კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როდის არის ღალატი სიტუაციაზე დამოკიდებული და რა მოსდის ემოციური ქალების უმეტესობას

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

 მამაკაცები იმით იმართლებენ თავს, რომ ღალატი ჭეშმარიტად შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ არსებობს სიტუაციური ღალატი – როცა სხვა ადამიანთან კავშირი წინასწარ არ არის დაგეგმილი და გარეშე ფაქტორებმა სპონტანურად განაპირობა. რა თქმა უნდა, სიტუაციური ღალატის „მსხვერპლი“ კაცი ცდილობს თავის გამართლებას. მაგრამ  ბევრად რთულია ვითარება, როცა ჯერ ერთი ურთიერთობა არ არის დასრულებული და იწყებ ახალს. ამ დროს ძველი აუცილებლად შეგახსენებს თავს.
  მარი (38 წლის): ოჯახი ცოტა გვიან შევქმენი, 28 წლის ასაკში. ჩემი მეუღლე ჩემზე 2 წლით უფროსია. დიდი სიყვარული გვაკავშირებდა. ჯერ კიდევ სკოლიდან გვიყვარდა ერთმანეთი. იმას მოვწონდი,  როგორც ხდება ხოლმე და მე მეამაყებოდა დიდი ბიჭის ყურადღება. მერე   ჩვენი გზები გაიყარა. 26 წლის ვიყავი, როდესაც  ისევ შემახვედრა ცხოვრებამ. მაშინ ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. ერთ დღესაც ჩვენს ოფისში ახალი თანამშრომელი მოვიდა. ერთმანეთი მაშინვე ვიცანით, იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ, გავიხსენეთ ჩვენი ძველი მეგობრობა, სკოლის ამბები. ბევრი ვიმხიარულეთ, ბოლოს კი ტელეფონის ნომერი გამომართვა. სამსახურთან დაკავშირებით რამე კითხვა თუ გამიჩნდა, დაგირეკავო. მართლაც, იმავე საღამოს დამირეკა ტელეფონზე. ამის შემდეგ ჩვენ ცალ-ცალკე არასდროს ვყოფილვართ. დაახლოებით 2 წლის თავზე ოჯახი შევქმენით. ყველაფერი კარგად იყო, სანამ თემოს ძველმა ურთიერთობამ თავი არ შეახსენა.
– რა ურთიერთობას გულისხმობთ, ძველ სიყვარულს?
– რას და მის საყვარელს. როცა ჩვენ შევხვდით, უკვე 28 წლის იყო.  ჰყავდა თავისზე 10 წლით უფროსი საყვარელი. როცა ჩვენი ურთიერთობა გასერიოზულდა, თურმე, იმ ქალს თავი დაანება. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ვუყვარდი და ჩემთვის ღალატის კადრება არ უნდოდა. ეს ქალი მიავიწყდა. ჩვენ ვიქორწინეთ და ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ჩვენი დაქორწინებიდან 6 წლის შემდეგ ის ქალი  ჩემი ქმრის ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა. მანაც ცდუნებას ვეღარ გაუძლო.
– თქვენს ქმარს ამართლებთ?  რატომ  ფიქრობთ, რომ   მხოლოდ ის ქალია დამნაშავე?
– მე ქმარმა ყველაფერი გულახდილად მიამბო, თორემ იმ ქალის შესახებ ასეთ დეტალებს საიდან გავიგებდი. ისიც მითხრა, რომ მასთან ურთიერთობა არასდროს ექნებოდა. რაც იყო, ჩვენ შეხვედრამდე იყოო. მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მერე რა, თუ უცოლო კაცს საყვარელი ეყოლებოდა, მთავარია, რომ ცოლის შერთვის მერე ეს აღარ მოხდებოდა. ჩემი მეუღლე ისეთი ტიპია, არაფერს მიმალავდა და თუ რამე იყო, ყველაფერს გულახდილად მეუბნებოდა.
– ძალიან მაღალი ნდობა გამოგიცხადებიათ   მისთვის.
 – ერთმანეთში ძალიან ღია ურთიერთობა გვქონდა. სწორედ ამიტომ, მისი საყვარლის გამოჩენის ამბავი პირველმა მე შევიტყვე. ქმარმა მითხრა, იმ ქალის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს, მაგრამ მას ჩემთან ურთიერთობა უნდა და მე მისგან თავს შორს დავიჭერო. ვიცი, რომ ბევრი ქალი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდაც კაცი დაითრიოს. ქმრის  იმედი მქონდა.  დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მიღალატებდა, მაგრამ იმ ქალმა ყველაფერი გააკეთა. ერთი-ორჯერ სახლშიც კი დაურეკა. ჩემი ქმარი ტელეფონზე არ პასუხობდა, გაურბოდა. იმან კი თავისი მაინც გაიტანა.  რაღაცით გააბრუა.
– „რაღაცით გააბრუა“ ცოტა უსუსური არგუმენტი ხომ არ არის?
– ფაქტია, რომ ჩვენ გარეშე ვერ ძლებდა და სამი წელი უცებ დავავიწყდით. საშინელი დღეები გამოვიარე. რამდენიმე თვის წინ კი სახლში მოგვადგა. რომ დავინახე, გული წამივიდა. ბოდიშები მიხადა და მიხსნიდა, რომ იმ ქალმა რაღაც გაუკეთა. მეზიზღება ის ქალი, ეს 3 წელი ოჯახს რომ მომაცილაო. მაშინვე შევატყვე, როგორი გულწრფელი იყო, მე ხომ მას საკუთარი თავივით ვიცნობ. ძალიან მიყვარს და მასაც ასევე ვუყვარვარ. კი ეცადა ის ქალი, რომ საბოლოოდ დავეშორებინეთ, მაგრამ ვერ შეძლო. დღეს ისევ ერთად ვცხოვრობთ და  შვილებს ვზრდით. ვცდილობ, ის 3 წელი არ გავახსენო, რადგან, როცა ამ ყველაფერს იხსენებს, ძალიან რცხვენია და ნერვიულობს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქმარი ღალატს გამიზნულად არასდროს იკადრებდა, იმ ქალს რაღაცებით რომ არ გაებრუებინა. მადლობა ღმერთს, რომ გონს დროულად მოეგო და ოჯახს დაუბრუნდა. ქალებს მინდა, მივმართო: დიახ, ღალატი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ  როცა დიდ სიყვარულს ეხება საქმე. უპატიებელი არაფერია. თანაც, ჩემი ქმრის შემთხვევაში, იმ ქალმა იაქტიურა და იმდენი ქნა, რომ თავისთან წაიყვანა.
– თქვენი მცდელობა, იმ ქალს აჰკიდოთ დანაშაულის სიმძიმე, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქმრის ერთგულების ბოლომდე არ გჯერათ.
– არანაირად. ქმარსაც  თავისი  წილი ბრალი მიუძღვის. მაგრამ რომელი კაცია მდგრადი, როცა ქალი იერიშზე გადადის.  თუმცა, მთავარი მაინც  ის არის, რომ ბოლოს ჭკუაზე მოვიდა და მიხვდა, რომ მისთვის ცოლი და შვილები უფრო ძვირფასი იყო. თუ ქმარი მართლა გიყვარს, მაშინ ერთხელ ღალატსაც აპატიებ. მეც ასე ვამბობდი ხოლმე, ქმარს ღალატი როგორ უნდა ვაპატიო-მეთქი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა, რომ ღალატის პატიება შემძლებია.

скачать dle 11.3