კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ახალგაზრდა, წარმატებული ონკოლოგისა და გენეტიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის როლი ქართული მედიცინის განვითარებაში

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  ონკოლოგმა და გენეტიკოსმა, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკურმა დირექტორმა – პროფესორმა ალექსანდრე თავართქილაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების  შემდგომ სწავლა ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელა (საფრანგეთი, სტრასბურგი) კლინიკური ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით (გაიარა რეზიდენტურა/დოქტორანტურის სრული კურსი), რის შემდეგაც მიენიჭა კლინიკური ონკოლოგის დიპლომი ლუი პასტერის უნივერსიტეტის მიერ და ევროკავშირის სამედიცინო განათლებისა და საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზია სპეციალობით – კლინიკური ონკოლოგია და ონკოჰემატოლოგია. საქართველოში დაბრუნებული საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ პაციენტებს ახმარს, რომელთა სიმრავლეც ყოველთვის თვალშისაცემია მისი კაბინეტის კართან. თითოეული პაციენტი მისთვის ახალი გამოწვევაა და რა დროც არ უნდა იყოს, მისი სამუშაო დღე მხოლოდ ბოლო პაციენტის გასტუმრების შემდეგ მთავრდება. რა არის პერსონალიზირებული მედიცინა, რა უპირატესობები აქვს მას ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე თავად ბატონი ალექსანდრე თავართქილაძე გვპასუხობს.
– ბატონო ალექსანდრე, რა არის პერსონალიზირებული მედიცინა?
– ეს არის მედიცინის ახალი მიმართულება, უზუსტესი მედიცინა, რომელსაც როგორც მეცნიერულ დარგს, საფუძველი ჩაეყარა 90-იან წლებში. მხედველობაში იღებს ინდივიდუალურ ცვალებადობას გენებში გარემოსა და ცხოვრების სტილში თითოეული ადამიანის შემთხვევაში. პერსონალური მედიცინა გულისხმობს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ პაციენტს გავუკეთებთ ბიომარკერებს, მართალია, ეს დიაგნოსტიკური კვლევა შედარებით ძვირი ჯდება, მაგრამ შემდგომში მკურნალობა გაცილებით  ხარჯეფექტურია, რადგან ვიცით, რომ შესაძლოა, ძალიან ძვირად ღირებული პრეპარატი არ დაგვჭირდეს და ეფექტი ბევრად უფრო იაფფასიანმა მედიკამენტმა მოგვცეს. პერსონალიზირებული მედიცინა თბილისში დღეს მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია აპრობირებული და საყოველთაო დაზღვევა ჩვეულებრივ აფინანსებს.
  იმდენი სახეობის  კიბო არსებობს, რამდენი პაციენტიცაა, რადგან თითო ადამიანი ინდივიდუალურია, ასევეა ავადობაც და მისი მიმდინარეობის პროცესიც. ჩემი აზრით, გაიდლაინებით მკურნალობის მეთოდიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს და მედიცინა პერსონალიზირებული უნდა იყოს. პაციენტის მკურნალობის შერჩევისას გასათვალისწინებელია მისი გენეტიკა.
– ხშირად გართულებები მედიკამენტების არასწორად გამოყენების გამო ხდება...
– ონკოლოგია ყველაზე რთული გამოწვევბის წინაშეა, რადგან ისეთ მედიკამენტებს ვიყენებთ, რომელმაც შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს, ამიტომ ამ მედიკამენტებს აქვს თავისი შეფასებადობის ცხრილი, არის მედიკამენტები, რომელსაც ვერ დანიშნავ, მაგალითად, წნევის დამწევ საშუალებასთან ან კონკრეტულ ანტიბიოტიკთან, რითიც შესაძლოა გამოწვიო თირკმლის დაავადება ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ამიტომ ყველაფერი უნდა გამოვკითხოთ პაციენტს, მათ შორის, რა მედიკამენტებს იღებს.
– რას გულისხმობს აქტივირებული უჯრედების გადანერგვის ოპერაცია?
– ეს არის პერსონალიზირებული მედიცინის ერთ-ერთი მიმართულება – უჯრედული იმუნოთერაპია, რომელიც პირველად ავსტრალიაში გაკეთდა. ადამიანის ორგანიზმში დღის განმავლობაში წარმოიქმნება 10 ხარისხად 12 სიმსივნური უჯრედი, მაგრამ ჩვენი იმუნიტეტი ამას ანადგურებს. ზოგიერთ ადამიანში, მაგალითად, ვისაც აქვს იმუნოსუპრესია, ერთი უჯრედი გადარჩება და აღმოჩნდება შეგუებული ამ იმუნურ სისტემასთან, რომლისგანაც შემდგომში იწყება სიმსივნის განვითარება. ამიტომ იქიდან გამოგვყავს ცოცხალი ლიმფოციტი, რომელსაც შეუძლია სიმსივნური უჯრედის წინააღმდეგ ბრძოლა. 2018 წლის დეკემბერში ჩვენ შევძელით, პაციენტისთვის პირველად გადაგვენერგა აქტივირებული T უჯრედები. მკურნალობამ ფანტასტიკურად ჩაიარა.  გოგონა, ფაქტობრივად, სიკვდილისთვის იყო განწირული, უამრავი მეტასტაზით მუცლის ღრუში და  ყველაზე ფატალური შედეგის მოლოდინით. ჩვენი ოპერაციის შედეგად კი ლიმფოციტები პაციენტის დისგან ავიღეთ, მათი აქტივირება კი ჩვენსავე ლაბორატორიაში მოხდა და შემდეგ უკვე პაციენტს გადავუნერგეთ. ოპერაციის შემდგომ კი, როდესაც პაციენტმა გამოკვლევა ჩაიტარა, იყო სრული კლინიკური რემისია, ანუ პაციენტს აქტიური სიმსივნე აღარ აღენიშნებოდა და ის სრულიად გამოჯანმრთელდა!
– ამ მიმართულებით თქვენ და ქალბატონი გაიანე სიმონია მუშაობთ აქტიურად.
– ქალბატონი გაიანე სიმონია საქართველოში ყველაზე განათლებული თერაპევტი-ინტერნისტია, ძალიან კარგად იცის სამედიცინო გენეტიკა, ის გახლდათ ჩემი პირველი დისერტაციის ხელმძღვანელი, მისი რეკომენდაციით მოვხვდი უცხოეთში, ის ჩვენი კლინიკის თერაპიული სამსახურის ხელმძღვანელია, ქალბატონი გაიანეს გარეშე მუშაობა გამიჭირდება.
– ქართველი ონკოპაციენტების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მკურნალობას ირჩევს. თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამას?
– ყველა განვითარებულ ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა პაციენტის სამედიცინო განათლებას. ეს ისწავლება სკოლასა და უნივერსიტეტში, რაც საქართველოში არ არსებობს. თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, მაგალითად, თურქეთის მაგალითზე, იქ ასი ათას მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი 36 ადამიანია, მაშინ როცა საქართველოში ასი ათას მოსახლეზე 28 დაავადებულია. ხოლო სიკვდილიანობა ასი ათას მოსახლეზე თურქეთში ორჯერ მეტია საქართველოსთან შედარებით. ამიტომ, ვფიქრობ, საქმე გვაქვს  ინფორმაციის ნაკლებობასთან და საქართველოში ამ მიმართულებით მეტის გაკეთებაა საჭირო.


скачать dle 11.3