№37 შესაგონებლები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ შენით ვერ ხვდებოდე და სხვისი არ გესმოდეს
ჩვენებური პოლიტიკოსების არაადეკვატურობა (რაც, განსაკუთრებით, არჩევნების წინ აღწევს მაქსიმუმს) საქართველოში თვით აშშ-ის ელჩმაც შეამჩნია (თუმცა – ეს მტერმა ვერ შენიშნა!), იმდენადაც კი, რომ თავს უფლება მისცა (სხვა რა გზა ჰქონდა?!), აზრი გამოეთქვა (მომყავს ციტატა): „საარჩევნო კამპანია, როგორც ხედავთ, დაწყებულია და უკვე საკმაოდ დაძაბული რიტორიკაა შესამჩნევი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას უკეთ გააგებინონ, როგორია მათი პლატფორმები ისეთ სააკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა კოვიდპანდემიის შემდეგ, ეს არის ის საკითხები, რომლის საფუძველზეც ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს კარგი არჩევანი საქართველოს მომავლისთვის.“
ნაკლებ სავარაუდოა, ჩვენებურებზე (ჩვენში და როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ჩვენში, არა მხოლოდ ტრფობის ცეცხლი, სკამის სიყვარულიც აბრმავებს) ამ შეგონებამ რამე გავლენა მოახდინოს, მაგრამ ის კი ფაქტად რჩება, თუ რაოდენ ინფანტილურია ქართული პოლიტიკა, როდესაც უცხოც კი ხედავს, რომ, რასაც ისინი ამბობენ და როგორც იქცევიან, იმას სახელმწიფო ინტერესთან და ქვეყნის განვითარების სურვილთან კავშირი არ აქვს.