№36 ბრძნული აზრები
ჩერჩილი: დემოკრატია საშინელებაა მართვის მხრივ, მაგრამ დანარჩენი ყველა მართვის სისტემა მასზე უარესია.
ბერნე: დაავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი – ერთი.
შექსპირი: სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.
გოეთე: გონება სასტიკია, გული სჯობს გონებას.
სტეინბეკი: თუ ადამიანი დღეში რამდენჯერმე გესალმება, ესე იგი, ის შენ ვერ გამჩნევს.
აინშტაინი: ღმერთი კამათელს არ აგორებს.
დემოკრიტე: საკუთარი შეცდომების დავიწყება თავხედობას ბადებს.
კლავდიუსი: ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს და ნურც – მეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ.
შოუ: თუ შენ გაქვს ვაშლი და მეც მაქვს ვაშლი და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ისევ თითო-თითო ვაშლი გვექნება, მაგრამ თუ შენ გაქვს იდეა და მეც მაქვს იდეა და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ორ-ორი იდეა გვექნება.
მამა პეტრე: გახსოვდეს, ვინც მხოლოდ მწუხარების ჟამს დგას შენ გვერდით, შენი სიხარული მისთვის მტკივნეულია.
ტოლსტოი: ყველაზე ბოროტ კაცსაც ღიმილით უნათდება სახე, როცა ეუბნებიან, რომ ის უყვართ. ალბათ, ამაშია ბედნიერება.
დოსტოევსკი: როგორიც ხართ, ისეთად დარჩით! თუნდაც მხოლოდ თქვენ იყოთ განსხვავებული, სხვებს მაინც ნუ დაემსგავსებით.
მამარდაშვილი: რაც უფრო ამორალურია საზოგადოება, მით უფრო ხშირად ლაპარაკობს მორალზე.
ოთარ ჭილაძე: ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.
უაილდი: კაცის სიყვარული – სულიერი რეცეპტია ახალგაზრდობისა და ქალის სილამაზის, ხოლო ქალის სიყვარული – საუკეთესო რეცეპტია ქალისა და კაცის წარმატების.
მოპასანი: მამაკაცების უმრავლესობას ეშინიათ იმ ქალების, ვისთანაც უნდა ამაღლდნენ, მათ ურჩევნიათ ქალები, ვისთანაც უნდა დაეცნენ.