კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 სექსუალურობის საიდუმლო

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ქალი სექსუალურია იმ შემთხვევაში, თუ ის მოდელივით გამოიყურება, აკმაყოფილებს კონკრეტულ სტანდარტებს და  პარამეტრებს...  მაგრამ ეს ამ ფართო ცნების მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სინამდვილეში, სექსუალურობას სხეულის სილამაზესა და სექსუალურ სამოსზე მეტად განსაზღვრავს ის, რამდენად წარმოაჩენს ქალი საკუთარ თავს.
გთავაზობთ  შვიდ   დეტალს, რომელიც ქალს წარმოუდგენლად მიმზიდველს ხდის.
 თავდაჯერებულობა
თუ ქალი საკუთარ თავში დარწმუნებულია, გარშემო მყოფებიც ირწმუნებენ, რომ ის განსაკუთრებულია. მიაქციეთ ყურადღება სიარულის მანერას: გაიმართეთ, თავი მაღლა ასწიეთ, წინ იყურეთ და გაიღიმეთ.
ქარიზმა
ქალთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მამაკაცებს იდეალური გარეგნობის ქალები მოსწონთ. რეალურ ცხოვრებაში, მსგავსი ლამაზმანები კაცებს აშინებთ. ასეთი ქალები ხშირად მარტოსულები და უბედურები არიან. მამაკაცს უპირველესად ქარიზმა იზიდავს. შინაგანი ძალა, გონიერება და იუმორის კარგი გრძნობა სექსუალურობის საწინდარია.
ვნება
ვნებიანი ქალები ყოველთვის სექსუალურები არიან. ვნება არა მხოლოდ საწინააღმდეგო სქესის მიმართ ვლინდება, არამედ რაიმე ჰობის მიმართაც. ქალი, რომელიც ვნებიანად ეკიდება საყვარელ საქმიანობას, სექსუალურია.
სიკეთე
დღეს საკმაოდ რთულია კეთილი ადამიანის პოვნა. სულის სიღრმეს ვერასოდეს შეცვლის უბადლო გარეგნობა.
იდუმალება
სექსუალური ქალი მუდამ იდუმალია. ის არ იხსნება ბოლომდე. თუმცა, იდუმალებაც, როგორც ყველაფერი დანარჩენი, ზომიერი უნდა იყოს.
ელეგანტურობა
არ არის აუცილებელი, სექსუალური სამოსი ძვირად ღირებული და მეტისმეტად მოტმასნილი იყოს. ქალურად და ელეგანტურად ჩაცმულ, მოვლილ ქალს ვერცერთი მამაკაცი ვერ აუვლის გვერდს.
ინტელექტი
ხშირად გაცნობა ფიზიკური მიმზიდველობით იწყება, მაგრამ თუკი ადამიანს ამის გარდა არაფერი გააჩნია და პარტნიორს ვერაფრით გააკვირვებს, ურთიერთობა ამ ეტაპზე სრულდება. ქალში ყველაზე სექსუალური გონებაა. მამაკაცები აფასებენ ქალს, რომელთანაც ნებისმიერი თემის განხილვა შეიძლება.

უფრო  მარტივები

  მამაკაცები უფრო მარტივები არიან, ვიდრე ქალები.  მათი ტვინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ბევრ გაუგებრობას ქმნის.
კაცების ტვინი მოწყობილობაა, რომელშიც იდეალური წესრიგი სუფევს. ყველაფერი სხვადასხვა ყუთშია ჩალაგებული. სექსი ერთ ყუთში, სპორტი – მეორეში, არის ყუთი ავტომობილებისთვის, ფულისთვის, ისეთი ყუთიც კი არსებობს, სადაც ის სამსახურზე ფიქრებს ინახავს. ბავშვებისთვისაც აქვს ცალკე ყუთი და ქალებისთვისაც.
  და როცა კონკრეტულ შეკითხვას უსვამთ, იმ კონკრეტულ ყუთს ხსნიან, რომელშიც ამ საკითხის შესახებ „მასალები“ ეგულებათ. თანაც ერთი ოქროს წესი აქვთ –  როცა ერთ ყუთს ხსნიან, მეორე ყუთს ხელი არ უნდა ახლონ. სწორედ ამიტომ ისინი  კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს იძლევიან, ისე, რომ კონტექსტი არ ესმით.
 ქალებთან ყველაფერი სხვანაირადაა. ქალის ტვინი ეს ერთმანეთზე გადაბმული ფიქრების მავთულის უზარმაზარი გორგალია. ყველაფერი  ერთმანეთთან კავშირშია.  ამის შედეგად ქალების ფიქრის პროცესი უზარმაზარ მაგისტრალს ჰგავს, რომელზეც ყველაფერს  ემოციები მართავს – აი, ამიტომაც ქალებს, როგორც წესი, ყველაფერი ახსოვთ. ქალის შეკითხვა გორგლიდან გამოჩრილი ერთი ბოლოა, რომელსაც უკან ყველა საკითხი აქვს მობმული, კაცი კიდევ ერთ ყუთში იქექება და პასუხს ვერაფრით პოულობს. გარდა ამისა, მათ ხშირად ავიწყდებათ რომელ ყუთში რა უდევთ. კაცებს  არ შეუძლიათ ერთდროულად ყველაფერზე დარდი, მაგალითად, როცა მანქანა ჰყავთ გაფუჭებული და ამაზე დარდობენ, თქვენც რომ არ ჩანხართ, მაგაზე პარალელურად  ვერ იდარდებენ.  რაც შეეხება ქალებს,  ისინი ყველაფერს ერთად დასტირიან.
 ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ კაცებს კიდევ ერთი ყუთი აქვთ, რომლის შესახებ ქალების უმეტესობამ არაფერი იცის. ეს ცარიელი ყუთია. კაცების საყვარელი ყუთი. რა სჯობს რამდენიმე საათი ცარიელი თავით ყოფნას? ამიტომაც  უყვართ გასართობები.
 ეს თეორია მეცნიერულად დამტკიცებულია. რამდენიმე წლის წინ პენსილვანიის უნივერსიტეტში კვლევები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებს მართლაც შეუძლიათ გამოირთონ, არაფერზე იფიქრონ და მაინც სუნთქავდნენ.
 ქალის ტვინი გამუდმებით მუშაობს და ძალიან ბრაზობენ,  როცა ხედავენ კაცს, რომელიც არაფერს აკეთებს და არაფერზე ფიქრობს.

ფანტაზია და
   გაბედნიერების
 სურვილი

  ქალის გულის მოსაგებად სულაც არაა აუცილებელი, იყოთ მილიონერი. მთავარია, გქონდეთ ფანტაზია და  საყვარელი ქალბატონის გაბედნიერების სურვილი.
მაგალითად, რა გიშლით ხელს, რომ  გაუმასპინძლდეთ საუზმით.  აუცილებელი არაა მოამზადოთ გასტრონომიული შედევრი, მთავარი  ყურადღებაა.
ხშირად უთხარით თქვენს რჩეულს ქათინაური. მართალია, კომპლიმენტი სიცრუე უფროა, ვიდრე გულწრფელი მოწონება, მაგრამ ნებისმიერ ქალს სიამოვნებს, როცა მას აქებენ.   
  ნუ წამოიწყებთ კაპიტალურ რემონტს და ნუ მიატოვებთ შუა გზაში.  მით უფრო ნუ გადააბარებთ ხელოსნებთან ურთიერთობას  მეუღლის სუსტ მხრებს. ნურც წვრილმანების შეკეთებას დაიზარებთ, რადგან სწორედ, ასე აგრძნობინებთ თქვენს   მეორე ნახევარს საკუთარ სიძლიერეს.
 თუ თქვენი რჩეული მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრისთვის ემზადება, აუცილებლად დაინტერესდით წვრილმანებით, ურჩიეთ რაიმე და აგრძნობინეთ მხარდაჭერა.
  დღის განმავლობაში ერთხელ მაინც  შეახსენეთ თავი სასიამოვნო მესიჯით, რადგან მუშაობის პროცესში მართლაც შვებაა რამდენიმე წუთით შესვენება და ყურადღების სასიამოვნო წვრილმანებზე გადატანა.   
  გაუკეთეთ რომანტიკული სიმღერების ფლეილისტი. მოუსმინეთ ერთად და დარწმუნებული იყავით, ნაცნობი სიმღერის მოსმენაზე ქალს  ყოველთვის თქვენ გაახსენდებით.

скачать dle 11.3