№36 ხუთოსანი ფეხბურთელები
აჩი არველაძე იხსენებს: „ერთხელ დედაჩემი სკოლაში მოვიდა და ჟურნალში ჩვენს ნიშნებს ათვალიერებდა. ნახა, რომ ქართულში ორივეს ხუთიანები გვეწერა. დედას ეჭვი შეეპარა, იფიქრა, თვითონ ხომ არ ჩაწერესო და კლასის დამრიგებელს ქართულის მასწავლებელი მოაყვანინა და ნიშნებზე ჰკითხა. მან კი დედას მიუგო:
– დიახ, მე ჩავუწერე ხუთიანები. გუშინ მაგათი ფეხბურთი ვნახე და სხვა რა უნდა მექნა, ხუთიანები ჩავუწერეო.