№36 როგორ „გააუთოეს“ ყაჩაღებმა „ფარდულის ჟორა“
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ერთხელ „ფარდულის ჟორას“ ნიღბიანი ყაჩაღები დაესხნენ თავს. ფული მოსთხოვეს და ისე „გააუთოეს“, როგორც შარვლის ტოტი. ყვირის ეს ჟორა: ფული არ მაქვს, ვიღაცაში გეშლებით, სხვა ჟორა ვარო, მაგრამ ვინ გაიგონა, „აუთოეს“ და „აუთოეს“ ის საცოდავი და მხოლოდ მაშინ დაანებეს თავი, როდესაც დარწმუნდნენ, რომ მართლა შეეშალათ და „ფარდულის ჟორასთან“ მივიდნენ, რომელიც ლიმონათს ყიდდა.
გავიდა რამდენიმე თვე და ეს „ფარდულის ჟორა“ ქორწილში უნდა წავიდეს და ცოლს უთხრა:
– ერთი, შარვალი გამიუთოვე, ქალო!
– უთო გადეიწვა და ვერ გაგიუთოებო, – მიუგო ცოლმა ჟორას, რომელსაც სისხლმა აასხა თავში, იღრიალა:
– ახლა გედეიწვა ის დასაწვავი?! მაშინ მაინც გადამწვარიყო, როცა ტყუილად „მაუთოებდნენო.“