კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რატომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში ნებისმიერი ჰესის აშენებას და რატომ მიიჩნევა წყალსაცავების აგება წყალდიდობებისგან მოსახლეობის, სავარგულებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის ეფექტიან საშუალებად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  წყალდიდობები, ღვარცოფები და მეწყრები ჩვენი ქვეყნის სუსტი წერტილია, რასაც ყოველწლიურად მოქალაქეებისა და სახელმწიფოსთვის დიდი ზარალი მოაქვს. მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ჰესებია ამ სტიქიური უბედურებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი საშუალება, თუმცა არის საზოგადოების ნაწილიც, რომელიც პირიქით მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ სწორედ ჰესები, ანუ მდინარეების დაგუბება იწვევს ზარალსა და სტიქიას. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო ენერგოდამოკიდებული ქვეყანაა და გვიწევს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც წლიდან წლამდე იზრდება, რადგან წლიდან წლამდე იზრდება მოხმარებაც. რაც მთავარია, ენგურჰესი, რომელზეც დგას ქართული ენერგეტიკა, საკმაოდ მოწყვლადია, ცნობილი მიზეზების გამო, ამიტომაც, მე რომ მკითხოთ, ამასობაში ერთი დიდი ან რამდენიმე საშუალო ჰესის აშენება საშუალებას მოგვცემდა, არ ვყოფილიყავით დამოკიდებულები სეპარატისტებისა და ოკუპანტების ნებაზე, მეტიც – მათ შევუქმნიდით დისკომფორტს.
  ერთი სიტყვით, ჰესების მომავალსა და ალტერნატიული ენერგოწყაროების შესახებ, ასევე, მდინარეების დაგუბებით სტიქიის ალაგმვაზე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ დავით მირცხულავას ვესაუბრეთ.
– ბოლო წყალდიდობის შემდეგ თქვენ დაწერეთ, რომ ადიდებული მდინარეების მიერ მოყენებული ზარალის თავიდან აცილების ყველაზე ქმედითი საშუალებაა წყლის დაგუბება, ანუ ჰესების აშენება. რა არგუმენტები ამყარებს თქვენს ამ მოსაზრებას?
– წყალდიდობებისგან მოსახლეობის, სავარგულების, ინფრასტრუქტურის დაცვა ძველი ეგვიპტიდან იღებს სათავეს, სადაც პირველი კაშხალი აშენდა და მისი ერთ-ერთი ფუნქცია იყო მოსახლეობის წყალდიდობისგან დაცვა. სხვათა შორის, მაშინვე შეიქმნა საამისო იურიდიული საფუძვლებიც. ასე რომ, წყალსაცავებით წყალდიდობისგან დაცვას აქვს უზარმაზარი ისტორია და ჩვენს ქვეყანას, რომელშიც 26 000 მდინარეა, უამრავი წყალდიდობა ახსოვს. ის, რომ ჩვენ უფლისგან ამდენი მდინარე გვერგო და წყლის რესურსებითა და ჰიდროპოტენციალით უმდიდრეს ქვეყნად ვითვლებით, მეორე მხრივ, შეიცავს პრობლემებსაც, წყალდიდობების სახით. სხვათა შორის, სადაც გვაქვს წყალსაცავები, იქ წყალდიდობების რაოდენობა მცირეა.
– დიახ, მინდოდა, მეკითხა, ენგურის წყალსაცავის აგებამ როგორ იმოქმედა ეკოლოგიაზე და წყალდიდობების დინამიკაზე?
– ენგური ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდინარეა წყალდიდობების მხრივ და სამეგრელოს ქვედა სოფლებს მუდმივად ემუქრებოდა დიდი საშიშროება, როდესაც ენგური ადიდდებოდა. ენგურის თაღოვანი კაშხლის აშენების შემდეგ, წყალდიდობების დროსაც კი ენგური ამას იტანს და ამ მდინარისგან მოსახლეობა, სავარგულები და ინფრასტრუქტურა დაცულია. ამდენად, წყალსაცავებისა და ჰიდრონაგებობების ფუნქცია არ არის მხოლოდ ენერგიის მიღება და ირიგაცია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ის არის, რომ ეს ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ამ შემთხვევაში, კაშხლები იცავენ ქვეყანას წყალდიდობისგან და არასასურველი სტიქიური მოვლენებისგან. რაც რაჭაში რიონის ადიდების გამო მოხდა, ეს ხომ ერთჯერადი მოვლენა არ არის?! წელს ზარალმა 150 მილიონს მიაღწია და წარმოიდგინეთ, რომ ეს მეორდება ყოველწლიურად, სპეციალურად გადავხედე არქივს და ვნახე, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში თითქმის ყოველ მესამე წელს იყო წყალდიდობა და 9-10 მეტრით იწეოდა რიონის დონე, რითაც უზარმაზარი ზარალი ადგებოდა რაჭას, იმერეთსა და სამეგრელოს.
– ძველი ეგვიპტის გამოცდილება გასაგებია, მაგრამ ამჟამად, მაგალითად, ევროპაშიც თუ განიხილავენ წყალსაცავებს, როგორც მდინარეების შემაკავებელს?
– შედარებისთვის ყოველთვის მომყავს ჩვენი ზომის ქვეყნების მაგალითი. მაგალითად, შვეიცარიაში, ჩვენზე მცირე ტერიტორია აქვთ, 360-მდე წყალსაცავია და მათი ფუნქცია არა მხოლოდ ენერგიის გამომუშავებაა, რაც ბუნებრივად დიდი ფუნქციაა, არამედ მათი მეშვეობით წყალდიდობების პერიოდში იცავენ მოსახლეობასა და მოსავალს და მდინარის ხარჯი რეგულირდება. გარდა ამისა, წყალსაცავები ევროპაში ასრულებს საირიგაციო ფუნქციას, რომ სარწყავი წყლით იყოს უზრუნველყოფილი სავარგულები. ამას წინათ წავიკითხე შვეიცარიულ გამოცემაში სტატია, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ შვეიცარის მომავალი კაშხლიანი ჰიდროსადგურებია, არადა თავიანთი ჰიდრორესურსების 90 პროცენტზე მეტი აქვთ ათვისებული, ხოლო ჩვენთან მუდმივად იბრძვიან ჰიდრონაგებობების წინააღმდეგ. რეალურად, ამის გამო ქვეყანა თავისი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფუნდამენტს კარგავს, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ჩვენ ენერგოშემცველების 70 პროცენტი შემოგვაქვს და ყოველწლიურად იზრდება ენერგომოხმარება, რაც ნიშნავს, რომ გაიზრდება იმპორტიც.
– რაც ყველაზე ცუდია, მათ შორის, რუსეთიდან, ანუ ჩვენი ენერგოუსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენი უსაფრთხოების მთავარ მტერზე.
– რუსეთიც ერთ-ერთი იმპორტიორია, თუმცა ბოლო წლებში აზერბაიჯანია ჩვენი მთავარი ენერგოსტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა თავმოყვარე ქვეყანამ უნდა იზრუნოს საკუთარი ენერგეტიკული პარამეტრების გაუმჯობესებაზე, როდესაც ღმერთმა მოგცა ასეთი სიმდიდრე, ის უნდა გამოიყენო. რაც მთავარია – ერთი წუთითაც არ მინდა, დავუშვა, რომ ჰესების მშენებლობისას გარემოსდაცვითი რამე მოთხოვნა არ იყოს დაკმაყოფილებული. ბუნებრივია, ვითხოვ, რომ უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდეს შემოწმება, მაგრამ, თუ ყველა ჰესზე ხელაღებით ვიტყვით უარს, მუდმივად ვიქნებით დამოკიდებული მეზობლებზე, ჩვენი პროდუქციის ფასი მუდმივად იქნება დამოკიდებული ენერგოტარიფზე და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასდროს გვექნება იმის წინაპირობა, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქცია შევქმნათ. არადა, თუ ჩვენს ჰიდრორესურსებს გამოვიყენებთ, ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ თითოეული ქართველი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ელექტროენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების საფუძველი და, ამდენად, ელექტროენერგეტიკის განვითარება აუცილებელია.
– მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ელექტროენერგიის ტარიფი და რატომღაც ამის შესახებ არ მსჯელობენ. მე რაზეც მიმიწვდა ხელი, ვნახე, რომ ახალი ჰესების სავარაუდო ტარიფი საკმაოდ მაღალია და, რაც მთავარია, არის კი ის ხელშეკრულებები, რომლებიც ახალი ჰესების აშენებას ეხება, მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მოსახლეობისთვის, მისი ეკონომიკისთვის? არ მინდა, შევცდე, ამიტომ სახელწოდებას ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთ-ერთი ჰესის აშენებით თურქეთი უფრო ხეირობდა. რაში მჭირდება ასეთი ჰესი?
– ბუნებრივია, ნებისმიერი ასეთი მშენებლობა მოითხოვს კაპიტალდაბანდებას, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ამ თანხას ამოიღებს ინვესტორი, ბაზარზე ტარიფი წამოვა დაბლა. ჩვენ რომ დღეს აგვეშენებინა ენგურჰესი, მისი ტარიფი იქნებოდა საკმაოდ მაღალი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ენგურჰესი გაეშვა გასული საუკუნის 70-ანი წლების ბოლოს, მისი ტარიფი უმცირესია ქართულ ენერგოსექტორში და, ფაქტობრივად, მთელი ქართული ელექტროენერგეტიკის გენერაციის ტარიფის სიმცირეს განსაზღვრავს. ჰესებში კაპიტალდაბანდება არის მაღალი, მაგრამ წლების შემდეგ, დიდი ალბათობითა და გარანტირებულად, ტარიფები დაიწევს. პირველი საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური ზაჰესი 1928 წელს აშენდა და თითქმის ასი წელია, მუშაობს. ჩვენ მომავალი თაობებისთვის ვაშენებთ ამ ჰესებს. და კიდევ ერთი საკითხი: დღეს მუდმივად საუბრობენ განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე...
– ამის კითხვა მინდოდა სწორედ: ქარისა და მზის ენერგიის მიმართულებების პერსპექტივა როგორია და, რაც მთავარია, ამ გზით მიღებული ელექტროენერგიის ტარიფებია მნიშვნელოვანი?
– განახლებად ენერგეტიკას ჩვენთან მიათვლიან მზის, ქარის ენერგიას, ბიოგაზს, მაგრამ არასდროს ახსენებენ, რომ მთელ მსოფლიოში განახლებადი ენერგიის წყარო ჰიდროელექტროსადგურებია. დავუბრუნდეთ ისევ მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებას: მათ ყოველთვის სჭირდება სარეზერვო სიმძლავრეები და ასეთ სარეზერვო სიმძლავრეებად მთელ მსოფლიოში უპირველესად მოიაზრება ჰიდროსადგურები და წყალსაცავიანი სადგურები. ანუ ჩვენი წყალსაცავიანი სადგურების არსებობა და მომავალში ჰიდროაკუმულაციური სადგურის მშენებლობა განსაზღვრავს, თუ რამდენად ავითვისებთ ჩვენ ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალს. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანები, გაურკვეველი მიზეზებით, ეწინააღმდეგებიან ჰიდროსადგურების მშენებლობას, უნდა იცოდნენ, რომ ეს ჰიდროსადგურები იმავდროულად განსაზღვრავს ქარისა და მზის პოტენციალის ათვისებასაც ჩვენს ქვეყანაში.
– იმას ამბობთ, რომ ჰიდროენერგეტიკის გარეშე მზისა და ქარის ენერგიას ვერ გამოვიყენებთ?
– ჩვენი ჰიდროენერგეტიკა, ძირითადად, სეზონურია და წყალსაცავიანი სადგურები, როგორებიცაა, მაგალითად, ნამყვანი, რომელიც ახლა შენდება, ნენსკრა, რომელიც უნდა აშენდეს, ან, თუნდაც ენგურჰესი და ჟინვალჰესი, გაზაფხულზე იწყებენ წყლის დაგროვებას და განსაზღვრავენ ჩვენი ენერგეტიკის მდგრადობას მთელი წლის განმავლობაში. მაგალითად, იგივე ჟინვალი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალაქ თბილისის წყამომარაგებას მთელი წლის განმავლობაში. აი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ამ თემაზე მსჯელობისას. მე არ ვამბობ, რომ ყველა წყალსაცავიანი ჰიდროსადგური უნდა აშენდეს, მაგრამ არის რამდენიმე ისეთი პროექტი, რომლებიც უნდა აშენდეს, თუ ჩვენ გვინდა ჩვენი ენერგეტიკის პარამეტრების გაუმჯობესება, ეკონომიკის, განახლებადი ენერგიის განვითარება...
– მზისა და ქარისგან მიღებული ელექტროენერგიის ტარიფები როგორია?
– ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ქარისა და მზის ენერგიების ტარიფები ყოველწლიურად მცირდება, ეს ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდში ძალიან კონკურენტუნარიანი გახდება იმავე ჰიდროს ტარიფთან. დღეს ჰიდრორესურსია ყველაზე იაფი ენერგიის წყარო. თუმცა, ვიმეორებ, რომ სარეზერვო სიმძლავრეები, რაც სჭირდება როგორც ქარის, ისე მზისგან მიღებულ ელექტროენერგიას, ისევ და ისევ ჰიდროსიმძლავრეებია.

скачать dle 11.3