კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რა გავლენას ახდენს არასწორ დროს დაკრეფილი და დაწურული ყურძენი

  ზაფხული მიიწურა, დადგა შემოდგომა და სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა მოწეული მოსავლის დაბინავებაზე დაიწყეს ფიქრი. ამ მხრივ კი აუცილებელია, გაითვალისწინოთ მთვარის ფაზები და ზუსტად გაარკვიოთ, როდის ჯობს მოსავლის აღება, დაბინავება, ღვინის დაწურვა... რადგან არსებობს დღეები, როცა მოსავლის აღება ცუდია, ან პირიქით – კარგია.
  ყურძნის მოსავლის აღებაზე, დაწურვაზე, ღვინის დალევასა და ნაბახუსევზეც კი, მთვარე აგებს პასუხს. ამიტომ, გირჩევთ, მეტი ყურადღებით მოეკიდოთ მოსავლის აღება-დაბინავებას, რათა შემდგომში ბარაქაც ნახოთ და საკუთარი ხელით მოყვანილი ყურძნით დაწურული ღვინით ისიამოვნოთ.
  მთვარის ფაზები უდიდეს ზეგავლენას ახდენს ნათეს კულტურებსა და ზოგადად მცენარეებზე. მთვარეს აქვს ოთხი ფაზა: აღმავალი მთვარე, რომელშიც შედის 14 დღე და იწყება ახალი მთვარიდან – ეს ფაზაც იყოფა ორ ნაწილად. შემდეგი 14 დღე არის დაღმავალი ფაზა, ანუ სავსე მთვარიდან – ახალ მთვარემდე. ეს ფაზაც ორ ნაწილად იყოფა, ანუ ერთი თვის განმავლობაში არის აღმავალი და დაღმავალი მთვარის ფაზები. აღმავალი ფაზის პერიოდში მცენარე მეტად წვნიანია, დაღმავალის დროს კი წვენი ფესვებისკენ მიდის. აღმავალ ფაზაში, ანუ ახალი მთვარიდან ორი კვირის განმავლობაში, დაკრეფილი ხილი თუ ყურძენი, საღადაც გამოიყურება და წვნიანიცაა. ამ ორი კვირის შემდეგ კი ნაყოფს წვენი აკლდება, იფიტება და მისი მოკრეფა არ არის რეკომენდებული. თუმცა, თუ მისი შენახვა გსურთ, მაშინ ხილი დაღმავალ ფაზაში უნდა მოკრიფოთ და ის გვიან გაზაფხულამდე გაძლებს.
  ასევე, არსებობს მთვარის სატანური დღეები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მოსავლის აღება-დაბინავების პროცესში. ესენია ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე და ოცდამეცხრე დღე. ამ დროს მთვარიდან დედამიწაზე ნეგატიური ენერგია მოდის, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუარესებას, კონფლიქტებს, ტრავმებს, ავარიებს, გუნება-განწყობის გაუარესებას. ეს, ასევე, ნეგატიურად აისახება მცენარეებზეც, რადგან მათი დამოკიდებულება მეტად ფაქიზია მთვარის ენერგიების მიმართ. იმ დღეებში, როცა მთვარიდან ნეგატიური ენერგია მოდის, თავისთავად, ის ამ ენერგიით ავსებს ხილს, მაგალითად, ვაზს და ის წვენი, რომელიც გამოიყოფა ყურძნის მტევნიდან, მთვარის ნეგატიური ენერგიითაა გაჯერებული. ახალი მთვარის დღე ძალიან მძიმეა. ამის დამადასტურებელია სატანური დღეები, როცა მძიმე, ნეგატიური ენერგია კოსმოსიდან მოდის. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ამ დღეებში არ დაკრიფოთ ყურძენი, არც დაწუროთ და არც შეინახოთ. ნეგატიურ დღეებში დაკრეფილ-დაწურული ყურძენი, ადამიანის ცუდი სიმთვრალის გარანტიაცაა. მზის დაბნელების დღეებში დაწურულ ღვინოში დიდი აგრესია და ნეგატიური ენერგია დევს. თუ მას ახალ მთვარეზე ან სატანურ დღეს დალევთ, მაშინ პათოლოგიური სიმთვრალე ნამდვილად გელით. ანუ, ღვინო ამ დროს აგრესიას დებს თქვენში და ის აუცილებლად გახდება სხვებთან დაპირისპირების, ჩხუბისა და აყალმაყალის მიზეზი. ასე რომ, არასასურველ დროს დაკრეფილ-დაწურული ყურძენი და მისი ნაჟური საწამლავად გექცევათ.
  თეთრი ყურძნისგან დაწურული ღვინო, „ინ“ ენერგიის მატარებელია, ამიტომ ის არ არის დიდი აგრესიის მომტანი და არც გულს აწვება. შესაბამისად, მისი ხანგრძლივად სმა, ადვილად ასატანია ადამიანის ორგანიზმისთვის. შავი ყურძნისგან დაწურული შავი ღვინო კი „იან“ ენერგიის მატარებელია და ამიტომ, ამ ღვინით ქეიფი და თრობა, სარისკოა. თუმცა, გარკვეული დოზით მისი მიღება წამალია, დიდი რაოდენობით სმა კი – საწამლავი.
  თუ ახლა აპირებთ ვაზის მოშენებას, ის უნდა ჩაიყაროს ახალ მთვარეზე. ამ დროში იგულისხმება, ახალ მთვარემდე თორმეტი საათი და ახალი მთვარიდან თორმეტი საათი. ანუ, ახალი მთვარიდან თორმეტი საათი რომ გავა, ამის შემდგომი დღე და მეორე დღე კარგია ვაზის ჩასაყრელად. ვაზის გასხვლა კი სასურველია კლებადი მთვარის დროს. ამ დროს გაითვალისწინეთ, რომ ეს არ ეხება ახალგაზრდა, სამ წლამდე ვაზს. ის უნდა გასხლათ ახალი მთვარიდან თორმეტი საათის შემდეგ, რათა მისმა სითხემ თავისუფლად იდინოს და არ ჩადგეს. გასხვლა და გაფურჩქვნა რეკომენდებულია სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდში, სასუქით ნიადაგის განაყოფიერება კი – დაღმავალ მთვარეზე.
скачать dle 11.3