კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ეკა ამირეჯიბი: რადგან აქამდე მოვედი, უკან აღარ უნდა დავიხიო-მეთქი და წავედი

ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე

  ტელეწამყვანმა ეკა ამირეჯიბმა ზაფხულის ცხელი დღეები გერმანიაში გაატარა. როგორც თავად ამბობს, პანდემიის შემდეგ გამგზავრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ეს ნაბიჯი გადადგა და საკმაოდ საინტერესო, განსხვავებული ზაფხული გამოუვიდა. უფრო დაწვრილებით მოგზაურობის ისტორიას თავად გიამობობთ.
  ეკა ამირეჯიბი: როგორც ყველა უცხოეთიდან ჩამოსული, მეც გავდივარ კუთვნილ, 12-დღიან კარანტინს. მინდა, გითხრათ, რომ საერთოდ არ მიჭირს, პირიქით, ძალიან მომწონს კიდეც – ახლა უფრო ვისვენებ,  ვიდრე გერმანიაში. დროც საინტერესოდ გამყავს, წიგნებს ვკითხულობ და ფილმებს ვუყურებ, პარალელურად, დისტანციურად ვმუშაობ. მომწონს ეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე, რომ  ისედაც მიყვარს მარტო ყოფნა და მყუდრო გარემო. თან, კარგი პირობებია და როგორ გამოიყენებ ამ 12 დღეს შენს კრეატივსა და უნარებზეა დამოკიდებული.
– გერმანიაში საქმიანი ვიზიტით იყავი წასული?
– ყველაფერი ერთად იყო – სწავლა, მუშაობა და დასვენებაც. სასწავლებელში მოკლე კურსი გავიარე. საბოლოო ჯამში, ერთი თვე დავყავი იქ. ეს მოგზაურობა დიდი ხნით ადრე მქონდა დაგეგმილი, სანამ პანდემია დაიწყებოდა და ამიტომ წავედი. ვმუშაობდი, ვიღებდი საინტერესო ამბებს და ადამიანებს. სეზონის დასრულებამდე მომიწია წასვლა და ეთერში ერთი რეპორტაჟი უკვე გავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო თვეებში ბევრი რაღაც მოხდა, განსხვავებული და საინტერესო ზაფხული მქონდა. პანდემიის გამო მთელი მსოფლიო სულ სხვა განწყობაზე გადავიდა და ეს ჩემთვის საინტერესო სამუშაო მასალა იყო, შესაბამისად, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გამიშვია. თავად ვგეგმავდი, ვიღებდი და ყველაფერს მარტო ვაკეთებდი. ეს რაღაც სიახლეც იყო ჩემს კარიერაში. როცა რაღაცას წლების განმავლობაში აკეთებ, რუტინაში გადაგდის, ეს რუტინა კი რაღაცით უნდა დაარღვიო და სიახლეები შეიტანო. გერმანიაში გამგზავრებამ და იქ მუშაობამ კი ამის შესაძლებლობა მომცა.
– არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გქონდა თუ არა შიშის მომენტი გამგზავრებამდე?
– რა თქმა უნდა, შიშის მომენტი მქონდა. ჩვენ ქვეყანასთან შედარებით, ყველგან მაღალი მაჩვენებელია, მით უმეტეს, ევროპის ქვეყნებში, თუმცა გერმანიაში უფრო სტაბილური მდგომარეობაა. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება გამგზავრების თაობაზე, რადგან ფსიქოლოგიურად მაინც ვღელავდი. ამ დროს ყველაფერზე ფიქრობ – საკუთარ თავზე, გარშემო მყოფებზე და ასე შემდეგ. ეს გადაწყვეტილება გაფრენამდე ერთი დღით ადრე მივიღე. ბევრი რამე იყო კითხვის ნიშნის ქვეშ. ბოლოს ვთქვი, რადგან აქამდე მოვედი, უკან აღარ უნდა დავიხიო-მეთქი და წავედი.
– თითქოს მიივიწყა ხალხმა კორონავირუსის არსებობა, იქ რა მდგომარეობა დაგხვდა ამ კუთხით?
– ზოგადად, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ამ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, დღეს ყველაფერზე დაფიქრება გიწევს: ვის ჩამოართვა ხელი, ვის მიუახლოვდე, მაღაზიაში შესვლამდე უნდა აღიჭურვო, სახლში მისვლისას გაანიავო ტანსაცმელი და ასე შემდეგ. იქაური და აქაური მასშტაბები კიდევ განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოში იმდენად მკაცრად ვიცავდი წესებს, იზოლაციასაც გავდიოდი, როცა მკაცრი ზომები იყო ოჯახის წევრები თვეობით არ მყავდა ნანახი, რადგან ვმუშაობდი და თანამშრომლებთან, სტუმრებთან მქონდა შეხება. თბილისში სრულიად იზოლირებული ვიყავი. იმ თვეების განმავლობაში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები მყავდა ნანახი და ამის მერე ბერლინში ჩემი ჩასვლა იყო შოკი. აეროპორტიდან გავედი თუ არა ფსიქოლოგიურად დიდი წნეხი მივიღე, სრულიად სიცარიელიდან ქაოტურ, თავისუფალ  ქალაქში აღმოვჩნდი, სადაც კორონასთან დაკავშირებით რაღაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ. ბერლინი ევროპაში იმდენად დაუმორჩილებელი, თავისუფალი ქალაქია, ძალიან ჭრელია, ყველა კონტინენტს მოიცავს და ყველა კულტურას აერთიანებს, რაც, ბუნებრივია, სხვადასხვა დამოკიდებულებას წარმოქმნის კონკრეტული საკითხის მიმართ. ქუჩაში შემხვედრია ისეთი ადამიანები, რომლებსაც ლამის სახიდან ჩამოუხსნიათ ჩემთვის პირბადე და უთქვამთ: აი, ამ სისულელის გჯერა? არიან ისეთებიც, რომლებიც იცავენ წესებს და პატივს სცემენ შენს არჩევანს. ევროპელი ადამიანი ძალიან უფრთხილდება საკუთარ თავისუფლებას და თუ მას ოდნავ ჩრდილი მიადგება, აუცილებად აპროტესტებს. შესაბამისად, ამის გამო, ყოველ შაბათ-კვირას მართავდნენ დემონსტარციებს. ბერლინში კლუბური ცხოვრება ძალიან განვითარებულია და არ თმობდნენ ელექტრონულ მუსიკას, მოითხოვდნენ, გაეხსნათ დახურული სივრცეები. ბევრი თვლიდა, ეს იყო დიდი ტყუილი იმისთვის, რომ მარტივად ემართათ ადამიანები და სწორედ, ამ მოტივით გამოდიოდნენ ქუჩაში. სავსეა იქაური სანაპიროები, ისევ ისეთი თავყრილობებია და ასე შემდეგ.  საქართველოდან რომ ჩავედი და ეს ყველაფერი დავინახე, ჩემთვის დიდი შოკი იყო. იფიქრებდი, ამათთან, ალბათ, არ ჩამოუღწევია კორონასო, მაგრამ როგორ არა, სტატისტიკა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. უბრალოდ, ეს არის ევროპელი ადამიანის ბუნება, მათი მენტალიტეტი და ფსიქიკა არ არის მიმართული პანიკისკენ. საშუალო ასაკის ადამიანებიც ჩვეულებრვად აგრძელებენ ცხოვრებას, მოგზაურობენ კიდეც, უბრალოდ, ელემენტარულ წესებს იცავენ.
– გამოდის, რომ საინტერესო ზაფხული გქონდა და ღირდა გარისკვად...
– კი, ძალიან საინტერესო და მოულოდნელი ზაფხული მქონდა. თუმცა, რამდენად ღირდა, ამ შეკითხვაზე პასუხს 12 დღის შემდეგ უფრო გავცემ (იცინის). საქართველოშიც უამრავი ადგილია, სადაც ნამყოფი არ ვარ და თუ უცხოეთში ვერ წავიდოდი, ესეც არ იქნებოდა ტრაგედია, უბრალოდ, იმდენი ხნით ადრე მქონდა დაგეგმილი და აღარ შევცვალე. გული მწყდება, რომ საქართველოში ბევრი ადგილი არ მინახავს. ერთი კვირა მაქვს ხოლმე შვებულება და ვეღარ ვხვდები, რამდენ ნაწილად გავყო.  ზოგადად, ვერ ვიტყვი, რომ სტაბილურად რისკიანი ვარ, წინასწარ უნდა ავწონ-დავწონო ხოლმე ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, ეს ხანდახან ხელსაც კი მიშლის, რადგან უფრო მარტივია, როცა სპონტანურად იღებ გადაწყვეტილებებს. ამჯერად გადავდგი ეს ნაბიჯი და მიმაჩნია, რომ ამად ღირდა.
P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის გიორგი გრძელიშვილს.

скачать dle 11.3