კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ირაკლი მაქაცარია: გამიჭირდებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპელ გოგოსთან ურთიერთობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  პანდემიამ, გარკვეულწილად, დადებითი შედეგებიც გამოიღო. ბევრი, ვინც აქამდე დასასვენებლად საზღვრებს გარეთ მიდიოდა, ახლა საკუთარ ქვეყანას ეცნობა უფრო უკეთ, რაც ბევრ რამეზე აისახება სასიკეთოდ.
  ირაკლი მაქაცარია: ძალიან კმაყოფილი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი გადაცემის ფარგლებში ჯერ კიდევ პანდემიამდე დავიწყეთ საქართველოს რეგიონების პოპულარიზაცია და ალბათ, ორიოდე რეგიონია, რომელიც ჯერჯერობით, მთლად სიღრმისეულად არ მინახავს. ბევრი კუთხე მოვიარეთ და ყველაზე კარგი ისაა, რომ ნაკლებადცნობილ ადგილებს ვსტუმრობდით. ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რამდენად ლამაზი და მდიდარი სამშობლო გვაქვს და წავახალისოთ თითოეული ქართველის მოგზაურობა საკუთარ ქვეყანაში. პირადად მე სავსე ვარ პოზიტიური ემოციებით. ბოლოს სამცხე-ჯავახეთში ვიყავით. ერთი კვირის განმავლობაში ბევრი სოფელი, დაბა, ისტორიული თუ რელიგიური ადგილი მოვინახულეთ და საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. ყველა რეგიონი თავისებურად უნიკალურია. სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი და რაჭა განსაკუთრებით გამოირჩევა ბუნების თვალსაზრისით, თუმცა ყველა რეგიონი თავისებურად უნიკალურია.
– მოგზაურობისას, ალბათ, იქნებოდა იუმორისტული და შეიძლება, ცოტა სახიფათო ისტორიებიც.
– იუმორზე თუ ვისაუბრებთ, გურიაში ყველა სუფრა ამით იყო გამორჩეული. განსაკუთრებული რისკი კი სვანეთში მოგზაურობას ახლდა. რამდენიმე ისეთ ადგილას ვიყავით, სადაც კარგი გზა არ იყო და ეს მომენტი ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის გარკვეულ შიშებთან იყო დაკავშირებული. მე სიმართლე გითხრათ, ექსტრემი მიზიდავს და პირიქით, მომწონდა. რაც მახსენდება, ყველაზე ექსტრემალური ჩვენი გადაღება ბახმაროში იყო, ზამთარში. ძალიან მაგრად გათოვდა. სასტუმროდან ჩამოსასვლელი გზა ძალიან ექსტრემალური იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა.  ძალიან დიდი ნალექი მოვიდა და რომ წამოვედით, ჩვენ წინ ზვავი ჩამოწვა. ძალიან მაღალ ადგილას ვიყავით. მარცხნივ ვინც იჯდა და ქვემოთ იყურებოდა, პანიკაში ჩავარდა, რადგან ძალიან დიდი გადასავარდნი იყო. მძღოლმა გაგვაფრთხილა, არ შეგეშინდეთ, ზვავზე უნდა გადავიაროთ და ცოტა შეგვაჯანჯღარებსო. დაუჯერებელი პანიკა იყო (იცინის). ეს ჩემთვისაც კი არ იყო სასიამოვნო. ხვდები, რომ სრულიად უსუსური ხარ ასეთ მომენტში, თან, როცა ძალიან ბევრი ხალხია, პანიკაც მეტია. ზვავზე რომ გადადიხარ, ვერაფერს ხედავ და გვერდზე ორიათასმეტრიანი ხრამი გაქვს, რთულია ემოციების კონტროლი, ასე რომ, ეს მოგზაურობა განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდა.
– უკრაინა თქვენთვის მეორე სახლივითაა. სამოგზაუროდ რომელი ქვეყანა მოგწონთ?
– ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი. ევროპის ქვეყნებიდან განსაკუთრებით იტალია და ესპანეთი მიყვარს. პანდემიამდე ყოველწლიურად ჩავდიოდი. ამერიკაში სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ ვყოფილვარ. ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ ხოლმე, თუმცა მარტოც დავდივარ საქმიან ვიზიტებზე და თავისთავად, ოჯახთან ერთად.
– ოჯახს რაც შეეხება, ცოტა ხნის წინ ბიძა გახდით, როგორი ემოციებია, როგორი ბიძა ხართ?
– ცოტა რთულია ამ ემოციების სიტყვებით გამოხატვა. პირველ რიგში დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი დის ნაშიერს ხედავ და ხელში გიჭირავს. დღესაც მთელი დღე ხელში მეჭირა, არ მინდა ხოლმე ხელის გაშვება (იცინის). ბავშვები ძალიან დიდი ბედნიერებაა და მიხარია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ჩემი და და მისი მეუღლე ტურისტული ვიზიტით წავიდნენ ამერიკაში და ცოტა ხანში ჩაიკეტა საზღვრები. იქ მოუწია მშობიარობამ და ძალიან ვნერვიულობდით იმის გათვალისწინებით, რაც ამერიკაში ხდებოდა. სულ რამდენიმე კვირის წინ მოახერხეს ჩამოსვლა. ასე რომ, სამწუხაროდ, იმ მომენტში ვერ ვიყავით მის გვერდით. ბავშვებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და როცა საქმე საკუთარ სისხლსა და ხორცს ეხება, მით უმეტეს, ზედგადაყოლილი ვარ (იცინის).
– დავუბრუნდეთ მოგზაურობას, სანამ ადაპტაციას გაივლიდით საფრთხის წინაშე თუ აღმოჩენილხართ?
– ცხრა-ათი წლის ვიყავი, როცა მამაჩემის სამსახურიდან გამომდინარე პერიოდულად საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა. სკოლის პერიოდში, ცოტა ხანი ინგლისში ვცხოვრობდი, ცოტა შვეიცარიაში, თურქეთშიც ვიყავი ნამყოფი და რადგან ადრე გავედი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ადაპტაციის პრობლემა არასდროს შემქმნია. 15 წლის ასაკში აბსოლუტურად მარტო წავედი ამერიკაში სასწავლებლად, გაცვლითი პროგრამით და ამერიკულ ოჯახში ვცხოვრობდი. ძალიან საინტერესოა ყოველ ახალ ქვეყანაში ჩასვლა, რაც საკმაოდ ხშირად მიწევს და უცხო გარემოში მარტო ყოფნა საერთოდ არ მაწუხებს ხოლმე.
– ამერიკაში 15 წლის ასაკში მარტო, სრულიად სხვა მენტალობის ქვეყანაში, პირველი პერიოდი მაინც არ გაგიჭირდათ?
– რომ ჩავედი, ბუნებრივია, არავის ვიცნობდი. ყველაზე რთული იყო პირველი დღე სკოლაში. ყველა ერთმანეთს იცნობდა, კლასელებს ურთიერთობები ჰქონდათ აწყობილი და მე ცოტა მორიდებულად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კარგად ვიცოდი, პირველი ორი კვირა მაინც უფრო შიშნარევი მორიდებულობის განცდა მქონდა. რომ მითხრან, 15 წლის ასაკში ჩემი შვილი უნდა გავუშვა ამერიკაშიო, დაფიქრებას ვურჩევდი. ალბათ, ბავშვზეცაა დამოკიდებული. ამავე პროგრამით წასული უამრავი მოზარდი უკან დაბრუნდა თავისივე სურვილით, რადგან ფსიქოლოგიურად გაუჭირდათ იქაურობასთან შეგუება. მე ძალიან დამეხმარა სპორტი, რომელზეც ჩასვლისთანავე ჩავეწერე და პირველი მეგობრები იქ გავიჩინე.
– განსხვავებები ან მსგავსებები, რასაც გაუოცებიხართ ან რაც მოგწონებიათ სხვა ხალხის ტრადიციებიდან?
– ზოგადად, ქართველებივით ახლო და თბილი ურთიერთობები, ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით, სხვა ქვეყნებში, თითქოს, არ აქვთ.  მგონია, რომ ქართველებზე უფრო მეგობრული საზოგადოებაც არ არსებობს. ამერიკაში რომ მეგობარს უწოდებენ, იმასთან ერთად გატარებული დრო, იმის მეათედი არაა, რამდენსაც საქართველოში ჩვენს მეგობრებთან ვატარებთ. ძალიან მომწონს, მაგალითად, გერმანელი ხალხის საქმისადმი დამოკიდებულება. პირველ რიგში პუნქტუალურობას ვაფასებ. სხვისი დროის არდაფასება ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. მე მიყვარს, როცა ყველაფერი დალაგებული მაქვს – ვიცი, სად, როდის და რატომ უნდა ვიყო. როცა ადამიანი არ აფასებს ჩემს დროს, მიბარებს სადღაც და ნახევარი საათი აგვიანებს, ძალიან მეშლება ნერვები. ევროპაში ასე არაა. მაგალითად, საფრანგეთში დილის შვიდ საათზე უკვე ვისხედით და ვმუშაობდით. საქართველოში ძალიან ნელი ცხოვრების ტემპი გვაქვს. ქართველებს მეტი გამოფხიზლება გვჭირდება, მეტი მუშაობა საკუთარ თავზე. იმით ვკმაყოფილდებით, რაც გვაქვს, რაც არასწორია. ჩვენი თავი ბოლომდე უნდა გამოვწუროთ. არადა, ნახევარსაც არ ვაკეთებთ ხოლმე. ის, რაც ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს, საკუთარ თავზე მუშაობაა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს ძალიან დიდი შესაძლებლობები და ნიჭი აქვს. ნიჭით სიამაყე, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ის ღმერთმა გვაჩუქა. მე ვფიქრობ, ადამიანმა უნდა იამაყო იმით, რაც არ გამოგდიოდა, მაგრამ საკუთარ თავზე იმუშავე და მერე ძალიან მაგრად გააკეთე.
– მოგზაურობაზე საუბრისას გოგონების თემაც განუყოფელია. სად როგორი მდგომარეობაა? მხოლოდ გარეგნობის არა, ურთიერთობების თვალსაზირისთაც.
– არ მიყვარს შედარება. ყველგან ინდივიდუალური ადამიანები არიან, განსაკუთრებით, როცა მანდილოსნებზეა საუბარი. ყველას თავის ხასიათი და ეშხი აქვს. რადგან სილამაზის სტანდარტი არ არსებობს, ყველა ადამიანი თავისი გადმოსახედიდან აფასებს მას. შენ გემოვნებაში რომ ჯდება, ისეთი მანდილოსანი ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლია, ნახო. რაც შეეხება ურთიერთობას, ჩემთვის, ქართველ გოგოსთან ურთიერთობა უფრო მარტივია იმ თვალსაზრისით, რომ ერთ სოციუმში ვართ გაზრდილები და ჩვენი ფასეულობები მეტწილად ემთხვევა. მქონია ურთიერთობა ევროპელ გოგოსთან და ვიცი, არის რაღაცები, რასაც ის ვერ გაგიგებს, იმიტომ, რომ სხვანაირადაა აღზრდილი. მე, პირადად, გამიჭირდებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპელ გოგოსთან ურთიერთობა. ჩვენ ცოტა სხვანაირი შეხედულება გვაქვს ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად არ მაქვს პრობლემა ამაზე, შეიძლება, ჩემ გვერდით ნებისმიერი ეროვნების გოგო იყოს. მთავარია, ერთმანეთის ისე გვესმოდეს, რომ ეს ურთიერთობა ორივესთვის კომფორტული იყოს. ურთიერთობა უნდა გქონდეს ადამიანთან და არა მის წარმომავლობასთან ან პასპორტის ფერთან. ამიტომ, როცა ადამიანს ვიცნობ და ურთიერთობას ვიწყებ, მისი ქართველობა განმსაზღვრელი არაა. სასიამოვნო იქნება თუ ქართველ გოგონასთან გამიჩნდება გრძნობა და მექნება ის ქიმია, მაგრამ თუ ეს სხვა ეროვნების ადამიანთან მოხდება, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას.
– რა არის ირაკლისთვის გოგოსთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი?
– ზოგადად, როცა ადამიანთან ურთიერთობას ვიწყებთ, არ გვიჭირავს ხელში კალამი და ფურცელი და არ ვინიშნავთ, რა ღირებულება აქვს და რა – არა. მაგრამ საუბრისას ბუნებრივად გექმნება წარმოდგენები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უყურებს ადამიანი ოჯახს. ურთიერთობაში ამბობს ადამიანი საკუთარ დამოკიდებულებებს, მაგალითად, მე არ მინდა, რომ გავთხოვდე, არ მინდა, რომ მყავდეს შვილი... ჩემი აზრით, ცხოვრების ძირითადი არსი ისაა, რომ ადამიანი ვითარდებოდეს, რაღაცას აღწევდეს, სიყვარულით ქმნიდეს ოჯახს და ტოვებდეს შემდეგ თაობას. თუ ადამიანს ამ მიმართულებით სურვილები არ გააჩნია, შეიძლება, ჩვენ შორის დისონანსი მოხდეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ინსტიტუტი. ეს ყველაფერი ადამიანის თავისუფალი ნებაა. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯვრისწერის რიტუალი. ზოგადად, შეიძლება, ადამიანს თავისუფალი ურთიერთობა გქონდეს და წლობით აქვთ კიდეც, რაც აბსოლუტურად მისაღებია. შესაძლოა, მეც მქონდეს სურვილი, რომ რაღაც პერიოდი, სანამ ჯვარს დავიწერ, მასთან ერთად ვიცხოვრო და მქონდეს ურთიერთობა. ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. მით უმეტეს, ზოგადად და ჩემი გამოცდილებიდანაც, მგონია, რომ  თანაცხოვრების გარეშე რთულია ადამიანი გაიცნო, შეყვარებულობის პერიოდი ძალიან განსხვავდება მისგან.  
– და ბოლოს, სიახლეზეც ვისაუბროთ. როგორც ვიცი, ფილმში გიღებენ.
– დიახ, ფილმს ჰქვია „ზღვის ორი ნაპირი“. მისი რეჟისორია გიორგი კიკალეიშვილი. ეს ფილმი მოგვითხრობს ქართველი გოგონასა და აფხაზი ბიჭის სიყვარულის ისტორიას, რომელსაც წინ უძღვის აფხაზეთის ომის პერიოდი, ფილმი უშუალოდ ამ მომენტით იწყება. მე ვარ ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს, შემთხვევით მოკლავს თავის ბავშვობის ძმაკაცს. შემდეგ მოქმედება გრძელდება დღევანდელობაში, სადაც ჩემი გმირისა და მისი გარდაცვლილი ძმაკაცის შვილს ერთმანეთი შეუყვარდებათ. მე ფილმის დასაწყისში ვარ და აწმყოში ჩემს მოხუცებულ ვარიანტს სხვა ადამიანი თამაშობს. მსახიობი არ ვარ, თუმცა ძალიან ვეცადე როლში შესვლა და იმედია, გამომივიდა კიდეც.

скачать dle 11.3