კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ჭეშმარიტების გზაზე

სულიერი ცხოვრების შესახებ
ზოგჯერ ვამბობ, რომ სიყვარული გვაქვს, მაგრამ სადამდე? კაცი სულიერ სიყვარულში მაშინ წარემატება, როდესაც მთელ სამყაროს ისე უყურებს, როგორც თავის ძმებს. დაე, ყოველმა ადამიანმა იცოდეს, კერპთაყვანისმცემელი ან იეღოვას მოწმე ხორციელად მაინც ჩვენი ძმაა. მაგრამ, ბუნებრივია, არა სულით, რომლითაც ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. მასზე უნდა ვტიროდეთ. ისევ და ისევ, თუ მართლმადიდებელი იეღოვას მოწმე ან პაპისტი გახდება, მასზე უნდა ვიტიროთ. ახლა იმდენი მილიონი არამართლმადიდებელია და განა მე ოდნავ მაინც მიტირია? შესაბამისად, ძალზე შორს ვარ ჭეშმარიტი სიყვარულისგან.
მდუმარების შესახებ
როცა მდუმარებას მივაღწევთ, მაშინ გამოგვიჩნდება უდაბნოც. უდაბნო ადგილი როდია. უდაბნოში სული ვნებებისგან უნდა გავითავისუფლო. როცა უდაბნოს ჩემს სურვილებს მოვარგებ, მაშინ უდაბნოში არ ვცხოვრობ. უდაბნომ უნდა შემცვალოს. სამყაროში არავის ძალუძს, ბევრ საქმეში წარემატოს. საკმარისია, ადამიანი ცდილობდეს, დაინახოს, რა ვნებს. თუ ამას დაინახავს, შესაძლოა, ბევრ რამეში წარემატოს.
***
გარეგნული მდუმარება ზომიერ და გააზრებულ ასკეზთან ერთად ძალზე სწრაფად მოიტანს შინაგან მდუმარებასაც (სულიერ სიმშვიდეს), რომელიც აუცილებელი საფუძველია ფაქიზი სულიერი სამუშაოსთვის, რამეთუ, რაც მეტად განეშორება ვინმე სამყაროს, მით მეტად დაშორდება მას სამყარო და განიდევნებიან კრული ზრახვები. ადამიანის გონება განიწმინდება და ღვთის კაცი ხდება.
***
თავისთავად მდუმარება იდუმალი ლოცვაა და ძალზე ეხმარება გარეგნულ ლოცვას, როგორც სუნთქვა, რომელიც შეუმჩნეველი, მაგრამ ადამიანისთვის აუცილებელია.
***
მდუმარებას (ამა სოფლისგან განშორება) ძალზე სწრაფად მივყავართ სულში შინაგან მდუმარებასთან ღვაწლითა და განუწყვეტელი ლოცვით; მაშინ უკვე ადამიანი არ ღიზიანდება გარეგნული მოუსვენრობით, რადგან არსებითად, მიწაზე მხოლოდ მისი სხეულია, გონება კი უკვე ზეცაშია.
ღვთის სამსჯავრო
უფალს სურს, რომ ერთი ტალანტის მქონე ადამიანმა ის ორად აქციოს. ორი შესანიშნავია. თუ ორი მისცა – უნდა გააორმაგოს. ოთხი შესანიშნავია, თუ ხუთი უბოძა – ათად უნდა აქციოს. ათი უკვე შესანიშნავი არაა. ხშირად ხდება, რომ სამი ძალიან კარგია, მაგრამ ათი – არა. რამეთუ უფალმა ბრძანა: „ნუ განსჯით გარეგნობის მიხედვით, არამედ მართალი სამსჯავროთი“. ხშირად ვამბობთ, რომ ესა და ეს ადამიანი წმიდანია. საიდან ვიცით, იქნებ რომელიმე დამნაშავემ პასუხი აგოს თავის დანაშაულებზე, „წმიდანმა“ კი – არა.
„სქემონაზონ პაისი ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა“

скачать dle 11.3