კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 5 დეკემბერს, ღამის საათებში. საქმიანობის მხრივ არ მიმართლებს. გთხოვთ, მირჩიოთ, რას მოვკიდო ხელი, რომ წარმატებას მივაღწიო. კონკრეტულად რომელი საქმიანობის სფეროა ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: მედიცინიდან – ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, ასევე, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ან გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო კვლევა. ამ სფეროებში გაცილებით მეტი წარმატებების მიღწევის შანსები გაქვთ.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 28 დეკემბერს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დავუკავშირო ბედი, რომ პირად ცხოვრებაში ბედნიერი ვიყო?
პასუხი: თქვენთვის სასურველი პარტნიორები არიან: თხის რქა, ლომი, ვერძი, მერწყული და სასწორი. ნუ აჩქარდებით ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობისას. კარგად დააკვირდით, გაამახვილეთ ინტუიცია, უსმინეთ მას და შემდგომ გამოიტანეთ დასკვნა, მისაღებია თუ არა ის თქვენთვის. სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა კი, საშუალოა.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2005 წლის 22 ნოემბერს, ღამის 1 საათზე. რომელ პროფესიაში მიაღწევს ის წარმატებებს?
პასუხი: რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, მისთვის ასეთებია: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, არქიტექტურა, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, საიუველირო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება.
скачать dle 11.3