კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რატომ არის შფოთი და ზრუნვა ცოდვა და ბოროტება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ადამიანები ყოფის შესამსუბუქებლად ხშირად მივმართავთ ფსიქოლოგებს, ეგრეთ წოდებულ, „ქოუჩებს“, ვიყენებთ სხვადასხვა მეთოდებს, ეგრეთ წოდებულ, ტექნიკებს, ვსწავლობთ პოზიტიურ აზროვნებას, ვიმეორებთ აფირმაციებს. ამაში ბევრი დროც იხარჯება და ფულიც, თუმცა რეალური გასაღები ქრისტიანობაშია, თანაც – სრულიად უფასოდ. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან წუთისოფლის რყევები და გავთავისუფლდეთ შფოთისგან? – ამ თემას დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახურთან, მამა გურამთან (ოთხოზორია) განვიხილავთ.
– რატომ შფოთავენ ადამიანები გამუდმებით?
– შფოთი, ზრუნვა ადამიანისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა. მისი ბუნებრივი მდგომარეობაა ის, რასაც გამოხატავს ფიზიკის – ენერგიის მინიმუმის – კანონი, ანუ ყველაფერი მიისწრაფვის დაცხრომისკენ. შესაბამისად, ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა დაცხრომაა და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, თითოეული ადამიანის შფოთისა და ზრუნვის მიზანია, რომ ერთხელაც დაცხრეს. არც ერთი ადამიანი ნაბიჯს არ გადადგამდა, რომ არ ჰქონდეს იმედი, რომ ამ მოქმედებებით ის არ მიაღწევს სიმშვიდეს – ეს იქნება სამსახურის გამოცვლა, დაოჯახება თუ ნებისმიერი რამ. სწორედ ესაა ენერგიის მინიმუმის კანონი – ერთი ელემენტი მეორეს არ შეუერთდება, თუ მისი დაცხრომის ხარისხი შეერთების შემდეგ იმაზე მეტი არ იქნა, ვიდრე შეერთებამდე იყო. ანუ მოქმედება, შფოთი არის საშუალება, რომელსაც მოჰყვება დაცხრომა. ოღონდ სხვა საკითხია, ვაღწევთ თუ არა იმ სიმშვიდეს, რისკენაც მივისწრაფვით და რის გამოც ვშფოთავთ?! სიმშვიდე და დაცხრომა სამყაროს მიმართ ისეთ კვეთაში ყოფნაა, როდესაც ადამიანი მაქსიმალურად უზრუნველ მდგომარეობაშია, აი, როგორ უზრუნველ მდგომარებაშიცაა ბავშვი მდიდარი მშობლების ოჯახში და ეს არის სამოთხის მდგომარეობა. როდესაც იკარგება იდილია, ოქროს კვეთა ღმერთსა და ადამიანს, სამყაროსა და ადამიანს შორის, იკარგება სიმშვიდე. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სიტყვაა „სიმშვიდე“.
– დიახ, მისი ფუძეა „შვიდი“ და ვერ ვხვდებოდი, რატომ შვიდი, სანამ თქვენს ქადაგებაზე არ მოვისმინე, რომ მეშვიდე დღეს დაისვენა ღმერთმა.
– დიახ, მეშვიდე დღეს დაისვენა ღმერთმა, ანუ დაცხრა. ესე იგი, უქმეა, არ შფოთავს, არ ზრუნავს, არ მოქმედებს და სწორედ ეს იწვევს სამოთხისეულ იდილიასა და ნეტარებას. ცოდვა კი არის ის, როდესაც ადამიანი გამოვარდება ამ ოქროს კვთიდან და აი, აქედან იწყება ის, რასაც ჰქვია წუთისოფელი. მას შემდეგ, რაც კაენმა მოკლა თავისი ძმა აბელი, ის დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, რაც ქართულად ნიშნავს „შფოთის ქვეყანას“, ანუ შფოთის მდგომარეობაში მოხვდა. შფოთის პირველსაწყისია შიში და ადამს, როდესაც სამოთხე დაკარგა, ორი გრძნობა გაუჩნდა: შიშისა და სირცხვილის. როგორ უნდა დავთრგუნოთ შიში? თავი უნდა დავიცვათ და, მართლაც, კაენმა ააშენა ქალაქი, რაც შემოღობილ ადგილს ნიშნავს. ანუ თავისსავე შიშს რომ გადაურჩეს, ადამიანს დასჭირდა სიმაგრეები, რაც სამოთხეში მას არ სჭირდებოდა. იქ იდილია ჰქონდა მხეცებთანაც კი და რა მოხდა, როდესაც ადამი გამოიდევნა სამოთხიდან? მხეცები აუმბოხდნენ და კუროსთავები და ეკალბარდები აღმოაცენა მიწამ. ეს არის ადამიანის სულში აღმოცენებული ვნებები, რაც მოჰყვა სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ დაბადებულ შიშსა და დაუცველობას, იმიტომ რომ არ იცნობს ადამი სამყაროს. ეს არ უნდა აღვიქვათ ღმერთის სასჯელად, რადგან ესაა ღმერთის პედაგოგიკა. ღმერთმა არ იცოდა, რა მოხდებოდა? მას არ ჰქონდა სათადარიგო გეგმა, თუ ადამი ვერ შეინარჩუნებდა სამოთხეს და სხვა გზით წავიდოდა?! ის სხვა გზაც ხომ უფლისგანაა?! სხვათა შორის, ისააკ ასური პირდაპირ ამბობს, მაინც მოუწევდა ადამიანს სამოთხის ნეტარების დათმობა, იმიტომ რომ აუთვისებელი დედამიწა იყო ასათვისებელიო. აი, ამ ათვისების პროცესში აწყდება ადამის მოდგმა შეუცნობელ სამყაროს. თუმცა სამყარო კი არ არის შეუცნობელი, არამედ მისი აღქმაა დაუხვეწავი და ადამის მოდგმას აღქმის დახვეწა უწევს სამყაროსთან ჯახით. ბავშვი უმეტესად რატომ ტირის? იმიტომ რომ მის გარშემო ყველაფერი უცხოა და ეს ძაბავს მას, მაგრამ გაცნობის შემდეგ თანდათან ეჩვევა. აი, ასე დაიწყო კაენმაც, შიშისგან თავის დასაცავად ქალაქი ააგო, შემდეგ საომარი იარაღები გამოჭედა, ყველაზე მთავარი – რაც თქვენ დასაწყისში თქვით, ადამიანი სხვადასხვა ტექნიკას იყენებს, რომ თავი დააღწიოს შფოთს და ეს დაიწყო კაენიდან: მან შექმნა მუსიკალური ინსტრუმენტები. როდესაც ბავშვი დედასთანაა, გამრთობი სჭირდება? არა! მაგრამ, როდესაც დედა მიდის, ბავშვს უტოვებენ გამრთობებს, რომლებიც ათასი ხრიკით ცდილობენ, სანამ დედა მივა, ყურადღება გადაატანინონ ბავშვს. აი, ასეთივე ძიძაა ადამიანისთვის წუთისოფელი, რომ ამ უცხო გარემოსთან ბრძოლაში გამოიზარდოს, შედგეს და სრული გაცნობიერებით გონს მოსვლის შემდეგ უკვე, როგორც ზრდასრული ადამიანი, სამოთხის კარს მიადგეს. ქრისტეში მოხდა ასეთი სრული გაცნობიერება. ქრისტე ამბობს, მამა და მე ერთნი ვართ, ანუ შუაში არსებული გაუცხოება გაქრა. დღეს უამრავი შემოთავაზებაა, რომ რასაც გურუები და მოძღვრები წლობით ვარჯიშით აღწევდნენ, ერთ საათში მიგაღწევინებთ, გაგათავისუფლებთ სტრესისა და შფოთისგან... ეს მაცდუნებელია, იმიტომ რომ ყველა მიისწრაფვის იმ მდგომარეობისკენ, რასაც ჰქვია დაცხრომა და სიშვიდე, მაგრამ მართლმადიდებლობაში ამას უნდა მიაღწიო ზრდით, ქრისტეს გზით სიარულითა და ჯვრით. ბოროტების მიტოვების გზაა ამოზრდა, ბოროტება სიჩვილეა და, შესაბამისად, თუ ბავშვს მუდმივად ბავშვად დატოვებ, ის არ გაიზრდება, სკოლა უნდა გაიაროს, მაგრამ გაცნობიერების გარეშე თუ მუდმივად გავართობთ, გაიზრდება მხოლოდ ხორცი, რომელიც მუდმივად გარე გამღიზიანებლებზე იქნება დამოკიდებული. თავისუფლების გზაა სრული გაცნობიერების გზა. ქართულში ხომ ძლიერი სიტყვაა „თავისუფლება“, მაგრამ არანაკლებია შუმერულში, სიტყვა სიტყვით ითარგმნება: „იგი თავის დედას დაუბრუნდა“. დედა არის შენი წიაღი, გაცნობიერება, სანამ გაცნობიერება გაკლია, სულ შფოთში ხარ და ამ დროს ჩვენ გვთავაზობენ მედიტაციებსა თუ ტექნიკურ  საშუალებებს, რომლებსაც დედასთან კი არ მიჰყავხარ, არამედ აქვე გჭყიპავენ, ილუზიას გაჩვენებენ და ადამიანი ვერ უძლებს ამ ცდუნებას, იმიტომ რომ ეს უშრომლად მოდის, მაშინ, როდესაც ნამდვილ დედასთან დაბრუნების გზა გადის ჯვარზე, ისევე, როგორც ოდისევსი გაივლის უამრავ დაბრკოლებას, შიშსა და საცთურს, რომ დაუბრუნდეს თავის წიაღს, თავის პენელოპეს. არჩევანი ჩვენზეა: ტრანკვილიზატორებით ჩავიხშოთ სულის მონატრება თუ პირიქით – ავირჩიოთ ჯვრის გზა, გაცნობიერებით წავიდეთ დედასთან, რადგან, როდესაც კითხვაა შფოთი, მისი პასუხია – სიმშვიდე. ეს შფოთი კი არ უნდა ჩავახშოთ, არამედ პასუხისკენ წავიდეთ, რაც გაგვათავისუფლებს ამ შფოთისგან.


скачать dle 11.3