კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 შეხედე გვერდიდან

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ეს ტესტი  დაგეხმარებათ, გვერდიდან შეხედოთ თქვენს ოჯახურ მდგომარეობას და გადაწყვიტოთ,  ბედნიერი ქორწინება გაქვთ  თუ არა. გააცნობიერებთ,  როგორ მოიქცეთ, რომ ურთიერთობა გაცილებით თბილი, უშუალო გახდეს.
იყავით გულახდილი პასუხების გაცემისას. უპასუხეთ კი  ან  არა.
* ხვდებით  მეგობრებს ცალ-ცალკე?
თუ პასუხი არის არა,  თქვენ მხოლოდ მიწებებული ხართ ერთმანეთზე. არ გაქვთ საერთო ინტერესები. ეს კი ნიშნავს ავადმყოფურ დამოკიდებულებას. არაფერია ცუდი იმაში, თუ ხანდახან დროს ცალკე გაატარებთ. ნუ შეგეშინდებათ ამის. ჯანსაღი ურთიერთობა აუცილებლად გულისხმობს რაღაც საერთოს ინტერესებში.  
* შეეცვალა თუ არა ბოლო დროს ჩვევები ერთ-ერთ თქვენგანს?
თუ პასუხი დადებითია, ძალიან ნუ გაგეხარდებათ.  დაფიქრდით,  ხომ არ ნიშნავს ეს დაღლილობას, სტრესს და რუტინის შეცვლის მცდელობას.
* კარგად  არ  მიდის თქვენი ურთიერთობა?  
გულწრფელი პასუხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უმეტესობას ურჩევნია, თავის თავს დაუსვას ეს შეკითხვა. პასუხი შეგიძლიათ, ხმამაღლა არ თქვათ – უბრალოდ, გაეხსენით საკუთარ თავს.
* გახსოვთ, ბოლოს როდის მოეხვიეთ ერთმანეთს?  
ეს მნიშვნელოვანი მარკერია, რადგან ჩახუტება ეხმარება ორგანიზმს, გამოიმუშაოს ბედნიერებისა და კმაყოფილების ჰორმონი – ოქსიტოცინი. თუ ერთი თვეა, ეს არ გაგიკეთებიათ, სასწრაფოდ მიიღეთ  ზომები: გაეცით პასუხი შეკითხვას – რატომ მოხდა ასე.
* იცით, როგორია თქვენი სიყვარულის ენა?
თქვენი პარტნიორისთვის სიყვარულის ყველაზე ნათელი გამოხატულება იქნება ერთობლივი სამუშაო, სხეულით კონტაქტი, საჩუქრები ან სიტყვიერი მოფერება.  გაქვთ ეს ყველაფერი?

скачать dle 11.3