კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რომელ ეკლესიაში აკურთხეს თამარი მეფედ და რა სასწაულები უკავშირდება ამ ადგილს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ცოტამ თუ იცის ისტორია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარშია დავანებული.
ისტორია
 დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი რენესანსულ-ბაროკოული სტილის გუმბათოვანი მართლმადიდებლური ეკლესიაა.
  შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღმრთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს, ის აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა დაანგრია. 1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევითა და მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა (ეკლესიის განახლება დაიწყო 1872 წელს, ხოლო გუმბათი 1889 წელს დაადგეს). მისი არქიტექტურა, ეგრეთ წოდებული, რუსული სტილის ნიმუშია. ეკლესია აკურთხეს 1884 წლის 23 სექტემბერს. მისი პირველი მღვდელი იყო კალისტრატე ცინცაძე, შემდგომში –  კათოლიკოს-პატრიარქი.
„კვირას, 23 სექტემბერს აკურთხეს დიდუბის ეკლესია. ეს ეკლესია იმ ძველ ნაშთთაგანია ჟამთა-ვითარებას ნახევრობით დანგრეულ-დაქცეული რომ დაუტოვებია. აქ უკურთხებიათ მეფედ ქართველთა სათაყვანებელი თამარი. ეკლესია აკურთხა ეგზარხოსმა და წარმოსთქვა სიტყვა, რომელშიც სხვათა შორის, თამარ დედოფლის სახელიც იყო მოხსენიებული... ეკლესია აშენებულია სხვადასხვა პირთა შემწირველთა საშუალებითა და საფასით. ხოლო და გულის მოდგინება ყოფილა დეკანოზის იმნაძისა, მღვდელი ზედგენიძისა და აზნაურ გიორგი ქართველიშვილისა.“
ლეგენდა ხატის შესახებ
  ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები იყო. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც სამწყსოს დიდუბეში აძოვებდა, დასიზმრებია ანგელოზი, რომელსაც უუწყებია: „დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებული. მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო.“
  მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამას და თანასოფლელებს უამბო. ხატის ხილვა ყველამ მოისურვა, მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმა, რომელსაც იმედი მიეცა – ღმერთი ჩემზეც მოიღებს წყალობას და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალის სინათლეს დამიბრუნებსო. მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისკენ, თუმცა ბრმა მოხუცი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ამ ლიტანიობაზე არ წაიყვანეს, მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილ მოხუცს სასოება არ დაუკარგავს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს „გიხაროდენ“ უგალობა და მხურვალედ შეევედრა: „ნათლის მომცემელისა ქრისტეს მშობელო, ყოვლადუბიწოო დედოფალო, ნუ შეურაცხ-ჰყოფ გულითადსა ამას ვედრებასა ჩემსა და მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რათა ნათლითა თვისითა განმანათლოს მეცა, ცოდვითა დაბნელებული ესე, და ღირს-მყოს ხილვად და თაყვანისცემად დიდებულსა ხატსა შენსა!“
  მოხუცი ბრმის ვედრება შეისმინა მოწყალე ღმერთმა და დიდუბის სანახებში მობრძანებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად მეყვსეულად განკურნა იგი. გახარებული მოხუცი ტაძრისკენ გაემართა, რათა თაყვანი ეცა სასწაულმოქმედი ხატისთვის. ამ სასწაულმოქმედებით განდიდებული ხატის თაყვანისსაცემად მრავალმა მომლოცველმა დაიწყო დენა მთელი საქართველოდან და უცხოეთიდან.  მოჰყავდათ სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ.
 ხატის სასწაულებრივი პოვნის ადგილას ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუსვენებიათ და თაყვანი უციათ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნემდე მოაღწია (პლ. იოსელიანი). ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად ორშაბათი დღე დადგინდა. ამ დღეს წირვას მოებმის ღვთისმშობლის საჯანმრთელო პარაკლისი.
  დიდუბის ტაძრისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირული საგანძური ერთ სარდაფში ჰქონიათ გადამალული, მაგრამ კომუნისტებს შეუტყვიათ მისი არსებობა და საუნჯე გაუზიდავთ.  დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქმა ალექსი პირველმა დაამზადებინა და ის 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს. დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება.
ხატები: დიდუბის ტაძრის ფრესკები შესრულებულია 1978 წელს მხატვარ ალექსანდრე ბანძელაძის მიერ. ტაძარში თანამედროვე ეპოქასა და გასულ საუკუნეში დაწერილი ხატებია, რომელთაგან აღსანიშნავია კანკელის მაცხოვრის, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, წმიდა ნინოს, წმიდა ილია მართლის, წმიდა თამარ მეფის (დაწერილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ) ხატები. ტაძრის უდიდეს სიწმიდეს წარმოადგენს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ სამყაროში ცნობილია დიდუბის ღვთისმშობლის სახელწოდებით. ხატი შემოსილია მოოქრული პერანგით.


скачать dle 11.3