრულებდა და კომპიუტერულ პროგრამებს წერდა. მაგრამ ვის და რას უკეთებდა, არ აკონკრეტებდა. არც მე ვეკითხებოდი. მანამდე კი ფირმა „შარმი და შარმი პლუსში“ მუშაობდა, მაგრამ იქიდან წამოვიდა, თუმცა თვეში ორი ათასი დოლარი ჰქონდა ხელფასი. ასე მითხრა, კერძო შეკვეთებში ბევრად მეტი იშოვებაო და მართლაც ორასი ათასი დოლარი ჰქონდა მოგროვილი, რასაც საიდუმლო სამალავში ვინახავდით. ამიტომ გითხარით, ძია ბესო, ფულს გადავიხდი-მეთქი. საბურთალოზე, ახალაშენებული ბინა ვიქირავეთ და ფულიც იქ დევს, სეიფში.
– გასაგებია, – თქვა გაბისონიამ და დაამატა, – ფულის შესახებ კიდევ ვინ იცის თქვენ გარდა?
– მეტმა არავინ, – თქვა ნატომ.
– ზეზვას დედ-მამა, დედმამიშვილები და ახლო ნათესავები თუ ჰყავს? იკითხა გაბისონიამ, ნატომ კი მიუგო:
– უფროსი და ჰყავს, გათხოვილი და დედა. მამა კი აფხაზეთის ომში დაეღუპა.
– ახლა ის მითხარი, რატომ ფიქრობ, რომ ზეზვა უბედური შემთხვევის შედეგად არ დაღუპულა და რომ მოკლეს?
– კი. მოკლეს. დარწმუნებული ვარ, რომ ზეზვა მოკლეს, – თქვა ნატომ.
– რატომ ფიქრობ, რომ მოკლეს? ვის და რის გამო უნდა მოეკლა ის? – გაიმეორა გაბისონიამ.
– ზეზვას მკვლელობა მის საქმიანობასთანაა დაკავშირებული და ამაში დარწმუნებული ვარ, ძია ბესო. ზეზვას ძალიან გასაიდუმლოებული ჰქონდა თავისი საქმიანობა და ჩემი აზრით, ის უკანონობას სჩადიოდა, რაშიც დიდ ფულს უხდიდნენ. ეს – ერთი, – თქვა ნატომ, ამოიხვნეშა და დაამატა, – მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ზეზვა საუცხოოდ ატარებდა მანქანას და თავისით არ გადაიჩეხებოდა ხიდიდან. ზეზვა არასოდეს სვამდა საჭესთან და საერთოდ არ უყვარდა დალევა. ისეთი ხმა გავრცელდა, რომ თითქოს ზეზვა დღეობაზე მიდიოდა ფშავში იმ ღამეს და ეს ტყუილია. ეს ხმები ვინ გაავრცელა არ ვიცი, მაგრამ ტყუილია და იმ ვერსიის გასამყარებლადაა მოგონილი, რომ უბედური შემთხვევა დამაჯერებელი ჩანდეს.. წელს ზეზვა არ აპირებდა ფშავში ასვლას, თუმცა ყოველ წელს დადიოდა და ეს ყველამ იცოდა. იმ დღეს, თხუთმეტ ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო საფრანგეთი-ხორვატია და ერთად ვუყურეთ ნაქირავებ ბინაში. თამაში საღამოს შვიდ საათზე დაიწყო და მთელი მატჩის განმავლობაში ზეზვას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მხოლოდ თერთმეტზე ჩართო, როდესაც რეპორტაჟი დამთავრდა, – თქვა ნატომ.
– რატომ ჰქონდა ტელეფონი გამორთული? – ჰკითხა გაბისონიამ.
– იმიტომ, რომ ერთად გვეყურებინა და არავის შეეწუხებინა. ზეზვა საფრანგეთის ფანი იყო. ურეკავდნენ და ფანკლუბში ეპატიჟებოდნენ. მას კი ჩემთან ერთად უნდოდა ყურება, – თქვა ნატომ და პაუზის მერე დაამატა, – თერთმეტზე რომ ტელეფონი ჩართო, უკვე ბინიდან გავდიოდით. მას სახლში უნდა მივეყვანე. ჩემებმა ასე იცოდნენ, რომ ფინალის საყურებლად ფანკლუბში ვიყავი. მოკლედ, ტელეფონი რომ ჩართო, ეგრევე ვიღაცამ დაურეკა და ზეზვამ უთხრა, – ნახევარ საათში მოვალო. რომ ვკითხე, – ვინ იყო-მეთქი, მიპასუხა, – ერთი შეკვეთის ფული მაქვს ასაღები და ამის გამო დამირეკესო. მეტი არაფერი უთქვამს და არც მე მიკითხავს. სახლთან რომ ჩამომსვა, მითხრა, – დილით სახლში გელოდებიო და წავიდა. დილით მართლაც მივედი ნაქირავებ ბინაში და რომ არ მოვიდა, დავურეკე და პოლიციელმა მითხრა, – წუხელ ავტოავარიაში დაიღუპაო. აი, ასე იყო ყველაფერი და პირველივე შეხედვიდანაც აშკარაა, რომ ზეზვა ვიღაცამ მოკლა.
– ჰო, ეს სხვა საქმეა, – თავი გააქნია ბესიკ გაბისონიამ და დაამატა, – ფშავში წასვლას არ აპირებდა და ამბობენ, – ფშავში მიდიოდაო. შენ რასაც მიყვები, შენივე თქმით, პოლიციამ იმის საწინააღმდეგო დაადგინა. შვილო, ნატუკა, ხომ არაფერი გეშლება და ყველაფერი ხომ მართლა ისე იყო, როგორც მომიყევი.
– დიახ, ძია ბესო, ყველაფერი ზუსტად ასე იყო. პოლიციისთვის რომ ჩვენება მიმეცა, მაშინ ყველაფერი, ჩვენი ურთიერთობის ამბავიც უნდა მომეყოლა და ეს არ მაწყობს. აი, სწორედ ამიტომ მოგმართეთ თქვენ, – თქვა ნატომ.
– ნატუკა, ერთი ის მითხარი, ვინმეზე ხომ არ გაქვს ეჭვი? – ჰკითხა გაბისონიამ, ნატომ კი თავი გააქნია:
– არა, ძია ბესო, არავისზე. ზეზვას თითქმის არ ჰყავდა მეგობრები და თუ ჰყავდა კიდეც, მათ მე არ ვიცნობდი.
– კარგი, გასაგებია. ამ საქმეს საფუძვლიანად მოვკიდებ ხელს და ვეცდები, აბსოლუტურად ყველაფერი დავადგინო, – თქვა გაბისონიამ და დაამატა, – ნატუკა, შვილო, ერთი კითხვა მაქვს და ნუ მიწყენ.
– გისმენთ, ძია ბესო, – თქვა გოგონამ.
– ნატუკა, შვილო, ნაყოფს რას უპირებ? – იკითხა გაბისონიამ და გოგონას მუცელზე მიანიშნა.
– ალბათ, გავაჩენ, ძია ბესო. მე და ზეზვას სიგიჟემდე  გვიყვარდა ერთმანეთი. როდესაც გაიგო, ფეხმძიმედ ვიყავი, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, – თქვა გოგონამ და თვალები აუცრემლდა.
– ნატუკა, თქვენი ურთიერთობის შესახებ ვინ იცის და რა დონეზე? – თქვა გაბისონიამ.
– არავინ არაფერი იცის, ძია ბესო. არც მე მითქვამს ვინმესთვის და არც ზეზვას. მალე დაქორწინებას ვაპირებდით და ჩვენიანებისთვის სიურპრიზის გაკეთება გვინდოდა. ჰო, მართლა, იმ დღეს, ფეხბურთის ყურების დროს ზეზვამ მითხრა, – ჩვენი ურთიერთობები არავისთან „გააბაზროო“ და მერე დაამატა, – ვინმემ რომ შეიტყოს სიურპრიზი აღარ გამოგვივაო. მე არაფერი მითქვამს და ყურადღებაც კი არ მიმიქცევია ამისთვის, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ზეზვას ეშინოდა, მის გამო რამე არ მომსვლოდა და ეს ამიტომ მითხრა.
– რატომ ფიქრობ ასე, ნატუკა? – იკითხა გაბისონიამ, ნატომ კი უთხრა:
– ზუსტად არ ვიცი, ძია ბესო, მაგრამ მასე მგონია, – მიუგო ნატომ.
– ესე იგი, შენი აზრით, ზეზვა გრძნობდა, რომ მას და მის ახლობლებს მის გამო საფრთხე ელოდათ? – თქვა გაბისონიამ.
– დიახ. მასე მგონია, ძია ბესო, – დაუდასტურა გოგონამ.
– კარგი. მეტი კითხვა ჯერჯერობით არ მაქვს და შეგიძლია, წახვიდე. და კიდევ, არ გაშინებ, თუმცა გეტყვი, რომ ფრთხილად იყავი. შენიანებს არ მოშორდე. ხოლო თუკი რაიმე საეჭვო შენიშნე, მაგალითად, თუკი უცხომ დაგირეკა ან თუნდაც ახლობელმა და მისი ლაპარაკი საეჭვოდ მოგეჩვენა, თუკი შენიშნე, რომ ვინმე გითვალთვალებს და ამგვარები, მაშინვე დამირეკე და მითხარი. ძირითადად კი სახლში იყავი. გასაგებია? – თქვა გაბისონიამ.
– დიახ. გასაგებია, ძია ბესო, – მიუგო ნატომ.
– მანქანით ხარ?
– დიახ.
– თუ გინდა, მე მიგიყვან სახლში.
– არა, ძია ბესო. მე თვითონ მივალ. არ მგონია, რომ ვინმე კუდზე მაჯდეს.
– კარგი, შვილო. შეხვედრამდე, – უთხრა ბესიკ გაბისონიამ ნატო მელაძეს. გადაკოცნა და კაბინეტიდან გაისტუმრა. შემდეგ ერთ-ერთი ოთახიდან ახალგაზრდა გამოიხმო და უთხრა:
– თოკა, ჩვენგან ქუჩაში რომ შავჯინსიანი ლამაზი გოგონა გავიდა, „ბეემვეს“ „ჯიპით“ წავა და ძალიან ფრთხილად გაყევი უკან. იცოდე, არ შეგამჩნიოს, რომ „ხვოსტავ“. ვაკეში, მრგვალ ბაღთან უნდა მივიდეს და მას მერე გამობრუნდი უკან, როდესაც მანქანას „გარაჟში“ დააყენებს და სახლში შევა. გასაგებია?
– დიახ. გასაგებია, ბატონო ბესო, – თქვა ახალგაზრდამ და შენობიდან გავიდა.
ბესიკ გაბისონია კაბინეტში შებრუნდა. სავარძელში ჩაჯდა და ჩაფიქრდა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ კი გაბისონიას ნატო მელაძემ დაურეკა და უთხრა:
– ძია ბესო, „დინამო“ სტადიონთან შევნიშნე, რომ შავი „ბეემვე“ მაჯდა კუდზე. აი, ეს ნომერია, ჩაიწერეთ. სახლამდე მდია და მხოლოდ მას მერე წავიდა, როდესაც მანქანა „გარაჟში“ დავაყენე და სახლში შევედი. არც შემშინებია. რომ დავრწმუნებულიყავი, არ ვცდებოდი, სამი მანევრი ჩავატარე და სამჯერვე კუდზე მაჯდა.
– ყოჩაღ, ნატუკა, კარგი გოგო ხარ. ისე კი, ჩემი თანამშრომელი იყო და მე გამოგაყოლე უსაფრთხოებისთვის. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, – თქვა გაბისონიამ და ტელეფონი გათიშა.
45 წლის ბესო გაბისონია პოლიციის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი იყო და კერძო დეტექტიურ სააგენტოს ფლობდა. ის 24 წლის ნატო მელაძის მამის, გურამის ბავშვობის ძმაკაცი და ნატოს 22 წლის ძმის, კოტეს ნათლია იყო. გურამ მელაძე კი პოლიციის პოლკოვნიკი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და ძალოვანი სისტემის ერთ-ერთ გამორჩეულ თანამშრომლად ითვლებოდა. 28 წლის თორნიკე მახარაძემ, იურიდიული დაამთავრა, ოთხი წელიწადი სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურში იმსახურა, ავღანეთის ბოლო მისიიდან დაბრუნებულმა კი კონტრაქტი აღარ გააგრძელა და ბესიკ გაბისონიასთან დაიწყო მუშაობა დეტექტივად. თორნიკე რომ ოფისში დაბრუნდა, გაბისონიამ ის თავისთან იხმო და სიცილით უთხრა:
– ეჰ, თოკა, თოკა, შენც ხარ რა შერლოკ ჰოლმსი. ხომ გითხარი, ფრთხილად „დახვოსტე-მეთქი“. ამ გოგომ კი ჯერ კიდევ „დინამოს“ სტადიონთან შეგამჩნია და შენი მონაცემები გადმომცა.
თორნიკე წამოწითლდა და უხმოდ დაღუნა თავი. გაბისონიამ კი უთხრა:
– არა უშავს. სხვა დროს უფრო ფრთხილად იქნები. ახლა კი სავარძელში მოთავსდი და ყურადღებით მომისმინე. ძალიან საიდუმლო საქმე უნდა დაგავალო და იცოდე, არ შემარცხვინო.
გაბისონიამ თორნიკე მახარაძეს ნატოს მონათხრობი მოუყვა და ზეზვა გიგაურის დაღუპვის საქმის გამოძიების დეტალური გეგმა დაუდო წინ. იქ ეწერა, თუ რა თანამიმდევრობით უნდა ემოქმედა ახალგაზრდა დეტექტივს. თორნიკე მახარაძის როლი ჯერჯერობით კურიერის ფუნქციებით შემოიფარგლებოდა და მას გაბისონიასთან ის მასალები უნდა მიეტანა, რაც პოლიციის მოკვლევის საქმეში იდო. ბესიკ გაბისონიას უამრავი ნაცნობი ჰყავდა, როგორც ძველ კოლეგებში, ასევე საექსპერტო ბიუროში და ამიტომ საბუთების ასლების მოპოვება ყოფილ ვიცე-პოლკოვნიკს არ უჭირდა. მით უმეტეს, ისეთ საქმეზე, სადაც ყველაფერი „ნათელი“ იყო და სწორედ, ასეთი საქმეების კატეგორიას მიეკუთვნებოდა ზეზვა გიგაურის დაღუპვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3