კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ გააცურა სტალინმა დასავლეთი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  სტალინი გენიალური ადამიანი იყო, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული და ეს ნიჭიერება მან დიდ პოლიტიკაში გამოავლინა... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი მოისეი ზოლოტორიოვი წერს: „სტალინს ისევე თავისუფლად შეეძლო გამხდარიყო მსოფლიო მასშტაბის ისეთივე დონის გენიალური ლიტერატორი ან მსახიობი, როგორიც პოლიტიკოსი იყო. თუმცა, ფორტუნამ, ბედისწერამ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილს გენიალური პოლიტიკოსობა დაუბედა და მან ეს მისია შესანიშნავად შეასრულა – გადაიქცა რა პატარა სოსელოდან დიდ სტალინად, დედამიწის ერთ მეექვსედზე ძლიერი სახელმწიფო შექმნა, რომელსაც დღემდე არ აქვს ანალოგი... გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „ნიშანდობლივია, რომ თავისი მრავალმხრივი, გენიალური ნიჭი სტალინმა სწორედ პოლიტიკაში გამოავლინა. პოლიტიკა ხომ ცხოვრების ყველა სფეროს აერთიანებს. სტალინი კი ისეთი პოლიტიკოსი გახდა, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეეძლო, ჩასწვდომოდა ურთულეს ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებს, სამხედრო-სტრატეგიულ დოქტრინებსა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერთან ერთად სტალინს პოლიტიკური სვლების გათვლის გროსმეისტერული უნარი ჰქონდა, რაც იდეალურ თანხვედრაში მოდიოდა მის დიპლომატიურ ტალანტთან. ეს კი მას უდიდეს უპირატესობას აძლევდა ოპონენტებთან ბრძოლაში და სტალინმა არაერთგზის დაამტკიცა ყოველივე.“
  სტალინს ჯერ კიდევ იატაკქვეშა რევოლუციონრობის დროს მიზანმიმართული, მყარი გეგმა ჰქონდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ცხოვრებაში და ეს მან საუცხოოდ შეასრულა. ჯერ კიდევ პატარა სოსო ოცნებობდა ისეთი ქვეყნის შექმნაზე, სადაც ადამიანები თანასწორები იქნებოდნენ და სტალინმა მოახერხა ასეთი ქვეყნის ფორმირება.
  გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ლენინის მიზანი ბევრად უფრო ვიწრო და ლოკალური იყო, ვიდრე სტალინისა. ლენინი ინტელიგენტური ოჯახის შვილი იყო. გაჭირვების ფასი არ იცოდა და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გახდა  რევოლუციონერი, რომ სიკვდილით დასჯილი ძმის გამო რომანოვებზე ეძია შური, რომლებიც ერთიანად გაწყვიტა. აი, სტალინი კი სულ სხვა, უფრო ფართო ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით ხელმძღვანელობდა და იდეალური სახელმწიფოს, თანასწორუფლებიანი საზოგადოების მშენებლობისკენ ეჭირა გეზი. თუმცა, „პერმანენტული მსოფლიო რევოლუციის“ მქადაგებელი ლევ ტროცკისგან განსხვავებით, მან კარგად უწყოდა, რომ ჯერ საკუთარი სახელმწიფო უნდა აეღორძინებინა და შემდეგ ეზრუნა სხვებზე. აი, სწორედ ამიტომ გამოაცხადა სტალინმა დოქტრინა სოციალიზმის აშენების შესახებ ცალკეულ ქვეყნებში და პირველი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი.“
  ტროცკისგან განსხვავებით სტალინმა კარგად იცოდა, რომ საჭირო იყო სწრაფი ინდუსტრიალიზაცია. მართალია, საბჭოეთი და რუსეთი უდიდესი, ფაქტობრივად, უშრეტი რესურსების ქვეყანა იყო, მაგრამ ამ რესურსებს გამოყენება სჭირდებოდა. ამისთვის კი, პირველ რიგში, მრეწველობას სჭირდებოდა ჩამოყალიბება და ამას სტალინი საგარეო დახმარების გარეშე ვერ განახორციელებდა. სწორედ ამიტომ გამოაცხადა სტალინმა ზემოთ ნახსენები დოქტრინა და ამით დიდი დიპლომატიური სვლა გააკეთა...
  ვიაჩესლავ მოლოტოვი ამბობდა: „რომელ დახმარებაზე იყო ლაპარაკი, როდესაც საბჭოეთის იდეოლოგიური დოქტრინებით შეშინებული დასავლეთი საპნის მოყიდვაზეც კი უარს გვეუბნებოდა. ჩვენ კი მძლავრი ენერგეტიკული კომპლექსები და დიდი ქარხნები გვჭირდებოდა. ამიტომ, სტალინმა გამოაცხადა, რომ არანაირ მსოფლიო რევოლუციას არ ვაპირებთ და სოციალიზმს მხოლოდ ჩვენთან ვაშენებთო. ამერიკამ, ბრიტანეთმა და სხვა დიდმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა ამის მერე პირი იბრუნეს ჩვენკენ და საბჭოთა კავშირთან ტექნოლოგიური ურთიერთობები დაიწყეს. ამან კი დიდი დახმარება გაგვიწია და ინდუსტრიალიზაციის ისეთი ტემპები ავკრიფეთ, რომ შემდგომ ომმაც კი ვერ გაგვანადგურა.
  აი, სწორედ, აქ იყო დამარხული ძაღლის თავი და იდეოლოგიური შეტევებისა და ეგრეთ წოდებული, „რევოლუციის ექსპორტის“ შეწყვეტის სანაცვლოდ, დასავლეთი მნიშვნელოვნად დაეხმარა სტალინს ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაში. ნიშანდობლივია, რომ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატები, დიდი ბრიტანეთი და კამპანია მიხვდნენ, თუ როგორ გააცურა ისინი სტალინმა, უკვე გვიან იყო. სტალინი და საბჭოეთი ვერც მათ მიერ მხარდაჭერილმა და წაქეზებულმა ჰიტლერმა გატეხა წელში.
  დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ჰიტლერი რომ წმინდა წყლის დასავლური პროექტი იყო, ამას წყალი არ გაუვა. სტალინმა კი ამ პროექტის არსს  თავიდანვე აუღო ალღო და ისე მოიქცა, რომ როდესაც მიხვდნენ სტალინს ვერ აჯობებდნენ, უკვე გვიან იყო. მართალია, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა დიდი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ სარგებელიც დიდი იყო და ჩიტი ბდღვნად ღირდა.“
  შესაძლოა, დაეთანხმო სტალინის ბიოგრაფ გენერალს და შესაძლოა, არა, მაგრამ ცალსახაა, რომ ყველა ქმედება, რაც სტალინმა მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან თავის გარდაცვალებამდე განახორციელა, აბსოლუტურად სწორი იყო. ის მოქმედებდა გააზრებულად და ფაქტობრივად, გრანდიოზული გეგმები ჩაუგდო ანგლო-საქსებს, რომლებიც ორი დიდი ქვეყნის ერთმანეთთან შეჯახებით ორივეს განადგურებასა და დიდი სარგებლის ნახვას გეგმავდნენ. თუმცა, არ გამოუვიდათ.

скачать dle 11.3