კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რის გამო გადადო ჭაბუკა ჭიღლაძემ ქორწილი და როგორ დახვდა მას სიდედრ-სიმამრი პირველად

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მამაკაცი, სტრონგმენი ჭაბუკა ჭიღლაძე დაქორწინდა. მისი რჩეული, ულამაზესი ანა მისრიაშვილია. არსებული შეზღუდვების გამო წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადა. მათი სიყვარულის, ურთიერთობისა და გადალახული სირთულეების შესახებ ანა და ჭაბუკა თავად გვესაუბრებიან.
  ჭაბუკა: ორივეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გვაქვს დამთავრებული, ფარმაციის ფაკულტეტზე ვსწავლობდით. მე-2 კურსზე ჩავიჭერი ანალიზური ქიმიის ფინალურ გამოცდაში და საგანი, რომ თავიდან გამევლო, ერთი კურსით დაბლა დამსვეს. იქ გავიცანი ანა და მაშინვე მომეწონა. არცერთ სემინარს არ ვაცდენდი და ყველას უკვირდა, ეგონათ, რომ ქიმია შემიყვარდა (იცინის). სინამდვილეში, ანა შემიყვარდა დანახვისთანავე.
– რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ და რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ ამ პერიოდში?
– შვიდი წელია, რაც ერთად ვართ, მაგრამ ამ შვიდი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია. იყო ბევრი საპასუხისმგებლო შეჯიბრება, არაერთი მარცხი და იმედგაცრუება. მქონდა ტრავმები, რაც ხასიათს მიცვლიდა. ეს ყველაფერი სპორტსმენის შეყვარებულისთვის მარტივი არაა, რთული ასატანია. დაძაბულობა და ჩხუბი ყველა ურთიერთობაშია, ჩვენც გვქონდა პატარ-პატარა გაუგებრობები, უთანხმოებები. მერე, ანა რომ ნერვიულობდა ჩემზე, აღარ ვამბობდი, რომ რაღაც ტრავმა მქონდა, მტკიოდა და ასე შემდეგ. მოკლედ, როგორღაც გადავლახეთ ყველაფერი და დღეს ერთად ვართ.
– ანა, როგორ მოგხიბლა ჭაბუკამ? ჭაბუკა, თავად დიდი დრო დაგჭირდა ანას გულის მოსაგებად?
ანა: ეს, ერთი შეხედვით, ყველაზე ძლიერი და უხეში ბიჭი ჩემთან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა – თბილი, მზრუნველი, ყველასგან განსხვავებული.
ჭაბუკა: დიახ, სანამ დავაჯერებდი, რომ უზომოდ მიყვარდა, დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ როცა ნახა, როგორი ვიყავი სინამდვილეში, მასაც მოვეწონე. სპორტსმენებს როგორი სახელიც აქვს იცით,  ამიტომ არ სჯეროდა, თუ სერიოზულად აღვიქვამდი ჩვენს ურთიერთობას, ეგონა, ვატყუებდი. ამიტომ დიდი დრო დამჭირდა, დამემტკიცებინა, რომ რეალურად მართლა მომწონდა. ველოდებოდი ხოლმე, სანამ ლექციებს დაამთავრებდა და მის გამოსვლამდე ერთი-ორი საათი უნივერსიტეტის ეზოში ვიჯექი. თვითონ  ზემოდან, ფანჯრიდან მიყურებდა (იცინის). მერე სახლამდე ვაცილებდი და ნელ-ნელა ვცდილობდი რაღაცებს. საბოლოოდ, დავაჯერე და ყველაფერი გამომივიდა.
– ჭაბუკას ახასიათებს სიურპრიზების გაკეთება?
ანა: ვერ ვიტყვი, რომ რომანტიკულობითა და სიურპრიზების კეთებით გამოირჩევა, მაგრამ ძალიან მესაყვარლება, როცა მსოფლიოში უძლიერესი მამაკაცი ცდილობს, რომანტიკული იყოს და სიურპრიზი გამიკეთოს (იცინის).
– ქორწილმა როგორ ჩაიარა?    
– დაოჯახებას აპრილში ვგეგმავდით, მაგრამ კოვიდის გამო გეგმები შეგვეცვალა. ქორწილი ღია სივრცეში გადავიხადეთ, ერთ-ერთი ლამაზი რესტორნის ეზოში. კაბა სულ ჩემი დიზაინით შევკერე, თითოეულ დეტალში ვიყავი ჩართული.
ჭაბუკა: პანდემიამ ხელი შეგვიშალა, რადგან გვინდოდა, ქორწილი და თაფლობის თვე სულ სხვაგვარად გაგვეკეთებინა. ვგეგმავდით, საქორწილო მოგზაურობაში მალდივებზე წავსულიყავით ან სადმე ნორმალურად დაგვესვენა, მაგრამ საზღვრები ჩაკეტილია და ფიზიკურად ვეღარ მოვახერხეთ. ქორწილს რაც შეეხება, ძალიან შეზღუდულ წრეში გავაკეთეთ – მარტო მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში, ესეც იმიტომ, რომ შეზღუდვებია და ვინც გვსურდა, ყველა ვერ დავპატიჟეთ. აღარ გვინდოდა გადადება, აპრილის შემდეგ დრო ისედაც გავწელეთ.
– ანა, თავად როგორი დამოკიდებულება გაქვთ სპორტის მიმართ და რამდენად რთულია, იყო სპორტსმენის მეუღლე?
ჭაბუკა: ზოგადად, სტრონგმენი ისეთი სპორტია, საქართველოში ბევრმა არც იცის, ახლა ნელ-ნელა ხდება პოპულარული, იმიტომ, რომ ერთი-ორმა ბიჭმა დავდეთ რაღაც შედეგი და თითქოს წინა პლანზე წამოვიდა. ანამაც მერე გაიგო ამ სპორტის შესახებ, მაგრამ იმდენად ჩაერთო და ისე შეიყვარა, როგორც მე. დღემდე ყველანაირადაა ჩართული და გვერდით მიდგას. პირველი ადამიანია, ვისაც შეუძლია, ყველაფერში მამხნევებდეს. ერთხელ ძალიან რთული ტრავმა მქონდა, „აქილევსის მყესი“ გავიწყვიტე. მსგავსი ტრავმის დროს ბევრი სპორტსმენი თავს ანებებს სპორტს. მეც უკვე ისე ვიყავი, ან უნდა დამენებებინა თავი, ან – არა. საშინლად დავითრგუნე. მარტივი არაა, როცა ადამიანი ბავშვობიდან რაღაცას აკეთებ და ერთ წამში ყველაფერი თავდაყირა დგება. ამ დროს ანასგან საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი. გამამხნევა და არ მომცა იმის საშუალება, რომ ყველაფერი მიმეტოვებინა. მომცა იმედი, რომ ყველაფერს თავიდან დავიწყებდი. მაშინ მივხვდი, ეს იყო ის ადამიანი, რომელიც გვერდში მედგა და პრობლემის წინაშე მარტო არ დამტოვებდა. სწორედ, მისი დახმარებით დავბრუნდი სპორტში და ისევ მოვიპოვე პირველობა.
ანა: სპორტთან არც ისე ახლოს ვარ და ჩემთვის არ იყო მარტივი ამ ყველაფრის მიღება, მაგრამ საყვარელი ადამიანის გამო ვცდილობ, გაგებით მოვეკიდო მის პროფესიას და საყვარელ საქმეს.
ჭაბუკა: მეუღლისთვის და თან, ახალდაქორწინებულისთვის რთულია იმის გაგება, რომ ხშირად ვერ ვსეირნობთ ერთად, ვერ გავდივართ სადმე, რადგან შეჯიბრებისთვის ვემზადები და ჩემი ბევრი სიარული არ შეიძლება. რომ მითხრას, წამოდი, გავისერინოთო, უარს არ ვეტყვი, აუცილებლად წავყვები, მირჩევნია, არ ვაწყენინო და შეჯიბრებაზე ცუდად გამოვიდე, მაგრამ ხვდება ამ ყველაფერს და პრეტენზიები არ აქვს. ურჩევნია, თავად მოითმინოს და კარგი შედეგი დავდო. ისე სიამოვნებს და უხარია ჩემი წარმატება, რომ ამად უღირს.
– ჭაბუკა, პირველი შეხვედრა მინდა, გაიხსენო, როცა ანას მშობლები გაიცანი...
– ანასგან იცოდნენ ჩემ შესახებ, რომელ სპორტში ვვარჯიშობდი და ჩემი ფოტოებიც ჰქონდათ ნანახი. პირველად, როცა მივედი, ბევრი საჭმელი დამახვედრეს (იცინის). ჭამა არ მოერიდოსო და უამრავი კერძი ჰქონდათ მომზადებული (იცინის). დღემდე ასეა, ძალიან უხარიათ ჩემი თითოეული წარმატება და ყოველთვის მეხმარებიან. ცდილობენ ხოლმე, როცა მივალ კარგად გამომკვებონ (იცინის).

скачать dle 11.3